Loading....
no image
   


                     ''ახალი თაობა   რობერტ სტურუას   შესახებ''
     
                                 
                                         გაგრძელება..........
 


   როდესაც    ამ პროექტის    შესახებ    გავიგე  ძალიან  მოხიბლულუ დავრჩი და  დაუფიქრებლად გადავწყვიტე,რომ ჩავწერილიყავი და მეც ვზიარებულიყავი სტურუას სამყაროს.სპექტაკლებამდე როგორც გაგვაფრთხილეს,მისი  შემოქმედება არც თუ  ისე ადვილი გასაგები  იქნებოდა,ამიტომ  თავიდანვე  დიდი ინტერესითა   და ყურადღებით განვეწყვე.პირველივე  სპექტქკლის დაწყებიდან  ძალიან   მცირე დროში  უკვე ზედმეტად  დაძაბული ვიჯექი და ისე ვუყურებდი.ცოტა რთული  აღსაქმელი იყო,რისი თქმა სურდა ამით სტურუას.ისეთი შეგრძნება დამეუფლა  თითქოს  ჩემს გარშემო დიდი გაუგებრობა იყო. ვცდილობდი არცერთი მომენტი არ გამომეტოვებინა და თითოეული ფრაზა და სიტყვა დამეჭირა,ჩავღვრმავებოდი და გამეგო თითოეულის  აზრი და მნიშვნელობა,შემდეგ დამეკავშირებინა ერთმანეთთან  და ასე მაინც გამეგო სტურუას მიერ დანახული სამყარო.
   
შემდეგ სპექტაკლებზე  გადავწყვიტე უფრო დამშვიდებულად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მეყურებინა,რადგან ვიფიქრე ასე  უფრო კარგად გავიგებდი და შეკითხვებიც აღარ დამრჩებოდა,მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.
 თითქოს ვიგებდი, მაგრამ ბოლომდე აზრის გამოტანა მიჭირდა.
    ერთადერთი  სპექტაკლი, რომლის იდეაც მომეწონა ეს იყო ''დაკანონებული უკანონობა'' რადგან ის სწორედ დღევანდელობასა და რეალობას შეესაბამებოდა.
ამ სპექტაკლში სტურუამ  წინა პლანზე წამოწია ,როგორც პოლიტიკა    ისე სპორტი.მას უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა  თუ რამდენ რამეზეა წამსვლელი ადამიანი ძალაუფლების  დასაუფლებლად,თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამის გამო ერთმანეთის ჩაგვრა და ერთმანეთზე  ძალადობა. სპექტაკლის დასასრულს გამოაცხადეს,რომ ''ბარსამ'' გაიმარჯვა, ამით კი სტურუას სურდა ეთქვა,რომ დღევანდელობაში ადამიანის ღირებულებები ისე შეილახა,რომ იგი ხშირად რეალურ პრობლემებს  ვერ ხედავს და მთავარ პრობლემად შესაძლოა,სწორედ სპორტს აღიქვამდეს და მნიშვნელობას იმას ანიჭებდეს,თუ ფეხბურთის რომელი გუნდი გაიმარჯვებს.

                                           თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                   
                                                           X  კლასი  -   ელენე ბერძენიშვილი


         
რობერტ სტურუას დადგმები  ყოველთვის განხილვის საგანია და  არ შემიძლია  მეც არ ვთქვა თუნდაც ორიოდე სიტყვა მის შემოქმედებაზე.მან იცის ,როგორ გადმოსცეს ამა თუ იმ ეპოქის პრობლემა,მიანიჭოს საგნებს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა.მიუსადაგოს  ეპიზოდს დეკორაცია და მუსიკა ისე, რომ  მაყურებლისთვის მიმზიდველი და რაც მთავარია საინტერესო გახადოს.რეჟისორი   ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს,როგორიცაა ადამიანებს შორის ნდობის  დაკარგვა,მეგობრისა და სამშობლოს ღალატი,ეგოიზმი, ძალაუფლებისთვის  ბრძოლა და პოლიტიკური ვითარება.

