Loading....


'' მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, ,უბრალოდ ვცდილობდი ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა,ძალიან მიყვარდა ცეკვა,ყოველთვის ვცეკვავდი,გინახავთ იპოდრომზე ცხენი რო გამოყავთ რა გრაციოზულად,ამაყად გამოდის თავლიდან? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე.მინდოდა ყველაფერი კარგად,მომხიბვლელად გამომსვლოდა და როგორც ჩანს გამომდიოდა კიდეც.ამიტომ ამბობდნენ ალბათ ჩემზე ლამაზია''-წერდა მარინე თბილელი.

თუმცა ვისაც ის ერთხელ მაინც ქუჩაში მიმავალი უნახავს ძნელია დაეთანხმო მის მოსაზრებას,მოდიოდა და თითქოს ქუჩა მოქონდა ,საოცარად მომხიბლვლელი და ლამაზი,წარმოუდგენელი იყო არ შეგემჩნია.

    მარინე თბილელი 1920 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ თელავში.''  თბილელი მისი ფსევდომინი იყო,რომელიც აკაკი ვასაძემ  უსახსოვრა და ის ამ ფსევდონიმით შევიდა ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში.

                                      

             

    1940 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი ,სადაც  მალიკო მრევლიშვილის და დოდო ალექსიძის კურსზე  ჩაირიცხა.  ინსტიტუსის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში მივიდა.მარინე წარმატებით თამაშობდა მასზე დაკისრებულ მოზრდილ თუ პატარა როლებს,მაგრამ  მისვლიდან ოთხი წლის შემდეგ იგი თეატრს ჩამოაშორეს.

            ''უმუშევარი დავრჩი .ომის წლები, არც ჯამაგირი,არც პურის წიგნაკი,პატარა ბავშვი და მოხუცი დედა.უთეატრობას მტკივნეულად  განვიცდიდი,''-წერდა მსახიობი. 

1944 წელს თბილისში ჩამოვიდა გიორგი გულია  ( აფხაზეთის ხელოვნების სამმართველოს უფროსი ) ,რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩა მარინე თბილელი და მიიწვია სოხუმის თეატრში,სადაც ორი წელი იმუშავა.იქ მოღვაწეობის პერიოდში შვიდი როლი ითამაშა.1946 წელს კი თბილისში დაბრუნდა.                                                                  

          


1946-1974 წლებში თბილელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწობდა და ბევრი საინტერესო და დაუვიწყარი სახე შექმნა.

მარინე თბილელი გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით და ჭეშმარიტი არტისტიზმით..  ამ არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალბატონს მაინდამაინც არ წყალობდა ქართული კინო ,თუმცა რამდენიმე დაუვიწყარი სახე მაინც შემორჩა ეკრანს.



.

 ის იღბლიან მსახიობად თვლიდა თავს.მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთმა მოთხოვნადმა არტისტმა 1974  წელს დატოვა თეატრი და დაუბრუნდა თავის საყვარელ რუსთაველის თეატრს და საოცრად ორგანულად ჩაეწერა სტურუას თეატრის სტილისტიკაში.ის რისკიანი მსახიობი იყო და არასდროს აშინებდა ახლის ძიება.

რუსთაველის თეატრში ''კავკასიური ცარცის წრით'' დაბრუნდა სპექტაკლი დღესასწაულით, რომელიც მრავალი სეზონი  არ ჩამოსული თეატრის სცენიდან.





რობერტ სტურუას'' რიჩარდ III'' -ში მის მიერ შექმნილი სახე იორკის ჰერცოგინა (რიჩარდის დედა ).სადაც კიდევ ერთხელ სრულად გამოჩდა თბილელის  სამსახიობო შესაძლებლობები.  საოცარი შტრიხებით და ფერებით გამოძერწა სახე.  

 ინტერვიუებში  ხშირად ამბობდა რო''ეშინოდა სიბერის და სცენის მიტოვების'' 
მარინა თბილელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 ამ ნიჭიერ , ლამაზ ქალბატონს 25ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.
    
