Loading....

  ზინა კვერენჩხილაძე 1956 წელს მოვიდა ქართულ თეატრში. ის იყო განსხვავებული თავისი სამსახიობო ესტეტიკით,გამორჩეული  ხმით,ორგინალური , თავისებური სტილის მსახიობი.
''ზინა კვერენჩხილაძე იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნოდა,რომლებსაც არასოდეს მოუთხოვიათ როლი,პატივი,დიდება,სახელი და  აღიარება.შინაგანი წესრიგი,როგორც უკომპრომისო პიროვნების მისი განმსაზღვრელი თვისება იყო.''- საბა მეტრეველი
    მის მიერ შესრულებული  როლების გალერეა მრავალფერონია.-სლავკა (''ფილოსოფიის დოქტორი''),ლელა (''ბახტრიონი''),ლიზი   ( ''წვიმის გამყიდველი'')   ტურა(''ჭინჭრაქა'')  ელიზაბეტ პროქტორი'(''სეილემის პროცესი''),დედა  ('' მზიანი ღამე''),იოკასტე (''ოიდიპოს მეფე''),კლეოპატრა (''ანტონიოსი და კლეოპატრა''),ემილ დიკინსონი(''ამჰერსტის მშვენება'') პონსია ('' ვთამაშობთ ჯინს'')

   კვერენჩხილაძემ შექმნა  ისეთი სახეები,როგორიცა ფედრა (რასინის,,ფედრა'') მედეა(ჟ.ანუის'' მედეა'') ანტიგონე(ჟ.ანუის ანტიგონე). თავად მსახიობი წერდა-''ანტიგონეში
მოხდა  ჩემი .როგორც მსახიობის დაბადებაო.''სწორედ ამ როლს მიუძღვნა მან წიგნი ''ჩემი ანტიგონე''.
1970 წლიდან მუშაობდა თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ოსტატობის კათედრაზე,რეჟისორის თანაშემწედ.1974 წლიდან მეტყველების კათედრის პედაგოგი გახდა.
მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ლიტერატურისადმი,პოეზიისადმი და არა ერთი  მხატვრული კითხვის საღამო აჩუქა მაყურებელს.

1990 წელს მისი ინციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი-სტუდია''ქვემო ქართლი'.'
'' ცხოვრების ბოლო  პერიოდში თუკი თეატრიდან თავისუფალი დრო ექნებოდა,გული მცხეთის წმინდა ნინოს  სამთავროს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა, იქ იპოვა შვება და სავანე. თითქმის მორჩილებაში იმყოფებოდა''- საბა მეტრეველი..
ზინა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქალი მსახიობია,რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა.

























როცა მიდიან  ადამიანები,სულ ცდილობ საქებარი,  ამაღლებული სიტყვებით დაახასიათო, ყველაფერი  კარგი და პოზიტიური მოიგონო,მაგრამ   რამაზ ჩხიკვაძის  გახსენება სხვაგვარად შეუძლებელია.
  მსახიობი,რომელიც აღიარა მსოფლიომ . დაუვიწყარი სახეები დარჩა კინოფირზე. გარდაიცვლება ადამიანი  და მერე ხვდები  მის სიდიადეს, მისი ნიჭის მაშტაბს. თუმცა მან სიცოცხლეშივე  შეძლო  მაყურებლის აღიარებისა და სიყვარულის მოპოვება.
 მისი  თანამედროვენი ბევრჯერ გავხდით   თეატრალური დღესასწაულის  მომსწრენი, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძე მისი შემოქმედებით გვანიჭებდა. კინოში შექმნილი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  ხასიათის  სახეები....  ეს იყო ნიჭის დღესასწაული. ნიჭის რომელიც თითქოს ამოუწურავი და .. ულევი იყო მასში.
 რამაზ ჩხიკვაძის წასვლით რაღაც დასრულდა   და'' რუსთაველის თეატრის'' ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიხურა.

                                       









რამაზ ჩხიკვაძე
 2011 წლის
17 ოქტომბერს
 
83 წლის ასაკში
 გარდაიცვალა.


