Loading....
   


         მადლობას  გიხდით მომავალ თაობასთან თანამშრომლობისთვის........
 

ასე მიმართავს  სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ  თბილისის N51 საჯარო სკოლა, შოთა რუსთაველის   სახელობის აკადემიური თეატრის ადმინისტრაციას,რომლის ინციატივითაც   სკოლის უფროსკლასელებიი დაესწრნენ       რობერტ    სტურუას სპექტაკლებს.
 


   შთაბეჭდილებები  და ემოცია, მოსწავლეებმა  ფურცელზე გადმოიტანეს. ბავშვის თვალით დანახული და აღქმული სტურუას სამყაროს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.....
   
ეტაპობრივად და უცვლელად მოგაწვდით მათ...


 ''   სტურუას რამოდენიმე სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმ აზრამდე მივედი,რომ  სპექტაკლების
     
უმეტესობაში არ დევს ერთი მამოძრავებელი დედააზრი,რომლის ირგვლივ ვითარდება  მოქმედება და ამიტომაც,ჩემი აზრით,მათგან   ყველას    სხვადასხვა აზრი გამოაქვს.
 
მისი სპექტაკლებიდან განსაკუთრებით  მომეწონა  ''12  განრისხებული მამაკაცი''.
  ამ სპეტაკლის ყურება ერთი სიამოვნება იყო და  მისი დასრულებისას საოცარი  ენერგიით დამუხტული დავტოვე დარბაზი. თითქოს შეუძლებელი  იყო ასეთი კარგი შინაარსის  მქონე სიუჟეტი   ვინმეს გაეფუჭებინა,მაგრამ დადგმა ძალიან კარგი იყო,გარდა  ამისა ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია ამდენი ნიჭიერი  ადამიანის სცენაზე  ერთად  ყურება.
 მ.ჯინორიას შესრულება კი უდავოდ  გამოსარჩევი   იყო! მუსიკასთან  ერთად სპეკტაკლი მთლიანობაში მართლაც შესანიშნავია. სწორედ ამ დადგმაზე შეიძლება გამოვიყენოთ
  გამოთქმა''თეატრი  მაინც სხვააა''

                                                                                                                                 ანი კაკაჩია

   

 ''ამ სპექტაკლებით დიდათ ვისიამოვნე.პირველ რიგში უნდა ავღნიშნო  მსახიობების პროფესიონალიზმი.განსაკუთრებით მომხიბლა   აუდიოეფექტებმა.ამ ყოველივეს სრულ დაძაბულობაში  ჰყავდი  და მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. დეკორაციებს დიდი შთაბეჭდილება  არ მოუხდენია  ჩემზე, თუმცა გარემოებების განსაზღვრისთვის ნამდვილად აუცილებელი იყო.
  იმდენად რეალური იყო  ეს ისტორიები, რომ   თავს შენც მისი თანამონაწილედ აღიქვამდი.
 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თეატრი ნამდვილად არარის ერთ-ერთი  საუკეთესო ადგილი  განვითარებისთვის, სადაც შესაძლებელია შენი ყოველდღიური,შავ-თეთრი ყოფა გაიფერადო''

                                                                                                                     ლუკა ნინიძე



''ყოველთვის ვფიქრობდი,  რომ  თეატრი   უმნიშვნელოვანესი  ინსტიტუტია ადამიანის  კულტურული  განვითარებისთვის. სპექტაკლების  ყურებისას   ყოველთვის  ვგრძნობდი,რომ ამ სამყაროს არ ვეკუთვნი. ეს  სულ არ  შეედრება  ფილმის ყურებას, ან თუნდაც მუსიკით ტკბობას. ცოცხალი შესრულების  დროს ყოველთვის ივსები იმ დიდი და მრავალფეროვანი ენერგეტიკით,რომელსაც   მსახიობები  გადმოსცემენ.
  ნანახ სპექტაკლებს შორის  მაქვს რამოდენიმე   ფავორიტი,თუმცა აუცილებლად  უნდა გამოვყო''სადღაც   ცისარტყელას  მიღმა''.განსაკუთრებით  კი  მისი   ბოლო   მოქმედება,რომლის    ზეგავლენისგანაც თავის   დაღწევას  დიდი დრო მოვანდომე.
  თეატრში  ყოფნისას ხშირად მომდგომია  თვალებზე   ცრემლი.ძალიან მომწონებია   კონკრეტული  სცენა,მაგრამ ამ მოქმედების და მისგან მიღებული ემოციის დავიწყება
 უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა    ჩემთვის.''
                                   