                             
                                         


     ძალიან პატარა ვიყავი,ოთხი წლის , პირველად თეატრში რო მოვხვდი.დღემდე გამომყვა ის ემოცია .რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი უზომოდ დიდი მომეჩვენა.''ჭინჭრაქას პრემირა'' 1963 წელი .  ჩემი პირველი თეატრალური შთაბეჭდილება,  ეს დამოკიდებულება ამ საოცარი სამყაროს მიმართ დღემდე არ გამნელებია,მიუხედავად იმისა რომ  წლები გავიდა ,ჩემი ცხოვრებაც ისე აეწყო რო ბევრ თეატრში მომიწია მუშაობა,ბევრ რამეს შევეხე, სცენის მიღმაც შევიხედე,ბევრი ურთიერთობები გამოვიარე,  სადღაც უნდა გამქრალიყო განცდა ზღაპრული სამყაროსი,,თუმცა ყოველი მისვლა თეატრში  იმ ხუთი წლის ბავშვის ემოციას აღვიძებს ჩემში,როცა დედასთან ერთად ხელჩაკიდებული მივედი განათებულ დარბაზში. გააფართოებული თვალებით უყურებდი სცენაზე მოსიარულე ზღაპრის გმირებს,  ვერც იმას ვხვდებოდი,რო ჩემს წინ ჩვეულებრივი ადამიანები,ქმნიდნენ ამ პერსონჟებს,  , სპექტაკლის მერე,დედამ შემიყვანე სცენის უკან, ერთმანეთის მიყოლებულ პატარა ოთახებში სადაც უმრავი ხალხი ირეოდა, და რაღაც განსხვავებული სურნელი ტრიალებდა, თვალებით ვეძდებდი ვებერთელა და საყვარელ კეთილ დევს,უცნაური გარეგნობის ქოსიკოს,ლამაზ მზიას....



     






მივხვდი რო ამ ყველაფერს მსახიობები  ქმნიდნენ ,რო სცენაზეც დახატული დეკორაცია..მოხრილი ძლივს მოსიარულე ქოსიკოს,საოცრად ახალგაზრა მსახიობი (რამაზ ჩხიკვაძე)  ძერწავდა,უგრიმოდ დარჩენილი სერგო ზაქარიაძის გაცნობამ საოცარი ემოცია გამოიწვია ჩემში და ეს ემოცია ,არსად არ წასულა.
 






    ეს ემოცია გამახსენდა ეხლა რატომღაც. XXI-ე საუკუნეში მთელ მსოფლიოში გამძვინვარებული პანდემის გამო დაცარიებულმა  დარბაზებმა, უმაყურებლოდ დარჩენილმა სპექტალკებმა,არადა ის კავშირი რაც წარმოდგენის დროს ყალიბდება მსახიობებსა და მაყურებელს შორის ეს არის თეატრი,ეს არის საოცარი შეგრძნება რომელიც გეუფლება ჩაბნებულ დარბაზში მჯდომს..
 მითუმეტს როდესაც რობერტ სტურუას სპეკტაკლზე საუბრობ სადაც სცენის ყველა კუთხე.,მხატვრობა თუ განათება ერთიანობაში გაშლილ სივრცეში უნდა დაინახო,მის სპექტაკლებში ყველაფერს დატვირთვა აქვს სულ უმნიშვნელო პატარა დეტალსა კი.ერთ  მთლიანობაში შერწყმულს.





 მაინც სულ სხვააა მსახიობის სცენაზე ხილვა.ეკრანნზე თითქოს იკარგება ის ემოცია რომელის არტისტის თვალებში იკითხება,ცოცხალია თეატრი და ამიტომაც სულ სხვა ენერგიაა  დარბაზში ყოფნა, ყველაფერთან ერთად სურნელიც სხვ ატრიალებს,სცენიდან მონაბერი სურნელი..



დადუმებული თეატრი ძნელი ასატანია . ტელევიზიამ იტვირთა სპეკტაკლების პირდაპირ ეთერში ჩვენება,მსახიობები უმაყურებლო დარბაზში თამაშობენ,არც ტაშით და ოვაციებით სრულდება წარმოდგენა,რაც ასევე მნიშვნელოვანი ემოცია მსახიობისთვის.

ერთი ტელე-პრემიერა ვიხილეთ იმედის ეთერში ''თამაშის დასასრული'',ნახვაც უმრავი ქონდა და მოწონებაც.