''დაკანონებული  უკანონობა'' ჩემი ერთერთი ფავორიტია. აქ    გადმოცემული  იყო  თუ  როგორ უსამართლოა ცხოვრება და  იმისთვის რომ  დაუნდობლობას გადაურჩე  თავად უნდა იყო ასეთი;''მხოლოდ ძლიერს, ულმობელს  უღიმის  ბედი''.ასევე გამოკვეთილია ხალხის უნდობლობა და ადამიანის,როგორც  ცოცხალი არსების,დაუფასებლობა;თუ საჭირო ხარ გადაგარჩენენ''. ამ ყველაფერს არც სიკეთის კეთება შველის,პირიქით კეთილი ადამიანი ორმაგად ისჯება;''სიკათის მთესველს სიკეთე ღუპავს''.
  სპექტაკლის დეკორაცია  მინიმალისტური   იყო,რაც წარმოდგენილ სიტუაციებს ემოციურად ამძაფრებდა.სამაგიეროდ მუსიკა იყო ამყოლი,რომელიც სიმძაფრეს ანეიტრალებდა და ვფიქრობ ცოტა ცინიზმსაც გადმოსცემდა თავისი მხიარული ჰანგებით.
                                     

                                           ქ. თბილისის 47-ე   საჯარო   სკოლა
                             
                                                              ლეილა ჩერქეზიშვილი
                             

                                                           
  უპირველეს ყოვლისა  მინდა მადლობით დავიწყო ჩემი წერილი,რადგან საშუალება მომეცა დავსწრებოდი უნიჭიერესი ქართველი   რეჟისორის  ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლებს. თითოეულმა  მათგანმა  წარუშლელი შთაბეჭდილება და ემოცია დატოვა ჩემში.გახსნა ახალი სარკმელი  ხელოვნების იდუმალ და ამაღელვებელ სამყაროში,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე მინდა შევაჩერო ყურადღება და ვისაუბრო ''იულიუს კეისარზე''. რომელიც გამორჩეულად მომეწონა.
  რეჟისორმა  არაერთგზის გააცოცხლა გენიოსი შექსპირის  უკვდავი პერსონაჟები სცენაზე და თავად მწერლის   სამშობლოშიც კი, ინგლისშიც    გაითქვა   სახელი შექსპირის ახლებური,სრულიად განსხვავებული ხედვისა და  გენიალური  მიზანსცენების დადგმით.ამჯერად იგი დგამს ერთ მოქმედებიან სპექტაკლს.ის  შექსპირის  ხუთი მოქმედებიდან ირჩევს იმ ნაწილს, სადაც კეისრის წინააღმდეგ   პირს კრავენ    რომის სენატის წევრები და დიქტატორი   შეთქმულების მსხვერპლი ხდება.  ჩემი აზრით რეჟისორმა  ყველაზე საინტერესო და მძაფრი ეპიზოდი შეარჩია. თვითონ პიესის მორალი გახლავთ  ის რომ,ვინც    დანაუშალს ჩადის  ,ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება. მთავარი სათქმელი ძალიან საინტერესო   ფორმით არის გადაწყვეტეილი.
  მსახიობების მინდა ავრნიშნო.ძალიან კარგად  იყვნენ არჩეულები პროფესიონალურად და ოსტატურად გადმოსცემდნენ რეჟისორის  ჩანაფიქრს. გასაოცარი მოულედნელობა და ინტერესი გამოიწვია ჩემში დეკორაციებმა და მსახიობების  ჩაცმულობამ. სპექტქკლის დაწღებამდე  ველოდებოდი ძველ რომაულ   ტანისამოსს,სანაცვლოდ კი ოცდაათიანების ,კერძოდკი,იტალიური მაფიის ტანისამოსი დამხვდა. ჩემი აზრით ამიტ რობერტ სტურუამ გვით,რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი დროის,ერთი ეპოქის პრობლემა,იგი ყველა  დროში იჩენს თავს,ადამიანთა ბუნება უცვლელია.
    ძალიან მომეწონა სპექტაკლი. ყოველი წუთი დატვირთუილია  და საინტერესო.
 