       

როცა მიდიან დიდი ადამიანები,არ იცი რა თქვა, რა დაწერო ან კი ღირს რამის თქმა. იმდენად მაშტაბურია  მისი სამყარო    .ყველა  ფრაზა ბანალური  მეჩვენება,ვერ პოულობ თითქოს სიტყვას,რომელიც ამ ადამიანის წასვლით შექმნილ სიცარიელეს ზუსტად გამოხატავს.
     გია ყანჩელი განუმეორებელი შემოქმედებით ,მისი მუსიკალური სამყაროთი, საოცრად მაშტაბური,ყველგან იყო.თეატრში,კინოში,მის კლასიკურ მუსიკას უსმენდაა მსოფლიო.
 რაღაც დამთავრდა თითქოს.კიდევ ერთი დიდი შემოქმედი წავიდა და დატოვააა განუმეორებელი  მუსიკალური საგანძური.
     როგორც თვითონ ამბობდა ''თუ 50 წლის მერე  შესრულდება ჩემი ნაწარმოებები და მოუსმენენ ჩემს მუსიკას მისია შესრულებული მქონია'' -გია ყანჩელი
   შ ე ს რ უ ლ დ ე ბ ა -    თაობიდან თაობაში  გადავა ეს მუსიკალური ბგერები.  სულ იქნება
და არასოდეს დამთავრდება   გ ი ა    ყ ა ნ ჩ ე ლ ი
რ ო ბ ე რ ტ   ს ტ უ რ უ ა-რა უნდა დაწერო ახალი ადამიანზე,რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად.მასზე,როგორც შემოქმედზე ბევრი თქმულა. მისი შემოქმედება მუდმივად ხდება განსჯის საგანი.ის შესულია თეატრის ისტორიაში და აღიარებულია,როგორც დიდი მაშტაბის ხელოვანი.


 1963 წლიდან, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს რუსთაველის თეატრში.
  ''პირველ პერიოდს დავარქვათ,რომ ეს უფრო იყო  სწავლა.მე არ ვიცოდი რა მინდოდა თეატრში,რა უნდა მეთქვა,
მქონდა თუ არა სათქმელი. ამხელა თეატრში რო დგამ სპექტაკლს,ასე უბრალოდ    სპექტაკლს ხო არ დგამ.რაღაცას ეუბნები ადამიანებს. 1972 წლისთვის უკვე რაღაცას თითქოს მივხვდი,უფრო ძლიერად მივხვდი ,როცა დავდგი ''ყვარყვარე''.
 იქიდან დაიწყო მეორე დიდი პერიოდი.''    წერდა რობერტ სტურუა.(დ.მუმლაძე''ნადირობა გოდოზე'')


(  მიშა  თუმანიშვილი, რობერტ   სტურუა, თემურ    ჩხეიძე )
   
ეს პერიოდი კი იყო საოცარი ხანა რუსთაველის თეატრისთვის . .სტურუას    ყოველი ახალი  წარმატებული თუ ნაკლებად წარმატებული ნამუშევარი ყოველთვის  მოვლენა იყო და არის. ზუსტად იცი ,რომ შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსე გამოხვალ თეატრიდან. მისი შემოქმედება 100-ზე მეტ სპექტაკლს   ითვლის.როგორც თვითონ აღნიშნავს ინტერვიუში 70-იანი   წლებიდან იწყება  სტურუასეული ახალი თეატრალური ესთეტიკის დამკვიდრება ქართულ სცენაზე.











           ( გია ყანჩელი,    რობერტ სტურუა )

''მე ვარ რეჟისორი,რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი.მე მასში თავს  ყველაზე კარგად ვგრძნობ.ეს გახლავთ ტრაგიკომედია,  ტრაგიკული ფარსი,ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა''-რობერ სტურუა. (დ.მუმლაძე  ''ნადირობა  გოდოზე'')
    ''ყველა მის დადგმაში კარგად ჩანს მისი მოქალაქეობრივი  პოზიცია,მისი მისწრაფება,როგორც პიროვნებისა და როგორც რეჟისორის,გამოიკვლიოს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი,პიროვნების თავისუფლების ასპექტები.პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება,სახელმწიფოს ტირანული მმართველობის წინააღმდეგობანი,სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე აკეთებდა კლასიკურ ნაწარმოებთა თავისებურ,შეიძლება,საკამათო   ინტერპრეტაციებსაც კი.რობერტ სტურუა ზოგჯერ მარცხდებოდა, ზოგჯერ იმარჯვებდა,მაგრამ არასოდეს არ ღალატობდა თავის მრწამს.იგი ყოველ დადგმაში  ''ხანუმადან'  მოყოლებული,  ეძიებდა და ცდილობდა წარმოეჩინა ახლებური რეჟისორული სტილისტიკა.,შეექმნა  მისთვის დამახასიათებელი სათეატრო ენა''  (მაკა ვასაძე ''რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა'').
 გაჩნდა შემოქმედებითი ტანდემი რამაზ ჩხიკვაძე,გია ყანჩელი. გოგი ალექსი-მესხიშვილი,მირიან შველიძე და დაიბადა სრულიად ახალი,განსხვავებული სტურუას თეატრი.  თითქმის ყველა ფესტივალზე წარსდგა მისი სპეკტაკლებით და მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა არგენტინაში,ავსტრალიაში,პოლონეთში,საფრანგეთში.სტურუამ გააცნო ქართული თეატრი  მექსიკას, ედინბურგს, ლონდონს,იერუსალიმს რომს, დუსელდორფს .
შექსპირის პიესები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგა. ლონდონის ''რივერსაიდ სტუდიაში დადგმული ''ჰამლეტი''ალან რიკმანის მონაწილეობით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ,50 წლის განმავლობაში    შექმნილ   10 საუკეთესო სპექტაკლებს შორის დაასახელა. ''კავკასიური ცარცის წრე'' XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულში შევიდა''