მალე ახალი ემოცია გველოდება, ასევე  რობერტ სტურუას ''ვანო და ნიკო''





კარგია როცა თეატრის  მოყვარულთ საშუალება მიეცა და მიეცემე სპექტაკლების ხილვის ,მაგრამ მაინც დიდი სურვილია ადამიანები თეატრში მივიდნენ.მოთავსდნენ საკუთარ სავარძელში,და ეზიარონ ნამდვილ  ხელოვნებას,  აივსონ ემოციებით,და შთაბეჭდილებებით.

     








არიან მსახიობები,რომლებიც არ არიან განებივრებული მთავარი როლებით.თუმცა მათ  მიერ შექმნილი პერსონაჟები თავს გვამახსოვრებენ.

1973 წლიდან   თეატრალური ინსტიტუტის  დამთავრების  შემდეგ   რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. 50 წელი ემსახურა თავი თეატრს და მის მიერ შექმნილი სახეები მრავალფეროვანია.
  კოტე (ხანუმა),ტატიშჩევი (ივანე მრისხანეს სიკვდილი ),პარისი (რომეო და ჯულეტა ),
ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში ),ამერიკელი ჯარისკაცი (ას ერგასის დღე )  რაშიდა (მეშვიდე ცა )  კოსტა (თავისუფალი თემა)  კორნუოლი(მეფე ლირი )დევინსონი(მარიამ სტუარტი),მეტორმეტი მსაჯული(თორმეტი განრისხებული მამაკაცი)
   
კავკასიურ ცარცის წრეში შექმნილი სახე,სადაც პარტნიორობას გურამ საღარაძეს უწევდა,კარგად დაამახსოვრდა მაყურებელს.ამავე სპექტაკლიში წარმატებით  ითამაშე იოსების როლი.


მისი უდროოდ წასვლა,სინანულს იწვევს.ვანო გოგიტიძე 67 წლი ასაკში  გარდაიცვალა. '
  

  ზინა კვერენჩხილაძე 1956 წელს მოვიდა ქართულ თეატრში. ის იყო განსხვავებული თავისი სამსახიობო ესტეტიკით,გამორჩეული  ხმით,ორგინალური , თავისებური სტილის მსახიობი.
''ზინა კვერენჩხილაძე იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნოდა,რომლებსაც არასოდეს მოუთხოვიათ როლი,პატივი,დიდება,სახელი და  აღიარება.შინაგანი წესრიგი,როგორც უკომპრომისო პიროვნების მისი განმსაზღვრელი თვისება იყო.''- საბა მეტრეველი
    მის მიერ შესრულებული  როლების გალერეა მრავალფერონია.-სლავკა (''ფილოსოფიის დოქტორი''),ლელა (''ბახტრიონი''),ლიზი   ( ''წვიმის გამყიდველი'')   ტურა(''ჭინჭრაქა'')  ელიზაბეტ პროქტორი'(''სეილემის პროცესი''),დედა  ('' მზიანი ღამე''),იოკასტე (''ოიდიპოს მეფე''),კლეოპატრა (''ანტონიოსი და კლეოპატრა''),ემილ დიკინსონი(''ამჰერსტის მშვენება'') პონსია ('' ვთამაშობთ ჯინს'')

   კვერენჩხილაძემ შექმნა  ისეთი სახეები,როგორიცა ფედრა (რასინის,,ფედრა'') მედეა(ჟ.ანუის'' მედეა'') ანტიგონე(ჟ.ანუის ანტიგონე). თავად მსახიობი წერდა-''ანტიგონეში
მოხდა  ჩემი .როგორც მსახიობის დაბადებაო.''სწორედ ამ როლს მიუძღვნა მან წიგნი ''ჩემი ანტიგონე''.
1970 წლიდან მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ოსტატობის კათედრაზე,რეჟისორის თანაშემწედ.1974 წლიდან მეტყველების კათედრის პედაგოგი გახდა.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ლიტერატურისადმი,პოეზიისადმი და არა ერთი  მხატვრული კითხვის საღამო აჩუქა მაყურებელს.

1990 წელს მისი ინციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი-სტუდია''ქვემო ქართლი'.'
'' ცხოვრების ბოლო  პერიოდში თუკი თეატრიდან თავისუფალი დრო ექნებოდა,გული მცხეთის წმინდა ნინოს  სამთავროს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა, იქ იპოვა შვება და სავანე. თითქმის მორჩილებაში იმყოფებოდა''- საბა მეტრეველი..
ზინა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქალი მსახიობია,რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა.

