                                                                                            მარიამ   ჯანაშვილი



      ''ვანო და  ნიკო''-ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთიერთობის მაგალითზე რობერტ სტურუა  ხატავს  ადამიანის ორ ტიპს,ორ განსხვავებულ სახეს. მათი  მეტამორფოზებით,ხასიათის განვითარების სხვადასხვა საფეხურებით და მდგომარეობით,რომელშიც ისინი სხვადასხვა  ვითარებაში ექცევიან.სპექტაკლი   ვერც''ვიზუალურ ემოციურობას იწვევს,რომელიც   თანამედროვე  თეატრის მთავარი და წამყვანი ხერხია.ამ სპექტაკლში ისევ  ვხვდებით უკვე მრავალგზის  აპრობირებულ,ნანახ და  გაშიფრულ ფუნქციაშეუცვლელ მეტაფორებს;-ბანერზე დაბეჭდილ შედევრთა რეპროდუქციებს,სკამებს ადამიანთა სტატიკურ ფიგურებს,კიბეს....რომელიცუბრალოდ სივრცეს ავსებს. იგივეს ვერ ვიტყვი  მხატვრულ  განათებაზე,რომელიცსპექტაკლის ვიზუალური ნაწილისგან  ყველაზე    ეფექტური,დინამიკური და კონცეფტუალურია.განათება სპექტაკლში მთავარი მოქმედი  პირია,რომელიც თანამედროვე ,  ვიზუალით გატაცებული, ევროპული თეატრის პრინციპებში თავსდება. ..საბოოლოოდ მე ვფიქრობ,რომ არავის სჯერა ნოკოს გავანოების,ასეთი ბუნებაში არ არსებობს.ეს რომ ასეა გადასარევად იცის თავად სპექტაკლის ავტორმაც,მაგრამ პოზიტიური ფინალით ცხოვრება''გაგვილამაზა'' და თავიც მოიტყუა.
                                                                                             
                                                                                                     გვარი უცნობია.     
        ქ. თბილისის   სსიპ მე-2 საჯარო სკოლის დირექცი,   პედ. კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ,მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრს.                                         
         უდიდესი აპლოდისმენტები  მის ხელმძღვანელობას, მთელ შემოქმედებით კოლექტივს,განსაკუთრებით    კი რობერტ სტურუას იმ უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის,ყველა იმ საიტერესო და   შთამბეჭდავი სპექტაკლისთვის.რისი ხილვის საშუალებაც მიეცათ  IX-XII   კლასის მოსწავლეებს.

                             
    გაგაცანით ბავშვების დამოკიდებულება, მათი ემოციები,   რომელსაც.სპექტაკლიდან დაბრუნებულები  ვერ მალავდნენ ,პედაგოგებთან ერთად განიხილავდნენ თითოეულ წარმოდგენას. ჩვენ ვერ შევძლებდით  ფურცელზე გადატანილი  ყველა შთაბეჭდილებები  გაგვეცნო მკითხველისთვის. ეს არის   ბავშვების თვალით  დანახული  და აღქმული, მსოფლიოში აღიარებული  დიდი რეჟისორის ბატონ რობერტ სტურუას შემოქმედება.                                 
                                                                         


no image
   


         მადლობას  გიხდით მომავალ თაობასთან თანამშრომლობისთვის........
 

ასე მიმართავს  სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ  თბილისის N51 საჯარო სკოლა, შოთა რუსთაველის   სახელობის აკადემიური თეატრის ადმინისტრაციას,რომლის ინციატივითაც   სკოლის უფროსკლასელებიი დაესწრნენ       რობერტ    სტურუას სპექტაკლებს.
 


   შთაბეჭდილებები  და ემოცია, მოსწავლეებმა  ფურცელზე გადმოიტანეს. ბავშვის თვალით დანახული და აღქმული სტურუას სამყაროს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.....
   
ეტაპობრივად და უცვლელად მოგაწვდით მათ...


 ''   სტურუას რამოდენიმე სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმ აზრამდე მივედი,რომ  სპექტაკლების
     
უმეტესობაში არ დევს ერთი მამოძრავებელი დედააზრი,რომლის ირგვლივ ვითარდება  მოქმედება და ამიტომაც,ჩემი აზრით,მათგან   ყველას    სხვადასხვა აზრი გამოაქვს.
 
