Loading....

Latest Posts


 




















1923 წლის 23 თებერვალს დაიბადა ყველასათვის საყვარელი მსახიობი გოგი გეგეჭკორი. 

         სკოლის დამთავრების თანავე  შოთა რუსთაველის  სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.1944 წლიდან რუსთაველის თეატრში მივიდა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. ასევე აქტიურად იყო დაკავებული რადიოში და ტელევიზიაში.

       გოგი გეგეჭკორის მიერ გაცოცხლებული პერსონაჟების ჩამონათვალე, კონოში თუ თეატრში, საკმაოდ დიდია და მათი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

      


მსახიობს უზომო პოპულარობა მოუტანა დადგმამ ''ბედი მგოსნისა''სადაც მან  ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი შეასრულა.მსახიობმა უმარავი თაყვანისმცემელი გაიჩინა და მათგან აუარებელ წერილებს იღებდა.თითქმის 300-ჯერ  დაიდგა სცენაზე სპექტაკლი,რომელიც მუდამ ანშლაგით მიდიოდა.




გოგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა საოცარი  შრომისმოყვარეობით და ამას ემატებოდა ბუნებისგან მინიჭებული ნიჭიერებაც . მან გაიარა ტოვსტონოგოვის სკოლა,ხოლო შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის,  და მისი თეატრალური ესტეტიკის მსახიობი იყო. ''თუ გიყვართ თქვენ სიცილი,გინდათ გულიანად იცინოთ,თუ გსურთ დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით,მაშინ დაუყოვნებლად შეეცადეთ,იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე''ამბავი სიყვარულისა'' და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი,რომელიც ამ სპექტაკლში ასრულებს ექვთიმე ქათამაძის როლს.''-წერდა მიხეილ  თუმანიშვილი.



    მას მისი მეგობრები იხსენებდნენ,როგორც საუკეთესო პარტნიორს.იგი საინტერესო იყო რეჟისორისთვისაც,რადგან სულ მუდამ ახალი წინადადებებით მიდიოდა რეპეტიციებზე.  იყო მრავალფეროვანი,დაუზარელი.ამიტომაც ბოლო წლებში აბსოლიტურად ორგანულად ჩაჯდა  ,სრულიად განსხვავებულ, სტურუასეულ  სპექტაკლებში.





''ახლა ვფიქრობ დ ჩემს თავს ვეკითხები,როგორ გაიარე ცხოვრება,რა დატოვე და რით მიდიხარ იქ.იმ ქვეყნად? ჩემ თავს რო ვუსაყვედურო,მართალი არ ვიქნები!რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, მე არ დამიზოგია არც დრო და არც თავი.მე არც შეურაცხოფა მიმიყენებია დამიანისთვის,არც მიჩხუბია-არასდროს!ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს,მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემ პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა- ამ მხრივ  ბედნიერი კაცი ვარ'' (გოგი გეგეჭკორი 2000 წლის ინტერვიუ)

      

გოგი გეგეჭკორი 2023 წლის 23 თებერვალს 100 წლის გახდებოდა.


     


  1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი )საძირკველი ჩაეყარა''არტისტულ საზოგადოების სახლს'' (შემდგომ რუსთაველის თეატრს ). 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ''ივერია'' იუწყებოდა-''6 თებერვალს ნაშუადღევს,2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ''საარტისტო საზოგადოებისა'' . ამავე წლის 5 მარტს წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარელის  ''ხანუმა''.
     
     ქართული დრამის თეატრს რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ''რას ვეძებდი,და რა ვიპოვე''(რეჟისორი გ.თუმანიშვილი ).        


                                                    




რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი 1922-1926 წლები.
   სანდრო ახმეტელი 1926-1935წელი.
    
მიშა თუმანიშვილი 1969-1969წელი.
      დოდო ალექსიძე. თემურ ჩხეიძე. თაობები იცვლებოდა ,ზოგჯერ მშვიდათ და ხშირად ამ ჩანაცვლებას დიდი ტკივილიც ახლდა.ეს თეატრი დიდ ისტორიას ატარებს, ადამიანურ ისტორიებსაც ,თავისი წარმატებებით თუ დამარცხებით. ამ სცენაზე მოღვაწეობდა მსახიობთა მთელი პლიადა,რომელთაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ქართულ სცენაზე.