                                                                                          ანზორ   გოგრიაშვილი

   

''თეატრი    ხელოვნების  ეს დიდებული დარგი,ყველაზე ნათლად და მკაფიოდ  გადმოსცემს  ადამიანურ ემოციებს და  ჩვენამდე   ხელუხლებლად მოაქვს. რობერტ სტურუას  ''ელექტრა''   ერთ-ერთი   მაგალითია ადამიანური  ინსტიქტის, დედ-მამაშვილური  სიყვარულისა.

  ეს  ერთმოქმედებიანი   დადგმა  თუმცა  მცირე  ხანგრძივლობისაა.ჩვენში  აღვიძებს   თანაგრძნობის  უნარს,რომელიც  დღეს  ადამიანებმა  ასე დაკარგეს. ელექტრას განუზომელი   სიყვარული   გააჩნია  მამისა და საყვარელი ძმის მიმართ.მათი   დაკარგვა   კი იმდენად ტრაგიკულადაა გადმოცემული,რომ მნახველში  უთუოდ   აღძრავს ტკივილის    შემსუბუქების   სურვილს.ეს კი იყო მიზეზი  იმისა,რომ  მთელი სპექტაკლის   განმავლობაში ჩვენ სუნთქვაშეკრულები არა ელექტრას,არამედ ჩვენს  თავებს  ჩავკირკიტებდით და წამით ისევ ის ადამიანები ვიყავით- ბუნებრივები,ჰუმანურები და თავისულები   ყველა ბოროტებისგან!!
იმდენად დავიკარგე   ამ სპექტაკლებში და ამავდროულად  ვიპოვე საკუთარი თავი,რომ  გასაკვირი არც არის, ცრემლნარევი რომ ვტკბებოდი იქაური ყოფით.''

                                                                                                       
                                                                                                         თამარ ზვიადაური

'' რობერტ სტურუა  ჩვენი დროის   ერთ- ერთი   საუკეთესო   რეჟისორია. ამ სიტყვების  სისწორეში   ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი. როცა  გავეცანი  მის შემოქმედებას. სპექტქკლი  ''ელექტრა'', '' ასულნი''.

თეატრის მიმართ  ცუდათ ვიყავი  განწყობილი,დროის  ფუჭად კარგვად  მიმაჩნდა  და მეგონა  ვერასდროს  შევიგრძნობდი  იმ  ემოციებს, რაც მას უნდა  გადმოეცა   ჩემთვის  ცოცხლად შესრულების დროს. თუმცა     რათქმაუნდა     ერთი ასეთი სპექტაკლის   ნახვაც საკმარისია  იყო   ჩემი აზრის შესაცვლელად.რობერტ  სტურუას  დიდებულებაში   ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ამდენ ემოციას,რომელიც    ჩემში გამოიწვია   არ ველოდი და არც იმას  ,რომ   როდესმე    სერიოზულად  მივიღებდი   სცენაზე   თამაშს''
სპექტაკლებს  იმდენად  საოცარი  მუსიკა ახლდა,   რომ ის არა მხოლოდ ამძაფრებდა სიუჟეტს   ყურების გარეშეც კი იწვევდა ემოციებს.
  სპექტაკლი''ასულნი''   უფრო მეტი საფიქრალი გამოიწვია, ვიდრე ''ელექრამ''. მის გასაგებად საჭირო იყო  ცოდნა იმ დეტალების,  რომელიც   ჩვენი ქვეყნის ისტორიაში   დევს,რაც ჩვენთვის 16-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის ცოტა  ძნელი გახადა მისი გაგება
  საერთო ჯამში ჩემთვის  ეს ორი სპექტაკლი  ნამდვილი საჩუქარი იყო.
  მადლიერი ვარ  იმ შეგრძნებებისა და ემოციებისთვის რაც ამ პროექტმა  მოახდინა  ჩემზე.''
                                                                                                                         
