Loading....

არიან მსახიობები,რომლებიც არ არიან განებივრებული მთავარი როლებით.თუმცა მათ  მიერ შექმნილი პერსონაჟები თავს გვამახსოვრებენ.

1973 წლიდან   თეატრალური ინსტიტუტის  დამთავრების  შემდეგ   რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. 50 წელი ემსახურა თავი თეატრს და მის მიერ შექმნილი სახეები მრავალფეროვანია.
  კოტე (ხანუმა),ტატიშჩევი (ივანე მრისხანეს სიკვდილი ),პარისი (რომეო და ჯულეტა ),
ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში ),ამერიკელი ჯარისკაცი (ას ერგასის დღე )  რაშიდა (მეშვიდე ცა )  კოსტა (თავისუფალი თემა)  კორნუოლი(მეფე ლირი )დევინსონი(მარიამ სტუარტი),მეტორმეტი მსაჯული(თორმეტი განრისხებული მამაკაცი)
   
კავკასიურ ცარცის წრეში შექმნილი სახე,სადაც პარტნიორობას გურამ საღარაძეს უწევდა,კარგად დაამახსოვრდა მაყურებელს.ამავე სპექტაკლიში წარმატებით  ითამაშე იოსების როლი.


მისი უდროოდ წასვლა,სინანულს იწვევს.ვანო გოგიტიძე 67 წლი ასაკში  გარდაიცვალა. '
  

  ზინა კვერენჩხილაძე 1956 წელს მოვიდა ქართულ თეატრში. ის იყო განსხვავებული თავისი სამსახიობო ესტეტიკით,გამორჩეული  ხმით,ორგინალური , თავისებური სტილის მსახიობი.
''ზინა კვერენჩხილაძე იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნოდა,რომლებსაც არასოდეს მოუთხოვიათ როლი,პატივი,დიდება,სახელი და  აღიარება.შინაგანი წესრიგი,როგორც უკომპრომისო პიროვნების მისი განმსაზღვრელი თვისება იყო.''- საბა მეტრეველი
    მის მიერ შესრულებული  როლების გალერეა მრავალფერონია.-სლავკა (''ფილოსოფიის დოქტორი''),ლელა (''ბახტრიონი''),ლიზი   ( ''წვიმის გამყიდველი'')   ტურა(''ჭინჭრაქა'')  ელიზაბეტ პროქტორი'(''სეილემის პროცესი''),დედა  ('' მზიანი ღამე''),იოკასტე (''ოიდიპოს მეფე''),კლეოპატრა (''ანტონიოსი და კლეოპატრა''),ემილ დიკინსონი(''ამჰერსტის მშვენება'') პონსია ('' ვთამაშობთ ჯინს'')

   კვერენჩხილაძემ შექმნა  ისეთი სახეები,როგორიცა ფედრა (რასინის,,ფედრა'') მედეა(ჟ.ანუის'' მედეა'') ანტიგონე(ჟ.ანუის ანტიგონე). თავად მსახიობი წერდა-''ანტიგონეში
მოხდა  ჩემი .როგორც მსახიობის დაბადებაო.''სწორედ ამ როლს მიუძღვნა მან წიგნი ''ჩემი ანტიგონე''.
1970 წლიდან მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ოსტატობის კათედრაზე,რეჟისორის თანაშემწედ.1974 წლიდან მეტყველების კათედრის პედაგოგი გახდა.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ლიტერატურისადმი,პოეზიისადმი და არა ერთი  მხატვრული კითხვის საღამო აჩუქა მაყურებელს.

1990 წელს მისი ინციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი-სტუდია''ქვემო ქართლი'.'
'' ცხოვრების ბოლო  პერიოდში თუკი თეატრიდან თავისუფალი დრო ექნებოდა,გული მცხეთის წმინდა ნინოს  სამთავროს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა, იქ იპოვა შვება და სავანე. თითქმის მორჩილებაში იმყოფებოდა''- საბა მეტრეველი..
ზინა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქალი მსახიობია,რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა.

