ყველა რეჟისორი თავისი ხელწერით მოდიოდა.,და ქმნიდა თავის თეატრს,რეჟისორ 

მიხეილ თუმანიშვილმა შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი ,რომელიც ქართულ თეატრმა, ''შვიდკაცას სახელით გაიცნო''.მის სახელს უკავშირდება თეატრის მცირე სცენის გახსნაც სპეკტაკლით ''ჭინჭრაქა''. (1964 წელი )
  




60-იანელთა თაობამ (რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე,გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია)    
    
განსხვავებული ხედვა შემოიტანეს, გიზო ჟორდანიას კლასის კურსდამთავრებულებმა ახალი სიცოცხლე ჩაბერეს მცირე სცენას და გაცოცხლადა ანა ფრანკი(1987),სამანიშვილის დედინაცვალი(1987),ამაღამ მგონი იქნება ქარი (1987 ),ჰამლეტი (1991)  ეს იყო დამოუკიდებელი დასი ,რომელსაც თავისი მუდმივი მაყურებელი გაუჩნდა.


 1979 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა რობერტ სტურუა, და დაიბადა სრულიად განსხვავებული სტურუას თეატრი,რომელიც დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას.























  დაიწყო საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რუსთაველის თეატრისთვის.
 რეჟისორის და მსახიობ  რამაზ ჩხიკვაძის ტანდემმა შედევრები აჩუქა ქართველ მაყურებელს და არა მარტო ქართველ მაყურებელს , მისმა სპექტაკლებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა რუსთაველის თეატრს.

    
ეს თეატრი ასოცირდება დღესასწაულთან,მისი შენობა,შიდა გარემო ,დარბაზი,ყველაფერი ერთად.სცენაზე მუდამ სასწაულს ვერ ნახავ ,ყველა წარმოდგენა ერთნაირად მაღალი დონის ვერ იქნება,თუმცა რუსთაველი თეატრიდან გამოსულს მაინც მოგყვება  აუხსნელი ემოცია,1964 წელს''ჭინჭრაქას'' პრემიერიდან რო გამომყვა,.
 ეს ენერგია აქვს ამ თეტრს.რომელიც იმ  დიდმა ადამიანებმა დატოვეს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია.  დღეს ამას აგრძელებს დიდი რობერტ სტურუა ,რომლის ყველა ნამუშევარს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მუდამ ელიან და არა მარტო თაყვანისმცემლები.                                    








       

                                                                                        






სეზონი სეზონს ცვლის.თაობები თაობებს რუსთაველის  გამზირზე დგას დიდი ისტორიის თეატრი,რომელმაც წელს 1 4 3 სეზონი გახსნა.

                                                                      

























კახი კავსაძე

  როცა ცნობადი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან ,მათზე დაწერილი წერილი თუ მოგონება თითქოს ყველა ერთმანეთს გავს. მხოლოდ საქებარი სიტყვები,მხოლოდ დადებითი მოგონებები.გამონათქვამიც ხო არსებობს''წასულ კაცზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს''.თუმცა  ეს ის შემთხვევაა,როცა თავიდან ბოლომდე გულწრფელი ხარ შენს თავთან როცა წერ კაცზე, რომელიც საოცრად დააკლდა ქალაქს. 

  კახი კავსაძე დაიბადა თბილისში 1935 წლის 5 ივნისს.შემდეგ მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ტყიბულში.გამოჩენილი ქართველი ლოტბარის დავით კავსაძის  შვილი გახლდათ.მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კავსაძე 1946 წელს ,როგორც სამშობლოს მოღალატე გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში,  სადაც გარდაიცვალა.

  კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინსტიტუტი და მას მერე რუსთაველის თეატრის ერთგული ჯარისკაცი გახდა.



 ბევრ  სიხარულთან, მრავალ წარმატებასთან ერთად ცხოვრებამ სევდა და ტკივილიც  უბოძა.მაინც არასდროს  დაუკარგავს სიყვარულის უნარი და სიკეთე თვალებში .ასეთად დარჩა ბოლომდე და ხალხის უზომო სიყვარულიც თან გაიყოლა.