 
                                           
''ყველაფერს ირონიულად  ვუყურებ. იცით ირონია  მეხმარება, თუ ადამიანი პირველ ყოვლისა საკუთარ თავს არ უყურებს  ირონიულად,მაშინ შენში ნელ- ნელა ლპება ის მთავარი ,რომლის  გარშემოც მოძრაობს შენი სული და შენი პიროვნება. ასე რომ,ვარ თუ არა კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? გულწრფელად  რო გიპასუხოთ ვარ''- რობერტ სტურუა

 
   
 
დღეს რობერტ სტურუა იუბილარია...მაყურებელი კვლავ ელოდება მისგან  თეატრალურ  დღეასასწაულს.''აბა რა გითხრათ! მე ბედისწერას ვუთხარი.; ლამაზი ქალი ხარ! შენ მოგყვები ,სადაც გინდა იქით წამიყვანე   და მგონი ცუდ ადგილას არ მიმიყვანა,ბედისწერისთვის ბრძოლა არ გამომიცხადებია მე მას მივენდე ,რადგან ბედისწერის მჯერა''. - როებრტ სტურუა''

     
             31 ივლისი - რეჟისორი რობერტ სტურუა 81 წლის გახდა. ის აქ ცხოვრობს,ჩვენს გვერდით,ადამიანი რომელმაც სრულიად ახალი განსხვავებული თეატრალური სამყარო შექმნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ემოცია აჩუქა ქართველ მაყურებელს.






კახი კავსაძეზე ბევრი თქმულა და დაწერილა,როგორც მსახიობზე და ადამიანზე. მისი პიროვნება სიკეთესთან ასოცირდება. მას ყველა სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებს.
   კახი კავსაძე  დაიბადა თბილისში ცნობილი ლოტბარის დავით კავსაძის ოჯახში.

 თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში და დღემდე ამ გუნდის უცვლელი წევრია.უამრავი თაობა   მოვიდა,  წავიდა თეტრიდან .   განაწყენებულმა  რეჟისორმა თუ მსახიობმა  სხვადასხვა თეატრებში განაგრძეს მოღვაწეობა,კახი კავსაძემ ბოლომდე უერთგულა თავის საყვარელ თეატრს.ეს თვისება მან ღირსეულად ატარა არა   მარტო თეატრში.

კახის და  ბელას სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა.სამაგალითოა კახი კავსაძის საქციელი,რომელმაც წლების განმავლობაში ხელის გულზე ატარა საყვარელი ქალი.
და ამ სიყვარულის ერთგული დარჩა ბოლომდე.
კახი  როცა საუბრობს ბელა მირიანაშვილზე. მახსენდება პატარა ეპიზოდი, რომელიც ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.   რობერტ სტურუა დგამდა სპექტაკლს''ვარიაციები თანამედროვე თემაზე'' როგორც აბიტუირიენტი ვესწრებოდი რეპეტიციებს,უკვე საკმაოდ დაუძლურებული  ბელა ხელში აყვანილი  აყავდა სარეპეტიციო დარბაზში ბატონ კახის ,რადგან ბელას კიბეზე უჭირდა ამოსვლა....''რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა არ ვიცი როგორ ვიცხოვრებდი''-კახი კავსაძე.

იგი ყოველთვის იყო მოთხოვნადი მსახიობი თეატრშიც და კინოშიც .მისი შექმნილი სახეების ჩამონათვალი დიდია. რეჟისორები მას წყალობდნენ არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ჯილდოები,პრემიები თუ პრიზები  არ დაკლებია ყველასთვის საყვარელ მსახიობს.
                                                         რუსთაველის გამზირს, თეტრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი ამშვენებს.
   



5 ივნისს  ნიჭიერ კაცს, ერთგულ მეგობარს ,კარგ მამას და კეთილ ბაბუას 84 წელი შეუსრულდება......
                         
                                                                                 


იანვრის  ჩვეულებრივი დღე  იდგა 1982 წელი.რუსთაველის თეატრი  თავის საყვარელ მსახიობს ემშვიდობებოდა   .მაყურებელმა მქუხარე ტაშით გააცილა  ეროსი   მანჯგალაძე   უკანასკნელ  გზაზე....
 
