Loading....
|მაკო გოჩაშვილი|


„ბედნიერი ვარ, რომ სტურუას და ჟორდანიას თეატრში ვარ. ყოველთვის ამას ვიტყვი!“ - ამ სიტყვების ავტორი ყველასთვის საყვარელი და ყველასგან გამორჩეული  მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა. 1986 წლიდან რუსთაველის თეატრის დასში მოღვაწე და უამრავი დაუვიწყარი როლის შემქმნელი ნანუკა ხუსკივაძე ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ინდივიდუალობით, სამსახიობო ოსტატობით, პლასტიკით, გამომსახველობითი ხერხებითა და გასაოცარი არტისტიზმით.
მისი სამსახიობო კარიერა 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც 1984 წელს თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის სცენაზე რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ დადგა სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“.  უამრავი სტატია დაიწერა ამ წარმოდგენის შესახებ. ერთ-ერთ მათგანში კი ვკითხულობთ: „სცენაზე პატარა, ლამაზი გოგონა გამორბის. გამორბის კი არა, ქარიშხალივით გამოვარდება. იყოლიებს მთელ დარბაზს, გადასცემს ენერგიის, სიცოცხლის, ხალისის გასაოცარ შეგრძნებას. 1984 წელია. თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრის სცენაზე „ანა ფრანკის დღიური“ მიდის. ეს გოგონა ნანუკა ხუსკივაძეა. უეცრად დრომ მრავალი წლით გადაიწია უკან და უეცრად დაბრუნდა ჩვენი ბავშვობა.“
  თვითონ ნანუკა ხუსკივაძე „ანა ფრანკის დღიურს“ ყოველთვის დიდ ტკივილთან და სიხარულთან აკავშირებს. „მიუხედავად იმისა, რომ ანა ფრანკი არც სხვა როლზე უფრო მეტად მიყვარს და არც ბოლომდე კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევრით, უბრალოდ ის ჩემთვიოს არის პირმშო, პირველი საოცრება.“
სპექტაკლის დადგმიდან სამი წლის შემდეგ გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში ნანუკა ხუსკივაძეს უთქვამს: „მახსოვს პირველ რეპეტიციაზე ფონოგრამა რომ ჩართეს, მანქანების ღრჭიალი, ძაღლების ყეფა, ამ დროს კი კულისებში პიტერი აბრახუნებს. ისე საოცრად განვიცადე, რომ ცრემლებიც კი წამსკდა. რეპეტიციაზე ვიტირე. მე გულით ვტიროდი იქ, სადაც ანას უნდა ეტირა.“
შემდეგ იყო დარიკოს როლი IV კურსელების სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“, ისკრას როლი სადიპლომო სპექტაკლში „ამაღამ მგონი იქნება ქარი...“  თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულკტეტის დასრულ;ების შემდეგ რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მცირე სცენა დაუთმო მთელ ჯგუფს გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სწორედ 1986 წლიდან ნანუკა ხუსკივაძე რუსთაველის თეატრის დასის წევრია.  


          ის არის მსახიობი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რაღაც მოულოდნელს მიაგნოს, რაც მაყურებელზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს. ის არის მსახიობი, რომელიც აფიქრებს მაყურებელს და საკუთარ თავში მაძიებელს ხდის მას. მის მიერ განსახიერებულ უამრავ როლს შორის აღსანიშნავია მარიას როლი რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ.“ მისმა თითოეულმა მოძრაობამ, მიხვრა-მოხვრამ და მიმიკამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში. ნანუკა ხუსკივაძე ამ როლს წლების განმავლობაში ასრულებდა და თითოეული მისი გამოჩენა სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო.
აღსანიშნავია ასევე მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში „კაცია-ადამიანი“ , „ყოფილების სარეცელი“, „მარიამ სტიუარტი“ და ა.შ.
რეჟისორი რობერტ სტურუა მას ახასიათებს:  „ორგანულად ითვისებს როლის ემოციურ განცდასა და მის ინტელექტუალურ გააზრებას. მისთვის უცხოა გულგრილობა და ხალტურა. მსახიობი სისტემატურად მ,აქსიმალური დატვირთვით მუშაობს. მისი გმირები ყოველთვის მკვეთრად გამოხატული პიროვნულობით ხასიათდებიან, აქტიური ცხოვრებისეული პოზიციითა და ზნეობრივი მაქსიმალიზმით გამოირჩევიან.
მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანა ფრანკი, ისკრა, თინათინი, ლენა. განსაკუთრებით  მისი უკანასკნელი ნამუშევარი - ოფელია უილიამ შექსპირის „ჰამლეტში“.  