ერთგული თავის საქმის, ერთგული მეგობარი , ერთგული საყვარელი  ქალის მიმართ , რომელსაც ბელა მირიანიშვილი ერქვა.უნიჭიერესი ქალბატონი, რომელმაც ბევრი საინტერესო სახე შექმნა ქართული თეატრის სცენაზე,  ქართულ კინოშიც დატოვა დაუვიწყარი სახეები.თუმცა ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან. ბელას და კახის სიყვარულზე ბევრი დაწერილა, თვითონაც ბევრჯერ უსაუბრია.


 ''54 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან ,მაშინ 57 წლის ვიყავი ,მას მერე ცალხელა დავდივარ,არა მთლიანი არამედ ნახევარი''-წერდა კახი კავსაძე.
.


სიცოცხლის ბოლომდე ,სანამ ჯამრთელობა ხელს უწყობდა სცენაზე იდგა.მისი გაცოცხლებული პერსონაჟების ჩამოთვლა   სცენაზე თუ ეკრანზე  შორს წაგვიყვანს, .ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრში  შექმნილი სახეები.

მის მიერ გამოძერწილი გმირთა პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია.მაყურებელს კი ყველა ახსოვს,ის თავს გამახსოვრებდა თავისი ინდივიდუალობით.



ბევრი ადამიანი გავიდა ამ ქვეყნიდან. მისი თანამოაზრეები ,პარტნიორები ,მეგობრები ვისთან ერთადაც გაატარა მთელი ცხოვრება ,მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ბოლოს მისთვის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება გახდა, რომელიც მისი საუკეთესო წლების და შემდგომ მთელი ცხოვრების ნაწილი იყო.

.

 ხშირად მიფიქრია რა ადამიანების გვერდით ვიცხოვრეთ ჩვენმა თაობამ,ნიჭიერების დღესასწაული იყო ყოველი მათგანი,მუსიკაში,მხატვრობაში,კინოში ,ყველამ საოცარი კვალი დატოვა. ჩვენ კი თანაზიარნი ვიყავით ამ ყველაფრის,ახლა მხოლოდ ფირზე და ფოტოებზე დარჩა ეს ყველაფერი.
      
                                                    


რობერტ სტურუას სპექტაკლში ''მერე რა რომ სველია  სველი იასამანი'' (დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი )კახი კავსაძის პერსონაჟი ამბობს ''რა  მინდა რა იმ ნანატრ საქართველოში,იქნებ აქაც გამოვადგე ვინმეს ან რამეს''-გამოადგა ვინმესაც და რამესაც.საოცარი მამა და ბაბუა,სულით ხორცამდე ქართველი,მის საქმეზე უზომოდ  შეყვარებული.და საერთოდ კაცი რომელიც სიყვარულით დადიოდა.



რეჟისორმა  ნანა ჯანელიძემ კახი კავსაძის   ძალიან კარგი პორტრეტი შექმნა თავისი ფილმით  .ბოლოს კი კითხვაც ისმის''ნეტავ იქ თეატრი არის?''-არის ბატონო კახი,ეხლა უკვე იმ ზეციურ საქართველოში.

     კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.









'' მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, ,უბრალოდ ვცდილობდი ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა,ძალიან მიყვარდა ცეკვა,ყოველთვის ვცეკვავდი,გინახავთ იპოდრომზე ცხენი რო გამოყავთ რა გრაციოზულად,ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე.მინდოდა ყველაფერი კარგად,მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს გამომდიოდა კიდეც.ამიტომ ამბობდნენ ალბათ ჩემზე ლამაზია''-წერდა მარინე თბილელი.

თუმცა ვისაც ის ერთხელ მაინც ქუჩაში მიმავალი უნახავს ძნელია დაეთანხმო მის მოსაზრებას,მოდიოდა და თითქოს ქუჩა მოქონდა ,საოცარად მომხიბლვლელი და ლამაზი,წარმოუდგენელი იყო არ შეგემჩნია.

    მარინე თბილელი 1920 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ თელავში.''  თბილელი მისი ფსევდომინი იყო,რომელიც აკაკი ვასაძემ  უსახსოვრა და ის ამ ფსევდონიმით შევიდა ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში.

                                      

             

    1940 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი ,სადაც  მალიკო მრევლიშვილის და დოდო ალექსიძის კურსზე  ჩაირიცხა.  ინსტიტუსის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში მივიდა.მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პატარა როლებს,მაგრამ  მისვლიდან ოთხი წლის შემდეგ იგი თეატრს ჩამოაშორეს.