როცა მიდიან  ადამიანები,სულ ცდილობ საქებარი,  ამაღლებული სიტყვებით დაახასიათო, ყველაფერი  კარგი და პოზიტიური მოიგონო,მაგრამ   რამაზ ჩხიკვაძის  გახსენება სხვაგვარად შეუძლებელია.
  მსახიობი,რომელიც აღიარა მსოფლიომ . დაუვიწყარი სახეები დარჩა კინოფირზე. გარდაიცვლება ადამიანი  და მერე ხვდები  მის სიდიადეს, მისი ნიჭის მაშტაბს. თუმცა მან სიცოცხლეშივე  შეძლო  მაყურებლის აღიარებისა და სიყვარულის მოპოვება.
 მისი  თანამედროვენი ბევრჯერ გავხდით   თეატრალური დღესასწაულის  მომსწრენი, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძე მისი შემოქმედებით გვანიჭებდა. კინოში შექმნილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  ხასიათის  სახეები....  ეს იყო ნიჭის დღესასწაული. ნიჭის რომელიც თითქოს ამოუწურავი და .. ულევი იყო მასში.
 რამაზ ჩხიკვაძის წასვლით რაღაც დასრულდა   და'' რუსთაველის თეატრის'' ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა.

                                       









რამაზ ჩხიკვაძე
 2011 წლის
17 ოქტომბერს
 
83 წლის ასაკში
 გარდაიცვალა.


       

როცა მიდიან დიდი ადამიანები,არ იცი რა თქვა, რა დაწერო ან კი ღირს რამის თქმა. იმდენად მაშტაბურია  მისი სამყარო    .ყველა  ფრაზა ბანალური  მეჩვენება,ვერ პოულობ თითქოს სიტყვას,რომელიც ამ ადამიანის წასვლით შექმნილ სიცარიელეს ზუსტად გამოხატავს.
     გია ყანჩელი განუმეორებელი შემოქმედებით ,მისი მუსიკალური სამყაროთი, საოცრად მაშტაბური,ყველგან იყო.თეატრში,კინოში,მის კლასიკურ მუსიკას უსმენდაა მსოფლიო.
 რაღაც დამთავრდა თითქოს.კიდევ ერთი დიდი შემოქმედი წავიდა და დატოვააა განუმეორებელი  მუსიკალური საგანძური.
     როგორც თვითონ ამბობდა ''თუ 50 წლის მერე  შესრულდება ჩემი ნაწარმოებები და მოუსმენენ ჩემს მუსიკას მისია შესრულებული მქონია'' -გია ყანჩელი
   შ ე ს რ უ ლ დ ე ბ ა -    თაობიდან თაობაში  გადავა ეს მუსიკალური ბგერები.  სულ იქნება
და არასოდეს დამთავრდება   გ ი ა    ყ ა ნ ჩ ე ლ ი
რ ო ბ ე რ ტ   ს ტ უ რ უ ა-რა უნდა დაწერო ახალი ადამიანზე,რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად.მასზე,როგორც შემოქმედზე ბევრი თქმულა. მისი შემოქმედება მუდმივად ხდება განსჯის საგანი.ის შესულია თეატრის ისტორიაში და აღიარებულია,როგორც დიდი მაშტაბის ხელოვანი.


 1963 წლიდან, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს რუსთაველის თეატრში.
  ''პირველ პერიოდს დავარქვათ,რომ ეს უფრო იყო  სწავლა.მე არ ვიცოდი რა მინდოდა თეატრში,რა უნდა მეთქვა,
მქონდა თუ არა სათქმელი. ამხელა თეატრში რო დგამ სპექტაკლს,ასე უბრალოდ    სპექტაკლს ხო არ დგამ.რაღაცას ეუბნები ადამიანებს. 1972 წლისთვის უკვე რაღაცას თითქოს მივხვდი,უფრო ძლიერად მივხვდი ,როცა დავდგი ''ყვარყვარე''.
 იქიდან დაიწყო მეორე დიდი პერიოდი.''    წერდა რობერტ სტურუა.(დ.მუმლაძე''ნადირობა გოდოზე'')


(  მიშა  თუმანიშვილი, რობერტ   სტურუა, თემურ    ჩხეიძე )
   
ეს პერიოდი კი იყო საოცარი ხანა რუსთაველის თეატრისთვის . .სტურუას    ყოველი ახალი  წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული ნამუშევარი ყოველთვის  მოვლენა იყო და არის. ზუსტად იცი ,რომ შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსე გამოხვალ თეატრიდან. მისი შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს   ითვლის.როგორც თვითონ აღნიშნავს ინტერვიუში 70-იანი   წლებიდან იწყება  სტურუასეული ახალი თეატრალური ესთეტიკის დამკვიდრება ქართულ სცენაზე.











