1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი )საძირკველი ჩაეყარა''არტისტულ საზოგადოების სახლს'' (შემდგომ რუსთაველის თეატრს ). 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ''ივერია'' იუწყებოდა-''6 თებერვალს ნაშუადღევს,2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ''საარტისტო საზოგადოებისა'' . ამავე წლის 5 მარტს წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარელის ''ხანუმა''.
ქართული დრამის თეატრს რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.
პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ''რას ვეძებდი,და რა ვიპოვე''(რეჟისორი გ.თუმანიშვილი ).
რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი 1922-1926 წლები.
სანდრო ახმეტელი 1926-1935წელი.
მიშა თუმანიშვილი 1969-1969წელი.
დოდო ალექსიძე. თემურ ჩხეიძე. თაობები იცვლებოდა ,ზოგჯერ მშვიდათ და ხშირად ამ ჩანაცვლებას დიდი ტკივილიც ახლდა.ეს თეატრი დიდ ისტორიას ატარებს, ადამიანურ ისტორიებსაც ,თავისი წარმატებებით თუ დამარცხებით. ამ სცენაზე მოღვაწეობდა მსახიობთა მთელი პლიადა,რომელთაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ქართულ სცენაზე.
ყველა რეჟისორი თავისი ხელწერით მოდიოდა.,და ქმნიდა თავის თეატრს,რეჟისორ
მიხეილ თუმანიშვილმა შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი ,რომელიც ქართულ თეატრმა, ''შვიდკაცას სახელით გაიცნო''.მის სახელს უკავშირდება თეატრის მცირე სცენის გახსნაც სპეკტაკლით ''ჭინჭრაქა''. (1964 წელი )
60-იანელთა თაობამ (რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე,გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია)
განსხვავებული ხედვა შემოიტანეს, გიზო ჟორდანიას კლასის კურსდამთავრებულებმა ახალი სიცოცხლე ჩაბერეს მცირე სცენას და გაცოცხლადა ანა ფრანკი(1987),სამანიშვილის დედინაცვალი(1987),ამაღამ მგონი იქნება ქარი (1987 ),ჰამლეტი (1991) ეს იყო დამოუკიდებელი დასი ,რომელსაც თავისი მუდმივი მაყურებელი გაუჩნდა.
1979 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა რობერტ სტურუა, და დაიბადა სრულიად განსხვავებული სტურუას თეატრი,რომელიც დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას.
დაიწყო საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რუსთაველის თეატრისთვის.
რეჟისორის და მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის ტანდემმა შედევრები აჩუქა ქართველ მაყურებელს და არა მარტო ქართველ მაყურებელს , მისმა სპექტაკლებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა რუსთაველის თეატრს.
ეს თეატრი ასოცირდება დღესასწაულთან,მისი შენობა,შიდა გარემო ,დარბაზი,ყველაფერი ერთად.სცენაზე მუდამ სასწაულს ვერ ნახავ ,ყველა წარმოდგენა ერთნაირად მაღალი დონის ვერ იქნება,თუმცა რუსთაველი თეატრიდან გამოსულს მაინც მოგყვება აუხსნელი ემოცია,1964 წელს''ჭინჭრაქას'' პრემიერიდან რო გამომყვა,.
ეს ენერგია აქვს ამ თეტრს.რომელიც იმ დიდმა ადამიანებმა დატოვეს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია. დღეს ამას აგრძელებს დიდი რობერტ სტურუა ,რომლის ყველა ნამუშევარს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მუდამ ელიან და არა მარტო თაყვანისმცემლები.
სეზონი სეზონს ცვლის.თაობები თაობებს რუსთაველის გამზირზე დგას დიდი ისტორიის თეატრი,რომელმაც წელს 1 4 3 სეზონი გახსნა.