                                                                                           სახელი და გვარი უცნობია....                                                                                                   


''ამ სპექტაკლებზე დაყრდნობით  შემიძლია   ვთქვა,რომ ბ-ნი რობერტ სტურუას  კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია.მის სპექტაკლებში  ჰარმონიულად  თანაარსებობს   ტრაგედია   და  კომედია.პოლიტიკური ფარსი და  მელოდრამა.რეჟისორი
 მსუბუქად   და ელეგანტურად მართავს სცენას და მსახიობებს. მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.
 რობერტ სტურუასათვის ყოველთვის პრიორიტეტულია პოლიტიკა,ამას მივხვდი მისი სპექტაკლების ნახვისას,მაგრამ ყველაზე განსხვავებული იყო ''ვანო და ნიკო''. ის ამ სპეკტაკლშიც არ უვლის   გვერდს პოლიტიკას და ქვეყანაში  შექმნილ ვითარებას,რომელიც  უკვე მარადიულ პრობლემებშია გადაზრდილი,მაგრამ პრიორიტეტული   სტურუასთვის ამჯერად ადამიანია,მისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
 ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთირთობის მაგალითზე რობერტ სტურუა ხატავს ადამიანის ორ ტიპს  ,ორ განსხვავებულ სახეს   თავიანთი  მეტამორფოზებითა და მდგომარეობით     რომელშიც ისინი სხვადასხვა ვითარებაში იქცევიან.ამ ისტორიას  . სტურუა  სევდით,იუმორით და ირონიით გვიყვება.


მისი მორიგი სპექტაკლი, რომელიც ძალიან საინტერესო  იყო ,არის ''დაკანონებული  უკანონობა''.  სპექტაკლში   ბიზნესმენ კარლ  ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში,ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გასამდიდრებლად.,ადამიანის  მიერ  ადამიანის   ჩაგვრაზე, მის სწრაფვაზე   გამდიდრებასა და  ძალაუფლების მოპოვებისთვის,სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და  ფიზიკურ განადგურებაზე.,რომ ''კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს''-  რეჟისორმა იუმორით, იროონიით  და სიმსუბუქით გადმოქვცა.

                                                                                                                     ნინო რობაქიძე


''მე დავესწარი სამ სპექტაკლს ესენი იყო-''ვანო და ნიკო',''დაკანონებული უკანონობა'' და ''ნადირობის სეზონი''.
 ყველაზე მეტად გასაგები იყო''ვანო და  ნიკო'. ამ სპექტაკლში იყო მომენტი,როდესაც ვანო ადის კიბეზე. თავიდან  არის სამი საფეხური და ვანო ცოტათიც კმაყოფილდება,მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო მაღლა  ადის და რაც უფრო მაღლა ადის,ნაკლებად უხარია ეს ყველაფერი. ეს იმის მაგალითია,თუ როგორ აფუჭებს ადამიანს ძალაუფლება.
   ''დაკანონებული უკანონობა''და ''ნადირობის სეზონი'',ამ ორი სპექტაკლიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.ალბათ   სანამ   ვნახავდი   ნაწარმოები უნდა წამეკითხა, რომლის მიხედვითაც იყო დადგმული.არ ვიცი რისი ბრალია.შეიძლება არ ვარ იმდენად დაკვირვებული,რომ პარალელი გავავლო ამ ორ სპექტაკლსა და რეალობას შორის, შეიძლება არ ვარ საკმარისად ნაკითხი ან ჩემი ასაკი არ შეესაბამება ამ სპექტაკლებს.
                                                                                                     
                                                                                                   თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                 
                                                                                                     X  კლასი-. საბა უკლება       
                                                                                           

                                                                                                           

რობერტ სტურუას შესახებ ისევე,როგორც  ალბათ,  ყველა ქართველს,ბევრი რამ მქონდა გაგონილი,თუმცაღა მის შემოქმედებას პირადად არ ვიცნობდი.როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ  ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე, რატომაც არა?
ასე აღმოვჩნდი რუსთაველის  თეატრში.