           ( გია ყანჩელი,    რობერტ სტურუა )

''მე ვარ რეჟისორი,რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი.მე მასში თავს  ყველაზე კარგად ვგრძნობ.ეს გახლავთ ტრაგიკომედია,  ტრაგიკული ფარსი,ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა''-რობერ სტურუა. (დ.მუმლაძე  ''ნადირობა  გოდოზე'')
    ''ყველა მის დადგმაში კარგად ჩანს მისი მოქალაქეობრივი  პოზიცია,მისი მისწრაფება,როგორც პიროვნებისა და როგორც რეჟისორის,გამოიკვლიოს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი,პიროვნების თავისუფლების ასპექტები.პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება,სახელმწიფოს ტირანული მმართველობის წინააღმდეგობანი,სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე აკეთებდა კლასიკურ ნაწარმოებთა თავისებურ,შეიძლება,საკამათო   ინტერპრეტაციებსაც კი.რობერტ სტურუა ზოგჯერ მარცხდებოდა, ზოგჯერ იმარჯვებდა,მაგრამ არასოდეს არ ღალატობდა თავის მრწამს.იგი ყოველ დადგმაში  ''ხანუმადან'  მოყოლებული,  ეძიებდა და ცდილობდა წარმოეჩინა ახლებური რეჟისორული სტილისტიკა.,შეექმნა  მისთვის დამახასიათებელი სათეატრო ენა''  (მაკა ვასაძე ''რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა'').
 გაჩნდა შემოქმედებითი ტანდემი რამაზ ჩხიკვაძე,გია ყანჩელი. გოგი ალექსი-მესხიშვილი,მირიან შველიძე და დაიბადა სრულიად ახალი,განსხვავებული სტურუას თეატრი.  თითქმის ყველა ფესტივალზე წარსდგა მისი სპეკტაკლებით და მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა არგენტინაში,ავსტრალიაში,პოლონეთში,საფრანგეთში.სტურუამ გააცნო ქართული თეატრი  მექსიკას, ედინბურგს, ლონდონს,იერუსალიმს რომს, დუსელდორფს .
შექსპირის პიესები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგა. ლონდონის ''რივერსაიდ სტუდიაში დადგმული ''ჰამლეტი''ალან რიკმანის მონაწილეობით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ,50 წლის განმავლობაში    შექმნილ   10 საუკეთესო სპექტაკლებს შორის დაასახელა. ''კავკასიური ცარცის წრე'' XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულში შევიდა''

 
                                           
''ყველაფერს ირონიულად  ვუყურებ. იცით ირონია  მეხმარება, თუ ადამიანი პირველ ყოვლისა საკუთარ თავს არ უყურებს  ირონიულად,მაშინ შენში ნელ- ნელა ლპება ის მთავარი ,რომლის  გარშემოც მოძრაობს შენი სული და შენი პიროვნება. ასე რომ,ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? გულწრფელად  რო გიპასუხოთ ვარ''- რობერტ სტურუა

 
   
 
დღეს რობერტ სტურუა იუბილარია...მაყურებელი კვლავ ელოდება მისგან  თეატრალურ  დღეასასწაულს.''აბა რა გითხრათ! მე ბედისწერას ვუთხარი.; ლამაზი ქალი ხარ! შენ მოგყვები ,სადაც გინდა იქით წამიყვანე   და მგონი ცუდ ადგილას არ მიმიყვანა,ბედისწერისთვის ბრძოლა არ გამომიცხადებია მე მას მივენდე ,რადგან ბედისწერის მჯერა''. - როებრტ სტურუა''

     
             31 ივლისი - რეჟისორი რობერტ სტურუა 81 წლის გახდა. ის აქ ცხოვრობს,ჩვენს გვერდით,ადამიანი რომელმაც სრულიად ახალი განსხვავებული თეატრალური სამყარო შექმნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ემოცია აჩუქა ქართველ მაყურებელს.






