Loading....
Showing posts with label თათული დოლიძე. Show all posts
Showing posts with label თათული დოლიძე. Show all posts
თათული დოლიძე: "მსახიობის პროფესიაში მთავარია - გულწრფელობა და სიკეთე..."

1972 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა თავისი ოცნება, თქვა რომ უნდოდა სცენიდან მაყურებლისთვის გაეცნო ჩვენი თანამედროვეობის მაღალი ზნეობრივი იდეალის მქონე მშრომელის სიდიადე და ხასიათის სიღრმე... და ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ იქვე დაუმატა: ჩემი აზრით, წარმოუდგენელია გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის გარეშე ეს შეუძლებელი იყო... თათულის ბედმა გაუღიმა: უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე იგი რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დასში მიიწვიეს. ბედმა გაუღიმა მაშინაც, როცა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ როლი შესთავაზა ი.დვორეცკის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლში „უცხო კაცი“. მალე კი მაყურებელმა იხილა მისი ქეთო მ. ჯავახიშვილის „ქალის ტვირთში“, გაიანე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატში“, ადელა გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლში“ და ბოლოს გრუშებ.ბრეხტის „კავკასიურ ცარცის წრეში“. მსახიობის მიერ შექმნილმა გრუშეს სახემ კრიტიკისა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურეს ჩვენს პუბლიკაშიც და ედინბურგის ფესტივალზეც შოტლანდიაში თეატრის გასტროლების დროს. ყველა ამ გმირის სახეში შერწყმულია დრამატიზმი და სულიერი ძალა, ქალური სინაზეც და შემართება. ახალგაზრდა მსახიობის მიერ შექმნილ ყოველ სახეში იგრძნობა დოლიძის ხელოვნების მომხიბლაობა, არტისტიზმი და, რაც მთავარია, უნარი გაუგოს დარბაზს, პარტნიორს...



თათული დოლიძის, როგორც შემოქმედის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს რომ იგი განუწყვეტლივ ხვეწავს თავის ოსტატობას, სულ უფრო ღრმად სწვდება გმირის ფსიქოლოგიას, ეუფლება სახის განხორციელებისა და მისი სცენური ხორცშესხმის ახალ ხერხებს, გრძნობს მხატვრული სტილს, კარგად ერკვევა პიესის სტრუქტურაში და ზუსტად ადგენს თავისი პერსონაჟის ადგილს ერთიან დრამატურგიულ მთლიანობაში.
თათული დოლიძის მეტყველებასა და პლასტიკურობაში, განცდათა უშუალობასა და შემოქმედებით ინტენსივობაში მაყურებელი აღიქვამს შესრულებულ სახეს, როგორც ამაღლებულს და განზოგადებულს. ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ სრულქმნამდე და სრულყოფამდე გამოსახა შემოქმედების სინთეზურობაში შერწყმული მხატვრული სახე.


კითხვაზე, თუ რა არის მისი აზრით, მთავარი მსახიობის ხელოვნებაში, თათულიმ უპასუხა - გულწრფელობა და სიკეთე. ისინი აუცილებელია ყოველი ხელოვანისთვის. ჩემი, როგორც მსახიობის მუშაობის და მაშასადამე ცხოვრების მთავარი ამოცანაა მთელი ჩემი შემოქმედებით განვამტკიცო სიკეთის ძალის რწმენა.


რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
  • ადელა (. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი _ . ჩხეიძე),
  • მარინე (. ფანჯიკიძე ,,მეშვიდეცა”, რეჟისორი _ . ქავთარაძე),
  • გაიანე (. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • ნუნუექიმი (. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • თინა (. გაბრიელოვიჩი, . რაიზმანი ,,ჩვენი თანამედროვე”, რეჟისორები _ . სტურუა, . ხატისკაცი),
  • ქეთევან ახატნელი (. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი _ . ჩხეიძე),
  • გრუშე (. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • ანო (. ჭილაძე ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • ნატაშა (. შატროვი ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • გონერილი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი _ . სტურუა),
  • დარეჯანი (. ჭავჭავაძე ,,კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები _ . სტურუა, . ენუქიძე),
  • ირინეკვაშალი (. ბუღაძე ,,სულიერი არსებები”, რეჟისორი _ . საყვარელიძე),
  • ალისა (. დიურენმატივთამაშობთ სტრინდბერგს”, რეჟისორები _ . სტურუა, . ენუქიძე),
  • გალილეო გალილეი (,,ვარდნილი სხეულები”, ავტორი და რეჟისორი _ . ლივაი)
  • მონაწილეა სპექტაკლისაასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორირობერტს ტურუა)
  • თეატრალურ სარდაფში: ჰერტრუდა (,,ჰამლეტი”).

ჯილდოები:
1981 წელი - საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
1999 წელი - საქართველოს სახელმწიფო პრემია.



























(მასალები დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში)

| თაკო მელიქიშვილი|
თათული დოლიძე
                                                                                                                         |ნუცა კობაიძე|   
     (მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)                                  
ბედნიერებაა... (ლალი ბურბუთაშვილი)
ბედნიერებაა როცა ქალი ლამაზია და უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა ამ ლამაზ ადამიანში ულამაზეს სულს აღმოაჩენ... როცა ეს ქალბატონი ნიჭიერიც აღმოჩნდება და შრომისმოყვარეც... როცა დიდი და კარგი ოჯახის შთამომავალი ხარ... როცა რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ და მოგეცემა შესაძლებლობა მთავარი როლები ითამაშო რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში... როცა საუკუნის სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ გრუშეს ითამაშებ...
როცა შეგიძლია ულამაზესმა ქალბატონმა ითამაშო რობერტ სტურუას „კაცია-ადამიანში?!“ - დარეჯანი და გააკვირვო საზოგადოება... როცა შენი მეგზური ცხოვრებაში და პარტნიორი სცენაზე მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნება - ჟანრი ლოლაშვილია... როცა უკან მოხედვა არ შეგრცხვება, ღირსეულად გაუძლებ თეატრის „დამანგრეველ ქარტეხილებს“ და შეინარჩუნებ ბავშვურ მომხიბვლელობას, რომანტიკულობასა და არ დაკარგავ ახლის ძიების უნარსა და სურვილს...