''1982  წლის  26  იანვარს   დასრულდა  ეროსი მანჯგაალაძის   ცხოვრება.უკანაკნელად გამოჩნდა ეროსი თავის   საყვარელ სცენაზე   ზღვა  ხალხში.
ცოცხალი   ადრე   გამოეთხოვა   ამ სცენას,ახლა უკანასკნელად ეთხოვება უკვე გარდაცვლილი.''
             
                                          (ვ.კიკნაძე''ჩვენი ეროსი'')




ეროსი მანჯგალაძე  1925 წლის 3 მარტს   სოფელ ღანირში (სამტრედიის რაიონი) დაიბადა.   იქვე   მიიღო პირველი   დაწღებითი    განათლება..მისი ბავშობა ადრეულ ასაკში დამთავრდა .მამა დააპატიმრეს,დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი ,ძმა ომში უგზოუკლოდ დაიკარგა.  დაზე    ზრუნვა და   მთელი პასუხისმგებლობა    მას   დააწვა    მხრებზე.
   '' ადრე დაიწყო   თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა.ის მძაფრად  განიცდიდა ბავშობის წლების     მოგონებებს.   ყველაზე   ფაქიზი   სიმი შეერხეოდა ,როცა ბავშობას უხსენებდი.იშვიათად    ყვებოდა    თავის ბავშობის   წლებზე    ,რაღაც ღრმა ნოსტალგია ეუფლებოდა ამ დროს.''(ვ.კიკნაძე  ''ჩვენი ეროსი'')
1932 წლიდან ის  თბილისში იწყებს ცხოვრებას.სკოლის დამთავრების თანავე 17 წლის იყო  რადიოკომიტეტში    დიქტორების   კონკურსში    მიიღო მონაწილეობ და 32 კონკურსანტში გაიმარჯვა..ომის წლებში ყველა ოჯახში ისმოდა მისი ხმა    და   ყველასთვის    ძალიან ახლობელი გახდა.


მიუხედავად    მისი   საოცარი  პოპულარობისა ის საოცრად თავმდაბალი ,მორიდებული ადამიანი იყოოო,და ასეთად დარჩა სიცოხლის ბოლომდე.

სტუდენტობის წლებში შეასრულა ხუთი როლი- გამბიე (ლეტრაზის  ''პაწია''),ტეტერევი (მ.გორკის ''მდაბიონი''),კოლომიცევი (მ.გორკის''უკანასკნელნი''),მამილო ჟანი (ფ.პიას''პარიზელი მეძონძე''  და ბრეტი (  გოუსა და დიუსოს'' ღრმა ფესვები '')

 აქედან ოთხი სპექტაკლი დოდო ალექსიძეს ეკუთვნოდა.


     დიმიტრი ალექსიძეს თვლიდა მის პედაგოგად.''არ ვიცი რა ხარისხის  და წონის მსახიობი ვარ,მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი-თუ ჩემში    არის    რაიმე    ნორმალური და ღირსშესანიშნავი,   უპირველესად    ბატონი     დიმიტრის,როგორც    პედაგოგის და რეჟისორის      დამსახურებაა''-წერდა ეროსი  მანკჯგალაძე.

ეროსი მანჯგალაძე   იყო სულით ხორცამდე ქართველი.,კომედიის თეატრის სრულიად ახლებური ,,თვითმყოფადი ნამდვილი ხელოვანი,საოცრად     თავისუფლად   გრძნობდა სცენაზე     თავს ,   იმპროვიზაციის    დიდი    ოსტატი   და  ეს      სამსახიობო უნარი საოცრად  მრავალფეროვანს   ხდიდა    მის    პერსონაჟებს.






(ფუჩიკი-''ადამიანებო იყავით ფხიზლა''
 
    იოზეფ პეშეკი )    1951 წელი






   

(ნუშიჩი--''ფილოსოფიის დოქტორი'' 1956 წელი)




ყველა    როლი    უფრო და   უფრო  ახალი კუთხით    წარმოაჩენდა    ეროსის  ნიჭიერებას.''ოიდიპოსის''    როლის შესრულების    შემდეგ    გამოიკვეთა მისი უნარი,შექმნას ტრაგიკული ხასიათის პერსონაჟები,არანაკლებ საინტერესოდ და მაღალ    დონეზე.
1958 წელს ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე ''ვ  ჭაბუკიანის ''ოტელო'' და'' ოიდიპოს მეფე'' ნამდვილ სენსაციად იქცა.