კახი კავსაძეზე ბევრი თქმულა და დაწერილა,როგორც მსახიობზე და ადამიანზე. მისი პიროვნება სიკეთესთან ასოცირდება. მას ყველა სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებს.
   კახი კავსაძე  დაიბადა თბილისში ცნობილი ლოტბარის დავით კავსაძის ოჯახში.

 თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში და დღემდე ამ გუნდის უცვლელი წევრია.უამრავი თაობა   მოვიდა,  წავიდა თეტრიდან .   განაწყენებულმა  რეჟისორმა თუ მსახიობმა  სხვადასხვა თეატრებში განაგრძეს მოღვაწეობა,კახი კავსაძემ ბოლომდე უერთგულა თავის საყვარელ თეატრს.ეს თვისება მან ღირსეულად ატარა არა   მარტო თეატრში.

კახის და  ბელას სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა.სამაგალითოა კახი კავსაძის საქციელი,რომელმაც წლების განმავლობაში ხელის გულზე ატარა საყვარელი ქალი.
და ამ სიყვარულის ერთგული დარჩა ბოლომდე.
კახი  როცა საუბრობს ბელა მირიანაშვილზე. მახსენდება პატარა ეპიზოდი, რომელიც ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.   რობერტ სტურუა დგამდა სპექტაკლს''ვარიაციები თანამედროვე თემაზე'' როგორც აბიტუირიენტი ვესწრებოდი რეპეტიციებს,უკვე საკმაოდ დაუძლურებული  ბელა ხელში აყვანილი  აყავდა სარეპეტიციო დარბაზში ბატონ კახის ,რადგან ბელას კიბეზე უჭირდა ამოსვლა....''რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა არ ვიცი როგორ ვიცხოვრებდი''-კახი კავსაძე.

იგი ყოველთვის იყო მოთხოვნადი მსახიობი თეატრშიც და კინოშიც .მისი შექმნილი სახეების ჩამონათვალი დიდია. რეჟისორები მას წყალობდნენ არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ჯილდოები,პრემიები თუ პრიზები  არ დაკლებია ყველასთვის საყვარელ მსახიობს.
                                                         რუსთაველის გამზირს, თეტრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი ამშვენებს.
   



5 ივნისს  ნიჭიერ კაცს, ერთგულ მეგობარს ,კარგ მამას და კეთილ ბაბუას 84 წელი შეუსრულდება......
                         
                                                                                 


იანვრის  ჩვეულებრივი დღე  იდგა 1982 წელი.რუსთაველის თეატრი  თავის საყვარელ მსახიობს ემშვიდობებოდა   .მაყურებელმა მქუხარე ტაშით გააცილა  ეროსი   მანჯგალაძე   უკანასკნელ  გზაზე....
 
''1982  წლის  26  იანვარს   დასრულდა  ეროსი მანჯგაალაძის   ცხოვრება.უკანაკნელად გამოჩნდა ეროსი თავის   საყვარელ სცენაზე   ზღვა  ხალხში.
ცოცხალი   ადრე   გამოეთხოვა   ამ სცენას,ახლა უკანასკნელად ეთხოვება უკვე გარდაცვლილი.''
             
                                          (ვ.კიკნაძე''ჩვენი ეროსი'')




ეროსი მანჯგალაძე  1925 წლის 3 მარტს   სოფელ ღანირში (სამტრედიის რაიონი) დაიბადა.   იქვე   მიიღო პირველი   დაწღებითი    განათლება..მისი ბავშობა ადრეულ ასაკში დამთავრდა .მამა დააპატიმრეს,დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი ,ძმა ომში უგზოუკლოდ დაიკარგა.  დაზე    ზრუნვა და   მთელი პასუხისმგებლობა    მას   დააწვა    მხრებზე.
   '' ადრე დაიწყო   თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა.ის მძაფრად  განიცდიდა ბავშობის წლების     მოგონებებს.   ყველაზე   ფაქიზი   სიმი შეერხეოდა ,როცა ბავშობას უხსენებდი.იშვიათად    ყვებოდა    თავის ბავშობის   წლებზე    ,რაღაც ღრმა ნოსტალგია ეუფლებოდა ამ დროს.''(ვ.კიკნაძე  ''ჩვენი ეროსი'')
1932 წლიდან ის  თბილისში იწყებს ცხოვრებას.სკოლის დამთავრების თანავე 17 წლის იყო  რადიოკომიტეტში    დიქტორების   კონკურსში    მიიღო მონაწილეობ და 32 კონკურსანტში გაიმარჯვა..ომის წლებში ყველა ოჯახში ისმოდა მისი ხმა    და   ყველასთვის    ძალიან ახლობელი გახდა.