მისი სპექტაკლებიდან განსაკუთრებით  მომეწონა  ''12  განრისხებული მამაკაცი''.
  ამ სპეტაკლის ყურება ერთი სიამოვნება იყო და  მისი დასრულებისას საოცარი  ენერგიით დამუხტული დავტოვე დარბაზი. თითქოს შეუძლებელი  იყო ასეთი კარგი შინაარსის  მქონე სიუჟეტი   ვინმეს გაეფუჭებინა,მაგრამ დადგმა ძალიან კარგი იყო,გარდა  ამისა ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია ამდენი ნიჭიერი  ადამიანის სცენაზე  ერთად  ყურება.
 მ.ჯინორიას შესრულება კი უდავოდ  გამოსარჩევი   იყო! მუსიკასთან  ერთად სპეკტაკლი მთლიანობაში მართლაც შესანიშნავია. სწორედ ამ დადგმაზე შეიძლება გამოვიყენოთ
  გამოთქმა''თეატრი  მაინც სხვააა''

                                                                                                                                 ანი კაკაჩია

   

 ''ამ სპექტაკლებით დიდათ ვისიამოვნე.პირველ რიგში უნდა ავღნიშნო  მსახიობების პროფესიონალიზმი.განსაკუთრებით მომხიბლა   აუდიოეფექტებმა.ამ ყოველივეს სრულ დაძაბულობაში  ჰყავდი  და მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. დეკორაციებს დიდი შთაბეჭდილება  არ მოუხდენია  ჩემზე, თუმცა გარემოებების განსაზღვრისთვის ნამდვილად აუცილებელი იყო.
  იმდენად რეალური იყო  ეს ისტორიები, რომ   თავს შენც მისი თანამონაწილედ აღიქვამდი.
 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თეატრი ნამდვილად არარის ერთ-ერთი  საუკეთესო ადგილი  განვითარებისთვის, სადაც შესაძლებელია შენი ყოველდღიური,შავ-თეთრი ყოფა გაიფერადო''

                                                                                                                     ლუკა ნინიძე



''ყოველთვის ვფიქრობდი,  რომ  თეატრი   უმნიშვნელოვანესი  ინსტიტუტია ადამიანის  კულტურული  განვითარებისთვის. სპექტაკლების  ყურებისას   ყოველთვის  ვგრძნობდი,რომ ამ სამყაროს არ ვეკუთვნი. ეს  სულ არ  შეედრება  ფილმის ყურებას, ან თუნდაც მუსიკით ტკბობას. ცოცხალი შესრულების  დროს ყოველთვის ივსები იმ დიდი და მრავალფეროვანი ენერგეტიკით,რომელსაც   მსახიობები  გადმოსცემენ.
  ნანახ სპექტაკლებს შორის  მაქვს რამოდენიმე   ფავორიტი,თუმცა აუცილებლად  უნდა გამოვყო''სადღაც   ცისარტყელას  მიღმა''.განსაკუთრებით  კი  მისი   ბოლო   მოქმედება,რომლის    ზეგავლენისგანაც თავის   დაღწევას  დიდი დრო მოვანდომე.
  თეატრში  ყოფნისას ხშირად მომდგომია  თვალებზე   ცრემლი.ძალიან მომწონებია   კონკრეტული  სცენა,მაგრამ ამ მოქმედების და მისგან მიღებული ემოციის დავიწყება
 უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა    ჩემთვის.''
                                   
                                                                                          ანზორ   გოგრიაშვილი

   

''თეატრი    ხელოვნების  ეს დიდებული დარგი,ყველაზე ნათლად და მკაფიოდ  გადმოსცემს  ადამიანურ ემოციებს და  ჩვენამდე   ხელუხლებლად მოაქვს. რობერტ სტურუას  ''ელექტრა''   ერთ-ერთი   მაგალითია ადამიანური  ინსტიქტის, დედ-მამაშვილური  სიყვარულისა.