როცა მიდიან  ადამიანები,სულ ცდილობ საქებარი,  ამაღლებული სიტყვებით დაახასიათო, ყველაფერი  კარგი და პოზიტიური მოიგონო,მაგრამ   რამაზ ჩხიკვაძის  გახსენება სხვაგვარად შეუძლებელია.
  მსახიობი,რომელიც აღიარა მსოფლიომ . დაუვიწყარი სახეები დარჩა კინოფირზე. გარდაიცვლება ადამიანი  და მერე ხვდები  მის სიდიადეს, მისი ნიჭის მაშტაბს. თუმცა მან სიცოცხლეშივე  შეძლო  მაყურებლის აღიარებისა და სიყვარულის მოპოვება.
 მისი  თანამედროვენი ბევრჯერ გავხდით   თეატრალური დღესასწაულის  მომსწრენი, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძე მისი შემოქმედებით გვანიჭებდა. კინოში შექმნილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  ხასიათის  სახეები....  ეს იყო ნიჭის დღესასწაული. ნიჭის რომელიც თითქოს ამოუწურავი და .. ულევი იყო მასში.
 რამაზ ჩხიკვაძის წასვლით რაღაც დასრულდა   და'' რუსთაველის თეატრის'' ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა.

                                       









რამაზ ჩხიკვაძე
 2011 წლის
17 ოქტომბერს
 
83 წლის ასაკში
 გარდაიცვალა.


       

როცა მიდიან დიდი ადამიანები,არ იცი რა თქვა, რა დაწერო ან კი ღირს რამის თქმა. იმდენად მაშტაბურია  მისი სამყარო    .ყველა  ფრაზა ბანალური  მეჩვენება,ვერ პოულობ თითქოს სიტყვას,რომელიც ამ ადამიანის წასვლით შექმნილ სიცარიელეს ზუსტად გამოხატავს.
     გია ყანჩელი განუმეორებელი შემოქმედებით ,მისი მუსიკალური სამყაროთი, საოცრად მაშტაბური,ყველგან იყო.თეატრში,კინოში,მის კლასიკურ მუსიკას უსმენდაა მსოფლიო.
 რაღაც დამთავრდა თითქოს.კიდევ ერთი დიდი შემოქმედი წავიდა და დატოვააა განუმეორებელი  მუსიკალური საგანძური.
     როგორც თვითონ ამბობდა ''თუ 50 წლის მერე  შესრულდება ჩემი ნაწარმოებები და მოუსმენენ ჩემს მუსიკას მისია შესრულებული მქონია'' -გია ყანჩელი
   შ ე ს რ უ ლ დ ე ბ ა -    თაობიდან თაობაში  გადავა ეს მუსიკალური ბგერები.  სულ იქნება
და არასოდეს დამთავრდება   გ ი ა    ყ ა ნ ჩ ე ლ ი
რ ო ბ ე რ ტ   ს ტ უ რ უ ა-რა უნდა დაწერო ახალი ადამიანზე,რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად.მასზე,როგორც შემოქმედზე ბევრი თქმულა. მისი შემოქმედება მუდმივად ხდება განსჯის საგანი.ის შესულია თეატრის ისტორიაში და აღიარებულია,როგორც დიდი მაშტაბის ხელოვანი.


 1963 წლიდან, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს რუსთაველის თეატრში.
  ''პირველ პერიოდს დავარქვათ,რომ ეს უფრო იყო  სწავლა.მე არ ვიცოდი რა მინდოდა თეატრში,რა უნდა მეთქვა,
მქონდა თუ არა სათქმელი. ამხელა თეატრში რო დგამ სპექტაკლს,ასე უბრალოდ    სპექტაკლს ხო არ დგამ.რაღაცას ეუბნები ადამიანებს. 1972 წლისთვის უკვე რაღაცას თითქოს მივხვდი,უფრო ძლიერად მივხვდი ,როცა დავდგი ''ყვარყვარე''.
 იქიდან დაიწყო მეორე დიდი პერიოდი.''    წერდა რობერტ სტურუა.(დ.მუმლაძე''ნადირობა გოდოზე'')


(  მიშა  თუმანიშვილი, რობერტ   სტურუა, თემურ    ჩხეიძე )
   
ეს პერიოდი კი იყო საოცარი ხანა რუსთაველის თეატრისთვის . .სტურუას    ყოველი ახალი  წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული ნამუშევარი ყოველთვის  მოვლენა იყო და არის. ზუსტად იცი ,რომ შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსე გამოხვალ თეატრიდან. მისი შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს   ითვლის.როგორც თვითონ აღნიშნავს ინტერვიუში 70-იანი   წლებიდან იწყება  სტურუასეული ახალი თეატრალური ესთეტიკის დამკვიდრება ქართულ სცენაზე.