მიუხედავად    მისი   საოცარი  პოპულარობისა ის საოცრად თავმდაბალი ,მორიდებული ადამიანი იყოოო,და ასეთად დარჩა სიცოხლის ბოლომდე.

სტუდენტობის წლებში შეასრულა ხუთი როლი- გამბიე (ლეტრაზის  ''პაწია''),ტეტერევი (მ.გორკის ''მდაბიონი''),კოლომიცევი (მ.გორკის''უკანასკნელნი''),მამილო ჟანი (ფ.პიას''პარიზელი მეძონძე''  და ბრეტი (  გოუსა და დიუსოს'' ღრმა ფესვები '')

 აქედან ოთხი სპექტაკლი დოდო ალექსიძეს ეკუთვნოდა.


     დიმიტრი ალექსიძეს თვლიდა მის პედაგოგად.''არ ვიცი რა ხარისხის  და წონის მსახიობი ვარ,მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი-თუ ჩემში    არის    რაიმე    ნორმალური და ღირსშესანიშნავი,   უპირველესად    ბატონი     დიმიტრის,როგორც    პედაგოგის და რეჟისორის      დამსახურებაა''-წერდა ეროსი  მანკჯგალაძე.

ეროსი მანჯგალაძე   იყო სულით ხორცამდე ქართველი.,კომედიის თეატრის სრულიად ახლებური ,,თვითმყოფადი ნამდვილი ხელოვანი,საოცრად     თავისუფლად   გრძნობდა სცენაზე     თავს ,   იმპროვიზაციის    დიდი    ოსტატი   და  ეს      სამსახიობო უნარი საოცრად  მრავალფეროვანს   ხდიდა    მის    პერსონაჟებს.






(ფუჩიკი-''ადამიანებო იყავით ფხიზლა''
 
    იოზეფ პეშეკი )    1951 წელი






   

(ნუშიჩი--''ფილოსოფიის დოქტორი'' 1956 წელი)




ყველა    როლი    უფრო და   უფრო  ახალი კუთხით    წარმოაჩენდა    ეროსის  ნიჭიერებას.''ოიდიპოსის''    როლის შესრულების    შემდეგ    გამოიკვეთა მისი უნარი,შექმნას ტრაგიკული ხასიათის პერსონაჟები,არანაკლებ საინტერესოდ და მაღალ    დონეზე.
1958 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ''ვ  ჭაბუკიანის ''ოტელო'' და'' ოიდიპოს მეფე'' ნამდვილ სენსაციად იქცა.



(''ოიდიპოს მეფე'')

''მსახიობი,რომელიც იმპროვიზაციის ტექნიკას ფლობს,უფრო ცოცხლად და ბუნებრივად თამაშობს,ვიდრე მსახიობი,რომელმაც როლი შეისწავლა და   დადგენილ რეჟისორულ ნახაზში თამაშობს'' ეს მიხეილ თუმანიშვილის  სიტყვებია.ამის საუკეთესო მაგალითია რობერტ სტურუას  მიერ დადგმული'' ხანუმა''. და ორი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის და ეროსი მანჯგალაძის ტანდემი. არცერთი სპექტაკლი არ გავდა ერთმანეთს, მთლიანად იმპროვიზაციაზე იდგა მათი საერთო სცენები, და ეს იყო ნამდვილი ფეივერკი.



(ა.ცაგარელი ''ხანუმა''-   თავადი   ლევან ფანტიაშვილი  1968 წელი)
''თეატრი ჩემი მეორე სიცოცხლეა'' ამბობდა მსახიობი.