(''ოიდიპოს მეფე'')

''მსახიობი,რომელიც იმპროვიზაციის ტექნიკას ფლობს,უფრო ცოცხლად და ბუნებრივად თამაშობს,ვიდრე მსახიობი,რომელმაც როლი შეისწავლა და   დადგენილ რეჟისორულ ნახაზში თამაშობს'' ეს მიხეილ თუმანიშვილის  სიტყვებია.ამის საუკეთესო მაგალითია რობერტ სტურუას  მიერ დადგმული'' ხანუმა''. და ორი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის და ეროსი მანჯგალაძის ტანდემი. არცერთი სპექტაკლი არ გავდა ერთმანეთს, მთლიანად იმპროვიზაციაზე იდგა მათი საერთო სცენები, და ეს იყო ნამდვილი ფეივერკი.



(ა.ცაგარელი ''ხანუმა''-   თავადი   ლევან ფანტიაშვილი  1968 წელი)
''თეატრი ჩემი მეორე სიცოცხლეა'' ამბობდა მსახიობი.


1975 წლიდან ახალი პროცესები იწყება. რეჟისორი რობერტ სტურუა  სრულიად ახალ თეტრალურ ესტეტიკას ამკვიდრებს  რუსთაველის თეატრში  და შვიდი წელი  უმოქმედოდ რჩება ეროსი,იგი რუსთაველის თეატრში აღარაფერს  ქმნის რაც მისთვის ზედმეტად  მტკინვეული აღმოჩნდა.- მიხეილ თუმანიშვილი იხსენებს''-რუსთაველის თეატრიდან მოვდივარ, მიმიღებ შენს  სტუდიაში?- მიგიღებ ვუპასუხე მე-ოღონდ, რუსთაველის თეატრიდან ნუ წახვალ,ეს არც ისე უბრალო ამბავია.მეორე დღეს მოვიდა ჩვენთან ხმაურიანი, აღგზნებული და რაღაც ქსოვილის ფუთა მოათრია,როცა იგი გავშალეთ     გულმა ბაგა- ბუგი დამიწყო- ეს იყო ჩვენი ''ჭინჭრაქას ფარდა!''
''კაცთმოყვარეობა, გულუბრყვილობა, დიდი შრომის უნარი.    დამთმობიც იყო ცხოვრებაში.
სცენაზე,როცა როლი  კარგად გამოსდიოდა და ეს უმეეტეს  შემთხვევაში ასე იყო ხოლმე,-გამოიკვეთებოდა მისი მაღალი პროფესიონალიზმი.   პარტნიორს    სცენაზე დიდ პატივს სცემდა, უაღრესად   უყვარდა ახალგაზრდები..ბოლო წლები კინომსახიობთა თეტრში გაატარა ,მაგრამ გული მაინც დიდი სცენისკენ მოუწევდა,ეტყობა მისი სანატრელი როლი წინ ეგულებოდა''( გ.გეგეჭკორი  1989წელი 12 იანვარი )
მსახიობის სიკვდილთან ერთად კვდება მისი ხელოვნებაც,თუმცა მისი შემოქმედება საბედნიეროდ დარჩა ფირზე .სპექტაკლის ჩანაწერები და კინო გმირები,რომელიც   მრავლად შექმნა ქართულ კინოში.



(''გვადიბიგვას'' ჩაწერის დროს)
''ჰქონდა თუ არა ეროსის სულიერუ ტკივილი? რა თქმაუნდა ქონდა.თავისი შემოქმედებითი ცხოვრების პირველ ნახევარში,მარტოობის წუთებში მას არ შეეძლო ნაღვლიანად არ ჩაფიქრებულიყო,იმაზე თუ ზოგიერთი თეატრალური კრიტიკოსი რატომ ცდილობდა დაემტკიცებინა,რო ეროსი მხოლოდ კომედიური ხასიათის მსახიობია და  მასში ვერ ამჩნევდნენ მის დრამატულ,ტრაგიკულ შესაძლებლობებს..ეროსის ჩავარდნა მე პირადად არ მახსოვს. ა.   ხორავას შემდეგ   ეროსი   მანჯგალაძე    იყო ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობი ქართულ თეატრში.
ვნანობ,რო არასოდეს ვეუბნებოდი მას   ჩემი გრძნობების შესახებ,არც ისე ბევრი მაქვს დაწერილი.ვალში დავრჩი მის წინაშე''.
(თეატრმცოდნე  ეთერი გუგუშვილი )
                                                                                                                         


(გ.ხუხაშვილის ''ზღვის შვილები"  ბოცო- ეროსი მანჯგალაძე 1961 წელი)


''ის ცდილობდა ,მაგრამ ვერ ფარავდა,ძალიან მარტოხელა იყო,მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეგობარი და თაყვანისმცემელი ყავდა''         (მიხეილ თუმანიშვილი)




(უ. შექსპირი-''მეფე ლირი''  კენტი ეროსი მანჯგალაძე  1964 წელი)