            ''უმუშევარი დავრჩი .ომის წლები, არც ჯამაგირი,არც პურის წიგნაკი,პატარა ბავშვი და მოხუცი დედა.უთეატრობას მტკივნეულად  განვიცდიდი,''-წერდა მსახიობი. 

1944 წელს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია  ( აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსი ) ,რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩა მარინე თბილელი და მიიწვია სოხუმის თეატრში,სადაც ორი წელი იმუშავა.იქ მოღვაწეობის პერიოდში შვიდი როლი ითამაშა.1946 წელს კი თბილისში დაბრუნდა.                                                                  

          


1946-1974 წლებში თბილელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწობდა და ბევრი საინტერესო და დაუვიწყარი სახე შექმნა.

მარინე თბილელი გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით და ჭეშმარიტი არტისტიზმით..  ამ არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალბატონს მაინდამაინც არ წყალობდა ქართული კინო ,თუმცა რამდენიმე დაუვიწყარი სახე მაინც შემორჩა ეკრანს.



.

 ის იღბლიან მსახიობად თვლიდა თავს.მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთმა მოთხოვნადმა არტისტმა 1974  წელს დატოვა თეატრი და დაუბრუნდა თავის საყვარელ რუსთაველის თეატრს და საოცრად ორგანულად ჩაეწერა სტურუას თეატრის სტილისტიკაში.ის რისკიანი მსახიობი იყო და არასდროს აშინებდა ახლის ძიება.

რუსთაველის თეატრში ''კავკასიური ცარცის წრით'' დაბრუნდა სპექტაკლი დღესასწაულით, რომელიც მრავალი სეზონი  არ ჩამოსული თეატრის სცენიდან.





რობერტ სტურუას'' რიჩარდ III'' -ში მის მიერ შექმნილი სახე იორკის ჰერცოგინა (რიჩარდის დედა ).სადაც კიდევ ერთხელ სრულად გამოჩდა თბილელის  სამსახიობო შესაძლებლობები.  საოცარი შტრიხებით და ფერებით გამოძერწა სახე.  

 ინტერვიუებში  ხშირად ამბობდა რო''ეშინოდა სიბერის და სცენის მიტოვების'' 
მარინა თბილელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 ამ ნიჭიერ , ლამაზ ქალბატონს 25ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.
    
                             
                                         


     ძალიან პატარა ვიყავი,ოთხი წლის , პირველად თეატრში რო მოვხვდი.დღემდე გამომყვა ის ემოცია .რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი უზომოდ დიდი მომეჩვენა.''ჭინჭრაქას პრემირა'' 1963 წელი .  ჩემი პირველი თეატრალური შთაბეჭდილება,  ეს დამოკიდებულება ამ საოცარი სამყაროს მიმართ დღემდე არ გამნელებია,მიუხედავად იმისა რომ  წლები გავიდა ,ჩემი ცხოვრებაც ისე აეწყო რო ბევრ თეატრში მომიწია მუშაობა,ბევრ რამეს შევეხე, სცენის მიღმაც შევიხედე,ბევრი ურთიერთობები გამოვიარე,  სადღაც უნდა გამქრალიყო განცდა ზღაპრული სამყაროსი,,თუმცა ყოველი მისვლა თეატრში  იმ ხუთი წლის ბავშვის ემოციას აღვიძებს ჩემში,როცა დედასთან ერთად ხელჩაკიდებული მივედი განათებულ დარბაზში. გააფართოებული თვალებით უყურებდი სცენაზე მოსიარულე ზღაპრის გმირებს,  ვერც იმას ვხვდებოდი,რო ჩემს წინ ჩვეულებრივი ადამიანები,ქმნიდნენ ამ პერსონჟებს,  , სპექტაკლის მერე,დედამ შემიყვანე სცენის უკან, ერთმანეთის მიყოლებულ პატარა ოთახებში სადაც უმრავი ხალხი ირეოდა, და რაღაც განსხვავებული სურნელი ტრიალებდა, თვალებით ვეძდებდი ვებერთელა და საყვარელ კეთილ დევს,უცნაური გარეგნობის ქოსიკოს,ლამაზ მზიას....