  ეს  ერთმოქმედებიანი   დადგმა  თუმცა  მცირე  ხანგრძივლობისაა.ჩვენში  აღვიძებს   თანაგრძნობის  უნარს,რომელიც  დღეს  ადამიანებმა  ასე დაკარგეს. ელექტრას განუზომელი   სიყვარული   გააჩნია  მამისა და საყვარელი ძმის მიმართ.მათი   დაკარგვა   კი იმდენად ტრაგიკულადაა გადმოცემული,რომ მნახველში  უთუოდ   აღძრავს ტკივილის    შემსუბუქების   სურვილს.ეს კი იყო მიზეზი  იმისა,რომ  მთელი სპექტაკლის   განმავლობაში ჩვენ სუნთქვაშეკრულები არა ელექტრას,არამედ ჩვენს  თავებს  ჩავკირკიტებდით და წამით ისევ ის ადამიანები ვიყავით- ბუნებრივები,ჰუმანურები და თავისულები   ყველა ბოროტებისგან!!
იმდენად დავიკარგე   ამ სპექტაკლებში და ამავდროულად  ვიპოვე საკუთარი თავი,რომ  გასაკვირი არც არის, ცრემლნარევი რომ ვტკბებოდი იქაური ყოფით.''

                                                                                                       
                                                                                                         თამარ ზვიადაური

'' რობერტ სტურუა  ჩვენი დროის   ერთ- ერთი   საუკეთესო   რეჟისორია. ამ სიტყვების  სისწორეში   ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი. როცა  გავეცანი  მის შემოქმედებას. სპექტქკლი  ''ელექტრა'', '' ასულნი''.

თეატრის მიმართ  ცუდათ ვიყავი  განწყობილი,დროის  ფუჭად კარგვად  მიმაჩნდა  და მეგონა  ვერასდროს  შევიგრძნობდი  იმ  ემოციებს, რაც მას უნდა  გადმოეცა   ჩემთვის  ცოცხლად შესრულების დროს. თუმცა     რათქმაუნდა     ერთი ასეთი სპექტაკლის   ნახვაც საკმარისია  იყო   ჩემი აზრის შესაცვლელად.რობერტ  სტურუას  დიდებულებაში   ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ამდენ ემოციას,რომელიც    ჩემში გამოიწვია   არ ველოდი და არც იმას  ,რომ   როდესმე    სერიოზულად  მივიღებდი   სცენაზე   თამაშს''
სპექტაკლებს  იმდენად  საოცარი  მუსიკა ახლდა,   რომ ის არა მხოლოდ ამძაფრებდა სიუჟეტს   ყურების გარეშეც კი იწვევდა ემოციებს.
  სპექტაკლი''ასულნი''   უფრო მეტი საფიქრალი გამოიწვია, ვიდრე ''ელექრამ''. მის გასაგებად საჭირო იყო  ცოდნა იმ დეტალების,  რომელიც   ჩვენი ქვეყნის ისტორიაში   დევს,რაც ჩვენთვის 16-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის ცოტა  ძნელი გახადა მისი გაგება
  საერთო ჯამში ჩემთვის  ეს ორი სპექტაკლი  ნამდვილი საჩუქარი იყო.
  მადლიერი ვარ  იმ შეგრძნებებისა და ემოციებისთვის რაც ამ პროექტმა  მოახდინა  ჩემზე.''
                                                                                                                         
                                                                                           სახელი და გვარი უცნობია....                                                                                                   


''ამ სპექტაკლებზე დაყრდნობით  შემიძლია   ვთქვა,რომ ბ-ნი რობერტ სტურუას  კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია.მის სპექტაკლებში  ჰარმონიულად  თანაარსებობს   ტრაგედია   და  კომედია.პოლიტიკური ფარსი და  მელოდრამა.რეჟისორი
 მსუბუქად   და ელეგანტურად მართავს სცენას და მსახიობებს. მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.
 რობერტ სტურუასათვის ყოველთვის პრიორიტეტულია პოლიტიკა,ამას მივხვდი მისი სპექტაკლების ნახვისას,მაგრამ ყველაზე განსხვავებული იყო ''ვანო და ნიკო''. ის ამ სპეკტაკლშიც არ უვლის   გვერდს პოლიტიკას და ქვეყანაში  შექმნილ ვითარებას,რომელიც  უკვე მარადიულ პრობლემებშია გადაზრდილი,მაგრამ პრიორიტეტული   სტურუასთვის ამჯერად ადამიანია,მისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
 ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთირთობის მაგალითზე რობერტ სტურუა ხატავს ადამიანის ორ ტიპს  ,ორ განსხვავებულ სახეს   თავიანთი  მეტამორფოზებითა და მდგომარეობით     რომელშიც ისინი სხვადასხვა ვითარებაში იქცევიან.ამ ისტორიას  . სტურუა  სევდით,იუმორით და ირონიით გვიყვება.