''1982წელს ეროსიზე''საბჭოთა საქართველოში'' წერილი გამოვაქვეყნე.ჟურნალში ტექნიკური შეცდომა გაიპარა და წერილს წარუძღვა -''60''. (შემდეგ ჟურნალშივე მოიბოდიშა რედაქციამ ტექნიკური შეცდომა)  
ეროსიმ მადლობის სათქმელად დამირეკა''60''არ უხსენებია არც შემდგომ უთქვამს რამე ამ თემაზე,ისე მიიღო თითქოს მართლც სამოცი წლის იუბილარი იყოო,
სამოც წლამდე არ მიუღწევია 58 წლის ასაკში გარდაიცვალა''

 (ვ კიკნაძე ''ჩვენი ეროსი'' )




.

no image
რობერტ  სტურუაზე ბევრი დაიწერა და ითქვა და,.არა მარტო    საქართველოში.   .თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორს,რომელმაც თავისი საკუთარი მოდელი შექმნა.უამრავი ჯილდო და რეგალიები მიენიჭა .
  ახალს რას იტყვი ან რას დაწერ მსოფლიოში აღიარებულ ადამიანზე.ის უკვე შესულია  თეატრის ისტორიაში როგორც დიდი მაშტაბის ხელოვანი.  მართლაც როგორი ღარიბი იქნებოდა  მის გარეშე
ჩვენი თეატრალური  შთაბეჭდილებები,რამდენი დღესასწაულის  მომსწრე ვერ გავხდებოდით.
 
სტურუას სამყარო მრავალფეროვანია ,მისი ფანტაზია ამოუწურავი,ამიტომაც ყოველი ახალი სპექტაკლი მოვლენაა წარმატებული  თუ ნაკლებად წარმატებული.მის ნამუშევარს ელოდები და იცი ,შთაბეჭდილებებით სავსე გამოხვალ  თეატრიდან.
 
   
   თითქმის ყველა ფესტივალზე იყო მიწვეული მისი სპექტაკლებით.
სტურუათი და ქართველი მსახიობების პროფესიონალიზმით აღრფთოვანებული მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა  არგენტინაში,ავსტრალიაში,პოლონეთში,
 საფრანგეთსა თუ  შვეიცარიაში.სტურუამ დაიპყრო მექსიკა,ედინბურგი,ლონდონი,იერუსალიმი, რომი, მოსკოვი,დიუსელდორფი.
  .
 რობერტ სტურუას  მრავალწლიანი მოღვაწეობა 100-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის.''
 1970 წელს პ.კაკაბაძის  ''ყვარყვარე'' დაიდგა. ეს იყო სრულიად განსხვავებული  თეატრალური აზროვნება რამაც გააჩინა''რობერტ სტურუას თეატრის'' მცნება.
  ''მე მაქვს სხვა სამყარო,გრძნობებისა და ემოციების სამყარო.რასაკვირველია,ყველა სპექტაკლში, პატარა  სცენებშიც კი აზრი დევს''  (რობერ სტურუა  )
  ბრეხტის ''კავკასიური ცარცის  წრე'' მეოცე საუკუნის საუკეთესო სპექტაკლების კრებულში შევიდა.ლონდონის ''რივერსაიდ  სტუდიაში''დადგმული  ''ჰამლეტი'' ალან რიკმანის  მონაწილეობით   კი  შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ 50 წლის განმავლობაში შექმნილ 10 საუკეთესო  სპექტაკლებს შორის დაასახელა.
  მას იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში   და მისი ნამუშერვრები ამშვენებს   ცნობილ შემდგარ,    წარმატებულ თეატრებს.


რობერ სტურუას საქართველოს ფარგლებს  გარეთ რომ ეცხოვრა ,გულზე მჯიღს დავირტყამდით, ვიამაყებდით და ჩვენს ამბიციას და პატივმოყვარეობას დავიკმაყოფილებდით მისი ქართველობით.
ის აქ ცხოვრობს, ჩვენს გვერდით.  რეჟისორი ,რომელმაც რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის მანძილზე ქართული თეატრის ახალი ეპოქა შექმნა , და მისი სახელი გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ  ჯერ თეატრიდან გავაგდეთ, გადაუარეთ ლანძღვა და უშვერი სიტყვები  არ დავაკელით   დღეს  პარლამენტის  100 წლისთავისადმი მიძღვნილი- მისებურად დანახული დადგმული
სპექტაკლი  არ ვაპატიეთ თუნდაც ვინმესთვის მუიღებელი ან არ მოსაწონი. ჯანსაღი კრიტიკაც არსებობს, რომელიც ჩვენ ჩავანაცვლეთ წარმოუდგენელი ღვარძლით და..           საკუთარი ხელით დავაწერინეთ- '' მე უნიჭო   რეჟისორი კედელთან მიმაბჯინეს და დამხვრიტეს''.........
                          .............''მტერი აურაცხელი გვყავს ჩვენს სიმცირეს მივსტირით მუდამ.
                           