„პირველი შეგრძნება, რაც ყოველთვის მეუფლება, არის შიში. ნებისმიერ როლზე მუშაობის დაწყებისას, ეს იქნება ეპიზოდური თუ მთავარი როლი, უპირველეს ყოვლისა ჩემში შიში იბადება. ოღონდ შიში „ვერ გაკეთების“ კი არა, არამედ... საოცრად მეშინია, მაგრამ შეშინებული და აკანკალებული მაინც იქ მივძვრები და ვიწყებ რაღაცის „ჩიჩქნას“. 


რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:

ანა (გუდრიჩი და ჰაკეტი “ანა ფრანკის დღიური”, რეჟისორი – ჟორდანია),
დარიკო (კლდიაშვილი “სამანიშვილის დედინაცვალი”, რეჟისორი – ჟორდანია),
ისკრა (ვასილევი „ამაღამ მგონი იქნება ქარი”, რეჟისორი – ჟორდანია),
ლენა (ბიუხნერი “ლეონსი და ლენა”, რეჟისორი – კვასხვაძე),
ოფელია (შექსპირი “ჰამლეტი”, რეჟისორი – ჟორდანია),
ცოლი (ბრეხტი “სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, რეჟისორი – სტურუა),
მარტირიო (გარსია ლორკა “ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – კაპანაძე),
შპრეხმაისტერი (ბიუხნერი “ვოიცეკი”, რეჟისორი – წულაძე),
ეკა (გერში “ეს თავისუფალი პეპლები”, რეჟისორი – მღებრიშვილი),
მაშა (ჩეხოვი “თოლია”, რეჟისორი – ქავთარაძე),
მეგი (“საშობაო სიზმარი”, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვითრეჟისორები – სტურუაწულაძეეგაძე),
დედოფალი ელისაბედი (შილერი “მარიამ სტიუარტი”,  რეჟისორი – კაპანაძე),
ლალი (თაბუკაშვილი “მერე რარომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები – სტურუახინიკაძე),
სმერალდინა (გოცი “ქალი-გველი”,  რეჟისორები – სტურუასაყვარელიძე),
ალტი (ენუქიძე “ქალები ნისლში”, რეჟისორი – ენუქიძე),
ვოგი (ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – სტურუათავაძე)
პამპლა (ჭავჭავაძე “კაცია-ადამიანი?!”, რეჟისორები – სტურუაენუქიძე),
მარია (შექსპირი “შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, რეჟისორი – სტურუა),
ანგელოზიმალენა (ბუღაძე “ჯარისკაცისიყვარულიდაცვის ბიჭი  და. . . პრეზიდენტი”, რეჟისორი - სტურუა),
ნანა (სამსონაძე “ყოფილების სარეცელი”, რეჟისორი – ლიპარტიანი),
რომი (შიმელპფენიგი “ქალი წარსულიდან”, რეჟისორი – ნაცვლიშვილი)
რენეკორდე (“შეშლილი სამყარო”, იუკიო მისიმასა და პიტერ ვაისის მიხედვითრეჟისორი – ლიპარტიანი),


ქორნის ქვრივი (ბარტი “ოლივერ!”, დიკენსის “ოლივერ ტვისტის” მიხედვითრეჟისორი – საყვარელიძე).

Comments/disqusion
No comments