მისი მორიგი სპექტაკლი, რომელიც ძალიან საინტერესო  იყო ,არის ''დაკანონებული  უკანონობა''.  სპექტაკლში   ბიზნესმენ კარლ  ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში,ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გასამდიდრებლად.,ადამიანის  მიერ  ადამიანის   ჩაგვრაზე, მის სწრაფვაზე   გამდიდრებასა და  ძალაუფლების მოპოვებისთვის,სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და  ფიზიკურ განადგურებაზე.,რომ ''კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს''-  რეჟისორმა იუმორით, იროონიით  და სიმსუბუქით გადმოქვცა.

                                                                                                                     ნინო რობაქიძე


''მე დავესწარი სამ სპექტაკლს ესენი იყო-''ვანო და ნიკო',''დაკანონებული უკანონობა'' და ''ნადირობის სეზონი''.
 ყველაზე მეტად გასაგები იყო''ვანო და  ნიკო'. ამ სპექტაკლში იყო მომენტი,როდესაც ვანო ადის კიბეზე. თავიდან  არის სამი საფეხური და ვანო ცოტათიც კმაყოფილდება,მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო მაღლა  ადის და რაც უფრო მაღლა ადის,ნაკლებად უხარია ეს ყველაფერი. ეს იმის მაგალითია,თუ როგორ აფუჭებს ადამიანს ძალაუფლება.
   ''დაკანონებული უკანონობა''და ''ნადირობის სეზონი'',ამ ორი სპექტაკლიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.ალბათ   სანამ   ვნახავდი   ნაწარმოები უნდა წამეკითხა, რომლის მიხედვითაც იყო დადგმული.არ ვიცი რისი ბრალია.შეიძლება არ ვარ იმდენად დაკვირვებული,რომ პარალელი გავავლო ამ ორ სპექტაკლსა და რეალობას შორის, შეიძლება არ ვარ საკმარისად ნაკითხი ან ჩემი ასაკი არ შეესაბამება ამ სპექტაკლებს.
                                                                                                     
                                                                                                   თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                 
                                                                                                     X  კლასი-. საბა უკლება       
                                                                                           

                                                                                                           

რობერტ სტურუას შესახებ ისევე,როგორც  ალბათ,  ყველა ქართველს,ბევრი რამ მქონდა გაგონილი,თუმცაღა მის შემოქმედებას პირადად არ ვიცნობდი.როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ  ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე, რატომაც არა?
ასე აღმოვჩნდი რუსთაველის  თეატრში.