     






მივხვდი რო ამ ყველაფერს მსახიობები  ქმნიდნენ ,რო სცენაზეც დახატული დეკორაცია..მოხრილი ძლივს მოსიარულე ქოსიკოს,საოცრად ახალგაზრა მსახიობი (რამაზ ჩხიკვაძე)  ძერწავდა,უგრიმოდ დარჩენილი სერგო ზაქარიაძის გაცნობამ საოცარი ემოცია გამოიწვია ჩემში და ეს ემოცია ,არსად არ წასულა.
 






    ეს ემოცია გამახსენდა ეხლა რატომღაც. XXI-ე საუკუნეში მთელ მსოფლიოში გამძვინვარებული პანდემის გამო დაცარიებულმა  დარბაზებმა, უმაყურებლოდ დარჩენილმა სპექტალკებმა,არადა ის კავშირი რაც წარმოდგენის დროს ყალიბდება მსახიობებსა და მაყურებელს შორის ეს არის თეატრი,ეს არის საოცარი შეგრძნება რომელიც გეუფლება ჩაბნებულ დარბაზში მჯდომს..
 მითუმეტს როდესაც რობერტ სტურუას სპეკტაკლზე საუბრობ სადაც სცენის ყველა კუთხე.,მხატვრობა თუ განათება ერთიანობაში გაშლილ სივრცეში უნდა დაინახო,მის სპექტაკლებში ყველაფერს დატვირთვა აქვს სულ უმნიშვნელო პატარა დეტალსა კი.ერთ  მთლიანობაში შერწყმულს.





 მაინც სულ სხვააა მსახიობის სცენაზე ხილვა.ეკრანნზე თითქოს იკარგება ის ემოცია რომელის არტისტის თვალებში იკითხება,ცოცხალია თეატრი და ამიტომაც სულ სხვა ენერგიაა  დარბაზში ყოფნა, ყველაფერთან ერთად სურნელიც სხვ ატრიალებს,სცენიდან მონაბერი სურნელი..



დადუმებული თეატრი ძნელი ასატანია . ტელევიზიამ იტვირთა სპეკტაკლების პირდაპირ ეთერში ჩვენება,მსახიობები უმაყურებლო დარბაზში თამაშობენ,არც ტაშით და ოვაციებით სრულდება წარმოდგენა,რაც ასევე მნიშვნელოვანი ემოცია მსახიობისთვის.

ერთი ტელე-პრემიერა ვიხილეთ იმედის ეთერში ''თამაშის დასასრული'',ნახვაც უმრავი ქონდა და მოწონებაც.

მალე ახალი ემოცია გველოდება, ასევე  რობერტ სტურუას ''ვანო და ნიკო''





კარგია როცა თეატრის  მოყვარულთ საშუალება მიეცა და მიეცემე სპექტაკლების ხილვის ,მაგრამ მაინც დიდი სურვილია ადამიანები თეატრში მივიდნენ.მოთავსდნენ საკუთარ სავარძელში,და ეზიარონ ნამდვილ  ხელოვნებას,  აივსონ ემოციებით,და შთაბეჭდილებებით.

     








არიან მსახიობები,რომლებიც არ არიან განებივრებული მთავარი როლებით.თუმცა მათ  მიერ შექმნილი პერსონაჟები თავს გვამახსოვრებენ.

1973 წლიდან   თეატრალური ინსტიტუტის  დამთავრების  შემდეგ   რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. 50 წელი ემსახურა თავი თეატრს და მის მიერ შექმნილი სახეები მრავალფეროვანია.
  კოტე (ხანუმა),ტატიშჩევი (ივანე მრისხანეს სიკვდილი ),პარისი (რომეო და ჯულეტა ),
ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში ),ამერიკელი ჯარისკაცი (ას ერგასის დღე )  რაშიდა (მეშვიდე ცა )  კოსტა (თავისუფალი თემა)  კორნუოლი(მეფე ლირი )დევინსონი(მარიამ სტუარტი),მეტორმეტი მსაჯული(თორმეტი განრისხებული მამაკაცი)
   
კავკასიურ ცარცის წრეში შექმნილი სახე,სადაც პარტნიორობას გურამ საღარაძეს უწევდა,კარგად დაამახსოვრდა მაყურებელს.ამავე სპექტაკლიში წარმატებით  ითამაშე იოსების როლი.


მისი უდროოდ წასვლა,სინანულს იწვევს.ვანო გოგიტიძე 67 წლი ასაკში  გარდაიცვალა. '