პირველი სპექტაკლი,რომელიც ჩვენ ვიხილეთ,იყო''ვანო და ნიკო''.სპექტაკლის  დასრულების შემდეგ  დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ვანო და ნიკო იყვნენ მეგობრები,რომელთა ხასიათებიც  სრულიად განსხვავდება  ერთმანეთისგან.
ვანო  იყო გულკეთილი  ადამიანი,რომლისთვისაც  მისი და ნიკოს მეგობრობა პირველ ადგილზე    იდგა  და მის შესანარჩუნებლად  ყველაფერს    უსრულებდა ნიკოს.
ნიკო კი ბოროტ    მხარეს   წარმოადგენს  და ვანოს   გულკეთილობას  თავის  სასარგებლოდ იყენებს. ის სულ უფრო და უფრო მეტს სთხოვს  ვანოს და თან ახსენებს,რომ
ვანომ ეს მათი მეგობრობის  გამო უნდა გააკეთოს.მთელი სპექტაკლის მანძილზე არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას-ვანოსა და ნიკოს   შორის. სპექტაკლი ''ჰეფი ენდით'' მთავრდება ვანოც და ნიკოც ვანოდ გადაიქცევა.
 ჩემი აზრით ეს სპექტაკლი თითოეულ ჩვენგანში  საკუთარ  თავებთან არსებულ ბრძოლას ასახავს,თუმცა ნამდვილად  არ ვფიქრიბ,რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ჩვენი კეთილი   მხარე  იმარჯვებს.
 კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ''დაკანონებული უკანონობა''.
ამ სპექტაკლში მთავარი ადგილი უჭირავს დღევანდელ  მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ თემებს-პოლიტიკას,სპორტსა  და ფულს.სპექტაკლში ნაჩვენებია თუ რა ხერხებს მიმართავს ადამიანი    ძალაუფლების მოსაპოვებლად;მუქარა,ძალადობა.
 მთელი წარმოდგენის მანძილზე  არის  დავა, კამათი ამა თუ იმ თემაზე. მოსამართლე კი ბუდააა.  თუმცა სპექტაკლის  ფინალი (სპექტაკლი მთავრდება ფრაზით''ბარსა  ჩემპიონია,
თავისუფლება კატალონიას.'')გვიჩვენებს, რომ   დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები იმდენად   ზედაპირულები გახდნენდა მათთვის, იმდენად   შეიცვალა ფასეულობები, რომ რეალურ პრობლემებზე  მნიშვნელოვანად  შესაძლოა,   რომელიღაც    ფეხბურთის გუნდის ჩემპიონობის საკითხს  თვლიდნენ.სპექტაკლი   გვეუბნება,რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ  კეთილდღეობაზე ზრუნვით  და ფიქრით    არიან დაკავებულნი და არაფრად აგდებენ სხვების აზრებს, გრძნობებს და სიცოცხლეს.
 საბოლოოდ ვიტყოდი,რომ ჩემი აზრით  ,რობერტ სტურუა ცდილობს თავისი შემოქმედებით  გადმოქვცეს ის პრობლემები,რომლებიც დღევანდელ  მსოფლიოში  ძალიან აქტუალურია.ის ცდილობს გვიჩვენოს,რომ სამყაროში  უფრო დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე ჩვენ გვგონია და ჩემი აზრით ,მას    ეს კარგად  გამოსდის.
 
                                                                                                      თბილისის კლასიკური გიმნაზიის

                                                                                 X კლასი- მარიამ   აფხაზავა






                                                                       

Comments/disqusion
No comments