           ( გია ყანჩელი,    რობერტ სტურუა )

''მე ვარ რეჟისორი,რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი.მე მასში თავს  ყველაზე კარგად ვგრძნობ.ეს გახლავთ ტრაგიკომედია,  ტრაგიკული ფარსი,ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა''-რობერ სტურუა. (დ.მუმლაძე  ''ნადირობა  გოდოზე'')
    ''ყველა მის დადგმაში კარგად ჩანს მისი მოქალაქეობრივი  პოზიცია,მისი მისწრაფება,როგორც პიროვნებისა და როგორც რეჟისორის,გამოიკვლიოს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი,პიროვნების თავისუფლების ასპექტები.პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება,სახელმწიფოს ტირანული მმართველობის წინააღმდეგობანი,სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე აკეთებდა კლასიკურ ნაწარმოებთა თავისებურ,შეიძლება,საკამათო   ინტერპრეტაციებსაც კი.რობერტ სტურუა ზოგჯერ მარცხდებოდა, ზოგჯერ იმარჯვებდა,მაგრამ არასოდეს არ ღალატობდა თავის მრწამს.იგი ყოველ დადგმაში  ''ხანუმადან'  მოყოლებული,  ეძიებდა და ცდილობდა წარმოეჩინა ახლებური რეჟისორული სტილისტიკა.,შეექმნა  მისთვის დამახასიათებელი სათეატრო ენა''  (მაკა ვასაძე ''რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა'').
 გაჩნდა შემოქმედებითი ტანდემი რამაზ ჩხიკვაძე,გია ყანჩელი. გოგი ალექსი-მესხიშვილი,მირიან შველიძე და დაიბადა სრულიად ახალი,განსხვავებული სტურუას თეატრი.  თითქმის ყველა ფესტივალზე წარსდგა მისი სპეკტაკლებით და მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა არგენტინაში,ავსტრალიაში,პოლონეთში,საფრანგეთში.სტურუამ გააცნო ქართული თეატრი  მექსიკას, ედინბურგს, ლონდონს,იერუსალიმს რომს, დუსელდორფს .
შექსპირის პიესები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგა. ლონდონის ''რივერსაიდ სტუდიაში დადგმული ''ჰამლეტი''ალან რიკმანის მონაწილეობით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ,50 წლის განმავლობაში    შექმნილ   10 საუკეთესო სპექტაკლებს შორის დაასახელა. ''კავკასიური ცარცის წრე'' XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულში შევიდა''

 
                                           
''ყველაფერს ირონიულად  ვუყურებ. იცით ირონია  მეხმარება, თუ ადამიანი პირველ ყოვლისა საკუთარ თავს არ უყურებს  ირონიულად,მაშინ შენში ნელ- ნელა ლპება ის მთავარი ,რომლის  გარშემოც მოძრაობს შენი სული და შენი პიროვნება. ასე რომ,ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? გულწრფელად  რო გიპასუხოთ ვარ''- რობერტ სტურუა

 
   
 
დღეს რობერტ სტურუა იუბილარია...მაყურებელი კვლავ ელოდება მისგან  თეატრალურ  დღეასასწაულს.''აბა რა გითხრათ! მე ბედისწერას ვუთხარი.; ლამაზი ქალი ხარ! შენ მოგყვები ,სადაც გინდა იქით წამიყვანე   და მგონი ცუდ ადგილას არ მიმიყვანა,ბედისწერისთვის ბრძოლა არ გამომიცხადებია მე მას მივენდე ,რადგან ბედისწერის მჯერა''. - როებრტ სტურუა''

     
             31 ივლისი - რეჟისორი რობერტ სტურუა 81 წლის გახდა. ის აქ ცხოვრობს,ჩვენს გვერდით,ადამიანი რომელმაც სრულიად ახალი განსხვავებული თეატრალური სამყარო შექმნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ემოცია აჩუქა ქართველ მაყურებელს.