                                      მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია ისე დავკორტნით ,როგორც
                                 
                                      დაკოდილ ძერას ყვავები''....
                                   
                                     

                                                           (  კონსტანტინე   გამსახურდია ''დიდოსტატის მარჯვენა'')













                                   

                             

                               
                   


                           






no image
   


                     ''ახალი თაობა   რობერტ სტურუას   შესახებ''
     
                                 
                                         გაგრძელება..........
 


   როდესაც    ამ პროექტის    შესახებ    გავიგე  ძალიან  მოხიბლულუ დავრჩი და  დაუფიქრებლად გადავწყვიტე,რომ ჩავწერილიყავი და მეც ვზიარებულიყავი სტურუას სამყაროს.სპექტაკლებამდე როგორც გაგვაფრთხილეს,მისი  შემოქმედება არც თუ  ისე ადვილი გასაგები  იქნებოდა,ამიტომ  თავიდანვე  დიდი ინტერესითა   და ყურადღებით განვეწყვე.პირველივე  სპექტქკლის დაწყებიდან  ძალიან   მცირე დროში  უკვე ზედმეტად  დაძაბული ვიჯექი და ისე ვუყურებდი.ცოტა რთული  აღსაქმელი იყო,რისი თქმა სურდა ამით სტურუას.ისეთი შეგრძნება დამეუფლა  თითქოს  ჩემს გარშემო დიდი გაუგებრობა იყო. ვცდილობდი არცერთი მომენტი არ გამომეტოვებინა და თითოეული ფრაზა და სიტყვა დამეჭირა,ჩავღვრმავებოდი და გამეგო თითოეულის  აზრი და მნიშვნელობა,შემდეგ დამეკავშირებინა ერთმანეთთან  და ასე მაინც გამეგო სტურუას მიერ დანახული სამყარო.
   
შემდეგ სპექტაკლებზე  გადავწყვიტე უფრო დამშვიდებულად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მეყურებინა,რადგან ვიფიქრე ასე  უფრო კარგად გავიგებდი და შეკითხვებიც აღარ დამრჩებოდა,მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.
 თითქოს ვიგებდი, მაგრამ ბოლომდე აზრის გამოტანა მიჭირდა.
    ერთადერთი  სპექტაკლი, რომლის იდეაც მომეწონა ეს იყო ''დაკანონებული უკანონობა'' რადგან ის სწორედ დღევანდელობასა და რეალობას შეესაბამებოდა.
ამ სპექტაკლში სტურუამ  წინა პლანზე წამოწია ,როგორც პოლიტიკა    ისე სპორტი.მას უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა  თუ რამდენ რამეზეა წამსვლელი ადამიანი ძალაუფლების  დასაუფლებლად,თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამის გამო ერთმანეთის ჩაგვრა და ერთმანეთზე  ძალადობა. სპექტაკლის დასასრულს გამოაცხადეს,რომ ''ბარსამ'' გაიმარჯვა, ამით კი სტურუას სურდა ეთქვა,რომ დღევანდელობაში ადამიანის ღირებულებები ისე შეილახა,რომ იგი ხშირად რეალურ პრობლემებს  ვერ ხედავს და მთავარ პრობლემად შესაძლოა,სწორედ სპორტს აღიქვამდეს და მნიშვნელობას იმას ანიჭებდეს,თუ ფეხბურთის რომელი გუნდი გაიმარჯვებს.

                                           თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                   
                                                           X  კლასი  -   ელენე ბერძენიშვილი


         
რობერტ სტურუას დადგმები  ყოველთვის განხილვის საგანია და  არ შემიძლია  მეც არ ვთქვა თუნდაც ორიოდე სიტყვა მის შემოქმედებაზე.მან იცის ,როგორ გადმოსცეს ამა თუ იმ ეპოქის პრობლემა,მიანიჭოს საგნებს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა.მიუსადაგოს  ეპიზოდს დეკორაცია და მუსიკა ისე, რომ  მაყურებლისთვის მიმზიდველი და რაც მთავარია საინტერესო გახადოს.რეჟისორი   ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს,როგორიცაა ადამიანებს შორის ნდობის  დაკარგვა,მეგობრისა და სამშობლოს ღალატი,ეგოიზმი, ძალაუფლებისთვის  ბრძოლა და პოლიტიკური ვითარება.