პირველი სპექტაკლი,რომელიც ჩვენ ვიხილეთ,იყო''ვანო და ნიკო''.სპექტაკლის  დასრულების შემდეგ  დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ვანო და ნიკო იყვნენ მეგობრები,რომელთა ხასიათებიც  სრულიად განსხვავდება  ერთმანეთისგან.
ვანო  იყო გულკეთილი  ადამიანი,რომლისთვისაც  მისი და ნიკოს მეგობრობა პირველ ადგილზე    იდგა  და მის შესანარჩუნებლად  ყველაფერს    უსრულებდა ნიკოს.
ნიკო კი ბოროტ    მხარეს   წარმოადგენს  და ვანოს   გულკეთილობას  თავის  სასარგებლოდ იყენებს. ის სულ უფრო და უფრო მეტს სთხოვს  ვანოს და თან ახსენებს,რომ
ვანომ ეს მათი მეგობრობის  გამო უნდა გააკეთოს.მთელი სპექტაკლის მანძილზე არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას-ვანოსა და ნიკოს   შორის. სპექტაკლი ''ჰეფი ენდით'' მთავრდება ვანოც და ნიკოც ვანოდ გადაიქცევა.
 ჩემი აზრით ეს სპექტაკლი თითოეულ ჩვენგანში  საკუთარ  თავებთან არსებულ ბრძოლას ასახავს,თუმცა ნამდვილად  არ ვფიქრიბ,რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ჩვენი კეთილი   მხარე  იმარჯვებს.
 კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ''დაკანონებული უკანონობა''.
ამ სპექტაკლში მთავარი ადგილი უჭირავს დღევანდელ  მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ თემებს-პოლიტიკას,სპორტსა  და ფულს.სპექტაკლში ნაჩვენებია თუ რა ხერხებს მიმართავს ადამიანი    ძალაუფლების მოსაპოვებლად;მუქარა,ძალადობა.
 მთელი წარმოდგენის მანძილზე  არის  დავა, კამათი ამა თუ იმ თემაზე. მოსამართლე კი ბუდააა.  თუმცა სპექტაკლის  ფინალი (სპექტაკლი მთავრდება ფრაზით''ბარსა  ჩემპიონია,
თავისუფლება კატალონიას.'')გვიჩვენებს, რომ   დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები იმდენად   ზედაპირულები გახდნენდა მათთვის, იმდენად   შეიცვალა ფასეულობები, რომ რეალურ პრობლემებზე  მნიშვნელოვანად  შესაძლოა,   რომელიღაც    ფეხბურთის გუნდის ჩემპიონობის საკითხს  თვლიდნენ.სპექტაკლი   გვეუბნება,რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ  კეთილდღეობაზე ზრუნვით  და ფიქრით    არიან დაკავებულნი და არაფრად აგდებენ სხვების აზრებს, გრძნობებს და სიცოცხლეს.
 საბოლოოდ ვიტყოდი,რომ ჩემი აზრით  ,რობერტ სტურუა ცდილობს თავისი შემოქმედებით  გადმოქვცეს ის პრობლემები,რომლებიც დღევანდელ  მსოფლიოში  ძალიან აქტუალურია.ის ცდილობს გვიჩვენოს,რომ სამყაროში  უფრო დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე ჩვენ გვგონია და ჩემი აზრით ,მას    ეს კარგად  გამოსდის.
 
                                                                                                      თბილისის კლასიკური გიმნაზიის

                                                                                 X კლასი- მარიამ   აფხაზავა






                                                                       