1975 წლიდან ახალი პროცესები იწყება. რეჟისორი რობერტ სტურუა  სრულიად ახალ თეტრალურ ესტეტიკას ამკვიდრებს  რუსთაველის თეატრში  და შვიდი წელი  უმოქმედოდ რჩება ეროსი,იგი რუსთაველის თეატრში აღარაფერს  ქმნის რაც მისთვის ზედმეტად  მტკინვეული აღმოჩნდა.- მიხეილ თუმანიშვილი იხსენებს''-რუსთაველის თეატრიდან მოვდივარ, მიმიღებ შენს  სტუდიაში?- მიგიღებ ვუპასუხე მე-ოღონდ, რუსთაველის თეატრიდან ნუ წახვალ,ეს არც ისე უბრალო ამბავია.მეორე დღეს მოვიდა ჩვენთან ხმაურიანი, აღგზნებული და რაღაც ქსოვილის ფუთა მოათრია,როცა იგი გავშალეთ     გულმა ბაგა- ბუგი დამიწყო- ეს იყო ჩვენი ''ჭინჭრაქას ფარდა!''
''კაცთმოყვარეობა, გულუბრყვილობა, დიდი შრომის უნარი.    დამთმობიც იყო ცხოვრებაში.
სცენაზე,როცა როლი  კარგად გამოსდიოდა და ეს უმეეტეს  შემთხვევაში ასე იყო ხოლმე,-გამოიკვეთებოდა მისი მაღალი პროფესიონალიზმი.   პარტნიორს    სცენაზე დიდ პატივს სცემდა, უაღრესად   უყვარდა ახალგაზრდები..ბოლო წლები კინომსახიობთა თეტრში გაატარა ,მაგრამ გული მაინც დიდი სცენისკენ მოუწევდა,ეტყობა მისი სანატრელი როლი წინ ეგულებოდა''( გ.გეგეჭკორი  1989წელი 12 იანვარი )
მსახიობის სიკვდილთან ერთად კვდება მისი ხელოვნებაც,თუმცა მისი შემოქმედება საბედნიეროდ დარჩა ფირზე .სპექტაკლის ჩანაწერები და კინო გმირები,რომელიც   მრავლად შექმნა ქართულ კინოში.



(''გვადიბიგვას'' ჩაწერის დროს)
''ჰქონდა თუ არა ეროსის სულიერუ ტკივილი? რა თქმაუნდა ქონდა.თავისი შემოქმედებითი ცხოვრების პირველ ნახევარში,მარტოობის წუთებში მას არ შეეძლო ნაღვლიანად არ ჩაფიქრებულიყო,იმაზე თუ ზოგიერთი თეატრალური კრიტიკოსი რატომ ცდილობდა დაემტკიცებინა,რო ეროსი მხოლოდ კომედიური ხასიათის მსახიობია და  მასში ვერ ამჩნევდნენ მის დრამატულ,ტრაგიკულ შესაძლებლობებს..ეროსის ჩავარდნა მე პირადად არ მახსოვს. ა.   ხორავას შემდეგ   ეროსი   მანჯგალაძე    იყო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობი ქართულ თეატრში.
ვნანობ,რო არასოდეს ვეუბნებოდი მას   ჩემი გრძნობების შესახებ,არც ისე ბევრი მაქვს დაწერილი.ვალში დავრჩი მის წინაშე''.
(თეატრმცოდნე  ეთერი გუგუშვილი )
                                                                                                                         


(გ.ხუხაშვილის ''ზღვის შვილები"  ბოცო- ეროსი მანჯგალაძე 1961 წელი)


''ის ცდილობდა ,მაგრამ ვერ ფარავდა,ძალიან მარტოხელა იყო,მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ყავდა''         (მიხეილ თუმანიშვილი)




(უ. შექსპირი-''მეფე ლირი''  კენტი ეროსი მანჯგალაძე  1964 წელი)

''1982წელს ეროსიზე''საბჭოთა საქართველოში'' წერილი გამოვაქვეყნე.ჟურნალში ტექნიკური შეცდომა გაიპარა და წერილს წარუძღვა -''60''. (შემდეგ ჟურნალშივე მოიბოდიშა რედაქციამ ტექნიკური შეცდომა)  
ეროსიმ მადლობის სათქმელად დამირეკა''60''არ უხსენებია არც შემდგომ უთქვამს რამე ამ თემაზე,ისე მიიღო თითქოს მართლც სამოცი წლის იუბილარი იყოო,
სამოც წლამდე არ მიუღწევია 58 წლის ასაკში გარდაიცვალა''

 (ვ კიკნაძე ''ჩვენი ეროსი'' )




.