Loading....

     


  1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი )საძირკველი ჩაეყარა''არტისტულ საზოგადოების სახლს'' (შემდგომ რუსთაველის თეატრს ). 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ''ივერია'' იუწყებოდა-''6 თებერვალს ნაშუადღევს,2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ''საარტისტო საზოგადოებისა'' . ამავე წლის 5 მარტს წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარელის  ''ხანუმა''.
     
     ქართული დრამის თეატრს რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა.

პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ''რას ვეძებდი,და რა ვიპოვე''(რეჟისორი გ.თუმანიშვილი ).        


                                                    




რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი 1922-1926 წლები.
   სანდრო ახმეტელი 1926-1935წელი.
    
მიშა თუმანიშვილი 1969-1969წელი.
      დოდო ალექსიძე. თემურ ჩხეიძე. თაობები იცვლებოდა ,ზოგჯერ მშვიდათ და ხშირად ამ ჩანაცვლებას დიდი ტკივილიც ახლდა.ეს თეატრი დიდ ისტორიას ატარებს, ადამიანურ ისტორიებსაც ,თავისი წარმატებებით თუ დამარცხებით. ამ სცენაზე მოღვაწეობდა მსახიობთა მთელი პლიადა,რომელთაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ქართულ სცენაზე.

ყველა რეჟისორი თავისი ხელწერით მოდიოდა.,და ქმნიდა თავის თეატრს,რეჟისორ 

მიხეილ თუმანიშვილმა შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი ,რომელიც ქართულ თეატრმა, ''შვიდკაცას სახელით გაიცნო''.მის სახელს უკავშირდება თეატრის მცირე სცენის გახსნაც სპეკტაკლით ''ჭინჭრაქა''. (1964 წელი )
  




60-იანელთა თაობამ (რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე,გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია)    
    
განსხვავებული ხედვა შემოიტანეს, გიზო ჟორდანიას კლასის კურსდამთავრებულებმა ახალი სიცოცხლე ჩაბერეს მცირე სცენას და გაცოცხლადა ანა ფრანკი(1987),სამანიშვილის დედინაცვალი(1987),ამაღამ მგონი იქნება ქარი (1987 ),ჰამლეტი (1991)  ეს იყო დამოუკიდებელი დასი ,რომელსაც თავისი მუდმივი მაყურებელი გაუჩნდა.


 1979 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოვიდა რობერტ სტურუა, და დაიბადა სრულიად განსხვავებული სტურუას თეატრი,რომელიც დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას.























  დაიწყო საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რუსთაველის თეატრისთვის.
 რეჟისორის და მსახიობ  რამაზ ჩხიკვაძის ტანდემმა შედევრები აჩუქა ქართველ მაყურებელს და არა მარტო ქართველ მაყურებელს , მისმა სპექტაკლებმა მსოფლიო აღიარება მოუტანა რუსთაველის თეატრს.

    
ეს თეატრი ასოცირდება დღესასწაულთან,მისი შენობა,შიდა გარემო ,დარბაზი,ყველაფერი ერთად.სცენაზე მუდამ სასწაულს ვერ ნახავ ,ყველა წარმოდგენა ერთნაირად მაღალი დონის ვერ იქნება,თუმცა რუსთაველი თეატრიდან გამოსულს მაინც მოგყვება  აუხსნელი ემოცია,1964 წელს''ჭინჭრაქას'' პრემიერიდან რო გამომყვა,.
 ეს ენერგია აქვს ამ თეტრს.რომელიც იმ  დიდმა ადამიანებმა დატოვეს, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია.  დღეს ამას აგრძელებს დიდი რობერტ სტურუა ,რომლის ყველა ნამუშევარს მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები მუდამ ელიან და არა მარტო თაყვანისმცემლები.                                    








       

                                                                                        






სეზონი სეზონს ცვლის.თაობები თაობებს რუსთაველის  გამზირზე დგას დიდი ისტორიის თეატრი,რომელმაც წელს 1 4 3 სეზონი გახსნა.

