გურამ საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს დაიბადა.
1951 წელს თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა თავის თეატრს.
გურამ საღარაძე იმ თაობას განეკუთვნება, რომელზედაც ხუთი ათეული წელიწადი იდგა თეატრის რეპერტუარი. მრავალი საინტერესო სახე შექმნა სცენაზე და დავუიწყარი როლები ქართულ კინოში.
მას იცნობდნენ როგორც მხატვრული კითხვის ოსტატს და ბევრი ლამაზი პოეზიის საღამო ახსოვს თბილისს.
ოთარ ჭილაძე წერდა ''ის ბედნიერი შემოქმედია,რომელსაც არა მარტო სიტყვის დამორჩილების უნარი შესწევს,არამედ სულის ის იდუმალი და შეუღწეველი წიაღის წარმოდგენა შეუძლია სადაც სიტყვა იბადება.''
თეატრისა- კინოს უნივერსიტეტში ბევრი დამწყები მსახიობი გახდა ამ უნარის თანაზიარი, სადაც მეტყველების პედაგოგად მუშაობდა.
სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურიატს,
საპატიო თბილისელს 2006 წლის 17 იანვარს რუსთაველის თეატრის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
''იცხოვრე ისე, რომ უკან მოხედვის არ შეგეშინდეს''. ამბობდა თავის ინტერვიუში მსახიობი.
12 იანვარს გურამ საღარაძე 90 წლის გახდებოდა.
Comments/disqusion
No comments