                                                                          
მიხეილ  თუმანიშვილი დაიბადა 1921 წლის 6 თებერვალს.
  ინსტიტუსის დამთავრების  შემდეგ, 1949 წელს მივიდა რუსთაველის თეატრში.სადაც 1971 წლამდე მოღვაწეობდა.
  მის მოსვლას უკავშირდება სრულიად განსხვავებული   თეატრალური ესტეტიკის შეტანა ქართულ თეატრში,რასაც არც  ისე მშვიდათ შეხვდნენ ძველი თაობის წარმომადგენლები.
და ამ შეუთავსებლობის  ფონზე  შეიქმნა ჯგუფი  ''შვიდკაცა'',რომელსაც  თუმანიშვილი ჩაუდგა სათავეში.
  '''არცერთი მსახიობი,ცალკე არ თამაშობდა  როლს,      ცალკე    არც  რეჟისორი  რეჟისორობდა,   ჩვენ ყველა ერთად ვაშენებდით    ტაძარს-სპექტაკლს.    მთელი ჩვენ დროს და ენერგიას ვწირავდით მას ისეთი   გატაცებით  გავდიოდით   რეპეტიციებს,  რო თეატრში ჩვენს სულიერ აღმაფრენას  ყველა გრძნობდა.''შვიდკაცას''   გაფურჩქვნის ხანა ედგა.'' წერდა მიხეილ თუმანიშვილი.
   მისი თანამოაზრეები გახდნენ    მედეა  ჩახავა, სალომე ყანჩელი,ეროსი მანჯგალაძე, გიორგი  გეგეჭკორი,რამაზ  ჩხიკვაძე,გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე,მოგვიანებით მათ ახალგაზრდები და  თვით სერგო   ზაქარიაძე შეუერთდა. მათ სრულიად შეცვალეს თეატრის სახე. ისინი ცდილობდნენ     შეექმნათ  ანსამბლის თეატრი,ნაცვლად პათოსის და გმირულ-რომანტიკულისა; მიშას  თეატრში  ნაწარმოების დედააზრი  ყველა მონაწილეებზე   ნაწილდებოდა.იგი ცდილობდა რაც შეიძლება  ახლოს ყოფილოყო  მსახიობი  მაყურებელთან.ეს იყო ის  რაც მიშა თუმანიშვილმა დაამკვიდრა.
  1949 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა თეატრალურ უნივერსიტეტში.უამრავი საინტერესო და წარმატებული რეჟისორი  აღუზარდა ქართულ თეატრს..მარტო რობერტ სტურუა  და თემურ ჩხეიძის ხსენება არის საკმარისი,თუმცა პედაგოგოსგან განსხვავებიტ რობერტ სტურუამაც თავისი ,საკუთარი ხედვა დაამკვიდრა ქართულ სცენაზე.
  ''სცენის  ფიცარნაგი ყოველთვის, როდესაც მას პარტერიდან ვუახლოვდები,სრულიად განსაკუთრებული   ,არაჩეულებრივი    გრძნობა მეუფლება.ლოყა მივადო,მოვეფერო და არავის დაუთმო.ეს ამაღლებული  ფიცრული იატაკი  იმისთვის არსებობს,რო მასზე ცხოვრება გათამაშდეს''. (მიშა თუმანიშვილი)
   მიშა თუმანიშვილისთვის     თეატრი იყო მთელი ცხოვრება,პირადი ცხოვრებაც. ასეთ    თავდადებას  და თვით  შეწირვას მოითხოვდა ის თავის მოწაფეებისგანაც.
  თეატრალურ ინსტიტუტში  მისივე   მსახიობებითა  და რეჟისორების ექსპერიმენტულ ჯგუფის  ბაზაზე  შეიქმნა   თანამოაზრეთა ჯგუფი ''კინო მსახიობთა ''  თეატრი.
   ''ეხლა ვხვდები, რო ჩემი ცხოვრება   მაინც ორ ნაწილად    გაიყო.ერთი ცხოვრებით  მე რუსთაველის    თეატრში  ვიცხოვრე  და მეორე აქ ''კინომსახიობთა'' თეატრში.   .რუსთაველში ჩემი მუშაობა არ ჰგავს დღევანდელს  ,ალბათ იმიტომ ,რომ იქ ჩემს თაობასთან   ვმუშაობდი,აქ კი   ყველასთვის უფროსი მეგობარი ვარ.და შეიქმნა დაუვიწყარი   სპექტაკლები.  უკანასკნელი წლები დაუთმო ამ პატარა   მაგრამ,ყველასთვის საყვარელ თეატრს.  
 ''ძალიან ცუდია სიბერე  ,ცუდია იმით,რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც  გაქვს  გეგმებიც ,ფიზიკური ძალა   კი აღარ შეგწევს  გააკეთო ის ,რაც გინდა.

 1986  წელს მიხეილ თუმანიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება  მიენიჭა.

  ''გუშინ  სასაფლაოზე ვიყავი და კვლავ ამა სოფლის   წარმავლობაზე  წამომეშალა   ფიქრები;ჩვენ არარაობიდან ვჩნდებით და არარაობაში მივდივართ. დასაწყისი და დასასრული , მათ შუა კი ამაო ფაციფუცი,რისი  გულისთვისაც ვევლინებით ამ ქვეყანას.ისე, კაცმა რომ თქვას,სასაცილოა- მოხვიდე იმისთვის  ,რო წახვიდე!მაგრამ ,მაშინ შენი კვალი უნდა დატოვო!!!''(მიხეილ თუმანიშვილი)
  მან შეძლო ამ კვალის დატოვები , წარუშლელი კვალის თეატრალურ  სამყაროშიც    და იმ ადამიანების გულში  ,ვისთანაც მას შეხება ქონია.
''ვინც  1996   წლის    11 მაისს , უიმისოდ დარჩენილ პატარა ოთახში შევიდა საწერ მაგიდაზე  დაინახა მცირე   ზომის   ქაღალდი   ზედ   წარწერით- 'ჩემი  მესამი წიგნის  სათაური და ბოლო სიტყვები-''ა ხ ლ ა  კ ი   ფ ა რ დ ა !......'(ნათელა ურუშაძე)
    მიხეილ  თუმანიშვილი 1997 წლის  მაისში გარდაიცვალა.........