Loading....
კახი კავსაძე

  როცა ცნობადი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან ,მათზე დაწერილი წერილი თუ მოგონება თითქოს ყველა ერთმანეთს გავს. მხოლოდ საქებარი სიტყვები,მხოლოდ დადებითი მოგონებები.გამონათქვამიც ხო არსებობს''წასულ კაცზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს''.თუმცა  ეს ის შემთხვევაა,როცა თავიდან ბოლომდე გულწრფელი ხარ შენს თავთან როცა წერ კაცზე, რომელიც საოცრად დააკლდა ქალაქს. 

  კახი კავსაძე დაიბადა თბილისში 1935 წლის 5 ივნისს.შემდეგ მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ტყიბულში.გამოჩენილი ქართველი ლოტბარის დავით კავსაძის  შვილი გახლდათ.მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დავით კავსაძე 1946 წელს ,როგორც სამშობლოს მოღალატე გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში,  სადაც გარდაიცვალა.

  კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინსტიტუტი და მას მერე რუსთაველის თეატრის ერთგული ჯარისკაცი გახდა.



 ბევრ  სიხარულთან, მრავალ წარმატებასთან ერთად ცხოვრებამ სევდა და ტკივილიც  უბოძა.მაინც არასდროს  დაუკარგავს სიყვარულის უნარი და სიკეთე თვალებში .ასეთად დარჩა ბოლომდე და ხალხის უზომო სიყვარულიც თან გაიყოლა.



ერთგული თავის საქმის, ერთგული მეგობარი , ერთგული საყვარელი  ქალის მიმართ , რომელსაც ბელა მირიანიშვილი ერქვა.უნიჭიერესი ქალბატონი, რომელმაც ბევრი საინტერესო სახე შექმნა ქართული თეატრის სცენაზე,  ქართულ კინოშიც დატოვა დაუვიწყარი სახეები.თუმცა ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან. ბელას და კახის სიყვარულზე ბევრი დაწერილა, თვითონაც ბევრჯერ უსაუბრია.


 ''54 წლის წავიდა ამ ქვეყნიდან ,მაშინ 57 წლის ვიყავი ,მას მერე ცალხელა დავდივარ,არა მთლიანი არამედ ნახევარი''-წერდა კახი კავსაძე.
.


სიცოცხლის ბოლომდე ,სანამ ჯამრთელობა ხელს უწყობდა სცენაზე იდგა.მისი გაცოცხლებული პერსონაჟების ჩამოთვლა   სცენაზე თუ ეკრანზე  შორს წაგვიყვანს, .ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრში  შექმნილი სახეები.

მის მიერ გამოძერწილი გმირთა პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია.მაყურებელს კი ყველა ახსოვს,ის თავს გამახსოვრებდა თავისი ინდივიდუალობით.



ბევრი ადამიანი გავიდა ამ ქვეყნიდან. მისი თანამოაზრეები ,პარტნიორები ,მეგობრები ვისთან ერთადაც გაატარა მთელი ცხოვრება ,მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ბოლოს მისთვის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება გახდა, რომელიც მისი საუკეთესო წლების და შემდგომ მთელი ცხოვრების ნაწილი იყო.

.

 ხშირად მიფიქრია რა ადამიანების გვერდით ვიცხოვრეთ ჩვენმა თაობამ,ნიჭიერების დღესასწაული იყო ყოველი მათგანი,მუსიკაში,მხატვრობაში,კინოში ,ყველამ საოცარი კვალი დატოვა. ჩვენ კი თანაზიარნი ვიყავით ამ ყველაფრის,ახლა მხოლოდ ფირზე და ფოტოებზე დარჩა ეს ყველაფერი.
      
                                                    


რობერტ სტურუას სპექტაკლში ''მერე რა რომ სველია  სველი იასამანი'' (დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი )კახი კავსაძის პერსონაჟი ამბობს ''რა  მინდა რა იმ ნანატრ საქართველოში,იქნებ აქაც გამოვადგე ვინმეს ან რამეს''-გამოადგა ვინმესაც და რამესაც.საოცარი მამა და ბაბუა,სულით ხორცამდე ქართველი,მის საქმეზე უზომოდ  შეყვარებული.და საერთოდ კაცი რომელიც სიყვარულით დადიოდა.



რეჟისორმა  ნანა ჯანელიძემ კახი კავსაძის   ძალიან კარგი პორტრეტი შექმნა თავისი ფილმით  .ბოლოს კი კითხვაც ისმის''ნეტავ იქ თეატრი არის?''-არის ბატონო კახი,ეხლა უკვე იმ ზეციურ საქართველოში.

     კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.