|ნუცა კობაიძე|
(გ.მეგრელიძე - „თბილისი“ N39. 15/II-1978წ. - მასალები რუსთაველის თეატრის მუზეუმიდან)
თეატრალურ ხელოვნებაში იშვიათია შემთხვევა, როცა წარმოდგენა დადგმის დღიდან წლების მანძილზე არ ხუნდება, მისი მონუმენტურობა და სიდიადე თაობებს გადაეცემა. ასეთია ბ.ლავრენიევის „რღვევა“. რუსთაველის თეატრში იგი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, სამმა თაობამ აღადგინა.

![]() |
გაშავებულ ადგილზე იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც დახვრიტეს. ![]() |
ხუთი ათეული წლის წინათ - 1928 წლის თებერვალში „რღვევის“ ახმეტელისეულმა დადგმამ ტრადიციაც შექმნა ქართულ თეატრში. კერძოდ, საბოლოოდ დაამკვიდრა ახალი ჰეროიკულ-რომანტიკული სტილი, ხელი შეუწყო ს.ახმეტელის მიზნის განხორციელებას - შექმნა შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული თეატრი. წარმოდგენა გამოირჩეოდა იშვიათი რიტმით, ტემპერამენტით, ხასიათების მკვეთრი პლასტიკური მონახაზებითა და მონუმენტურობით. საინტერესო სიახლე იყო დადგმის ერთ-ერთ მთავარ გმირად მასის წამოწევა. რეჟისორი შეეცადა მეტი სიძლიერითა და ხაზგასმით გამოეჩინა მასის ცხოვრებისეული სიმართლე და ბერსენევების ოჯახის მეშჩანური მყუდროების განწირულობა.