                                                                      

























კახი კავსაძე

  როცა ცნობადი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან ,მათზე დაწერილი წერილი თუ მოგონება თითქოს ყველა ერთმანეთს გავს. მხოლოდ საქებარი სიტყვები,მხოლოდ დადებითი მოგონებები.გამონათქვამიც ხო არსებობს''წასულ კაცზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს''.თუმცა  ეს ის შემთხვევაა,როცა თავიდან ბოლომდე გულწრფელი ხარ შენს თავთან როცა წერ კაცზე, რომელიც საოცრად დააკლდა ქალაქს. 

  კახი კავსაძე დაიბადა თბილისში 1935 წლის 5 ივნისს.შემდეგ მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ტყიბულში.გამოჩენილი ქართველი ლოტბარის დავით კავსაძის  შვილი გახლდათ.მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კავსაძე 1946 წელს ,როგორც სამშობლოს მოღალატე გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში,  სადაც გარდაიცვალა.

  კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინსტიტუტი და მას მერე რუსთაველის თეატრის ერთგული ჯარისკაცი გახდა.



 ბევრ  სიხარულთან, მრავალ წარმატებასთან ერთად ცხოვრებამ სევდა და ტკივილიც  უბოძა.მაინც არასდროს  დაუკარგავს სიყვარულის უნარი და სიკეთე თვალებში .ასეთად დარჩა ბოლომდე და ხალხის უზომო სიყვარულიც თან გაიყოლა.



ერთგული თავის საქმის, ერთგული მეგობარი , ერთგული საყვარელი  ქალის მიმართ , რომელსაც ბელა მირიანიშვილი ერქვა.უნიჭიერესი ქალბატონი, რომელმაც ბევრი საინტერესო სახე შექმნა ქართული თეატრის სცენაზე,  ქართულ კინოშიც დატოვა დაუვიწყარი სახეები.თუმცა ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან. ბელას და კახის სიყვარულზე ბევრი დაწერილა, თვითონაც ბევრჯერ უსაუბრია.


 ''54 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან ,მაშინ 57 წლის ვიყავი ,მას მერე ცალხელა დავდივარ,არა მთლიანი არამედ ნახევარი''-წერდა კახი კავსაძე.
.


სიცოცხლის ბოლომდე ,სანამ ჯამრთელობა ხელს უწყობდა სცენაზე იდგა.მისი გაცოცხლებული პერსონაჟების ჩამოთვლა   სცენაზე თუ ეკრანზე  შორს წაგვიყვანს, .ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრში  შექმნილი სახეები.

მის მიერ გამოძერწილი გმირთა პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია.მაყურებელს კი ყველა ახსოვს,ის თავს გამახსოვრებდა თავისი ინდივიდუალობით.



ბევრი ადამიანი გავიდა ამ ქვეყნიდან. მისი თანამოაზრეები ,პარტნიორები ,მეგობრები ვისთან ერთადაც გაატარა მთელი ცხოვრება ,მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ბოლოს მისთვის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება გახდა, რომელიც მისი საუკეთესო წლების და შემდგომ მთელი ცხოვრების ნაწილი იყო.

.

 ხშირად მიფიქრია რა ადამიანების გვერდით ვიცხოვრეთ ჩვენმა თაობამ,ნიჭიერების დღესასწაული იყო ყოველი მათგანი,მუსიკაში,მხატვრობაში,კინოში ,ყველამ საოცარი კვალი დატოვა. ჩვენ კი თანაზიარნი ვიყავით ამ ყველაფრის,ახლა მხოლოდ ფირზე და ფოტოებზე დარჩა ეს ყველაფერი.
      
                                                    


რობერტ სტურუას სპექტაკლში ''მერე რა რომ სველია  სველი იასამანი'' (დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი )კახი კავსაძის პერსონაჟი ამბობს ''რა  მინდა რა იმ ნანატრ საქართველოში,იქნებ აქაც გამოვადგე ვინმეს ან რამეს''-გამოადგა ვინმესაც და რამესაც.საოცარი მამა და ბაბუა,სულით ხორცამდე ქართველი,მის საქმეზე უზომოდ  შეყვარებული.და საერთოდ კაცი რომელიც სიყვარულით დადიოდა.



რეჟისორმა  ნანა ჯანელიძემ კახი კავსაძის   ძალიან კარგი პორტრეტი შექმნა თავისი ფილმით  .ბოლოს კი კითხვაც ისმის''ნეტავ იქ თეატრი არის?''-არის ბატონო კახი,ეხლა უკვე იმ ზეციურ საქართველოში.

     კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.