''დაკანონებული  უკანონობა'' ჩემი ერთერთი ფავორიტია. აქ    გადმოცემული  იყო  თუ  როგორ უსამართლოა ცხოვრება და  იმისთვის რომ  დაუნდობლობას გადაურჩე  თავად უნდა იყო ასეთი;''მხოლოდ ძლიერს, ულმობელს  უღიმის  ბედი''.ასევე გამოკვეთილია ხალხის უნდობლობა და ადამიანის,როგორც  ცოცხალი არსების,დაუფასებლობა;თუ საჭირო ხარ გადაგარჩენენ''. ამ ყველაფერს არც სიკეთის კეთება შველის,პირიქით კეთილი ადამიანი ორმაგად ისჯება;''სიკათის მთესველს სიკეთე ღუპავს''.
  სპექტაკლის დეკორაცია  მინიმალისტური   იყო,რაც წარმოდგენილ სიტუაციებს ემოციურად ამძაფრებდა.სამაგიეროდ მუსიკა იყო ამყოლი,რომელიც სიმძაფრეს ანეიტრალებდა და ვფიქრობ ცოტა ცინიზმსაც გადმოსცემდა თავისი მხიარული ჰანგებით.
                                     

                                           ქ. თბილისის 47-ე   საჯარო   სკოლა
                             
                                                              ლეილა ჩერქეზიშვილი
                             

                                                           
  უპირველეს ყოვლისა  მინდა მადლობით დავიწყო ჩემი წერილი,რადგან საშუალება მომეცა დავსწრებოდი უნიჭიერესი ქართველი   რეჟისორის  ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლებს. თითოეულმა  მათგანმა  წარუშლელი შთაბეჭდილება და ემოცია დატოვა ჩემში.გახსნა ახალი სარკმელი  ხელოვნების იდუმალ და ამაღელვებელ სამყაროში,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე მინდა შევაჩერო ყურადღება და ვისაუბრო ''იულიუს კეისარზე''. რომელიც გამორჩეულად მომეწონა.
  რეჟისორმა  არაერთგზის გააცოცხლა გენიოსი შექსპირის  უკვდავი პერსონაჟები სცენაზე და თავად მწერლის   სამშობლოშიც კი, ინგლისშიც    გაითქვა   სახელი შექსპირის ახლებური,სრულიად განსხვავებული ხედვისა და  გენიალური  მიზანსცენების დადგმით.ამჯერად იგი დგამს ერთ მოქმედებიან სპექტაკლს.ის  შექსპირის  ხუთი მოქმედებიდან ირჩევს იმ ნაწილს, სადაც კეისრის წინააღმდეგ   პირს კრავენ    რომის სენატის წევრები და დიქტატორი   შეთქმულების მსხვერპლი ხდება.  ჩემი აზრით რეჟისორმა  ყველაზე საინტერესო და მძაფრი ეპიზოდი შეარჩია. თვითონ პიესის მორალი გახლავთ  ის რომ,ვინც    დანაუშალს ჩადის  ,ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება. მთავარი სათქმელი ძალიან საინტერესო   ფორმით არის გადაწყვეტეილი.
  მსახიობების მინდა ავრნიშნო.ძალიან კარგად  იყვნენ არჩეულები პროფესიონალურად და ოსტატურად გადმოსცემდნენ რეჟისორის  ჩანაფიქრს. გასაოცარი მოულედნელობა და ინტერესი გამოიწვია ჩემში დეკორაციებმა და მსახიობების  ჩაცმულობამ. სპექტქკლის დაწღებამდე  ველოდებოდი ძველ რომაულ   ტანისამოსს,სანაცვლოდ კი ოცდაათიანების ,კერძოდკი,იტალიური მაფიის ტანისამოსი დამხვდა. ჩემი აზრით ამიტ რობერტ სტურუამ გვით,რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი დროის,ერთი ეპოქის პრობლემა,იგი ყველა  დროში იჩენს თავს,ადამიანთა ბუნება უცვლელია.
    ძალიან მომეწონა სპექტაკლი. ყოველი წუთი დატვირთუილია  და საინტერესო.
 

                                                                                            მარიამ   ჯანაშვილი



      ''ვანო და  ნიკო''-ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთიერთობის მაგალითზე რობერტ სტურუა  ხატავს  ადამიანის ორ ტიპს,ორ განსხვავებულ სახეს. მათი  მეტამორფოზებით,ხასიათის განვითარების სხვადასხვა საფეხურებით და მდგომარეობით,რომელშიც ისინი სხვადასხვა  ვითარებაში ექცევიან.სპექტაკლი   ვერც''ვიზუალურ ემოციურობას იწვევს,რომელიც   თანამედროვე  თეატრის მთავარი და წამყვანი ხერხია.ამ სპექტაკლში ისევ  ვხვდებით უკვე მრავალგზის  აპრობირებულ,ნანახ და  გაშიფრულ ფუნქციაშეუცვლელ მეტაფორებს;-ბანერზე დაბეჭდილ შედევრთა რეპროდუქციებს,სკამებს ადამიანთა სტატიკურ ფიგურებს,კიბეს....რომელიცუბრალოდ სივრცეს ავსებს. იგივეს ვერ ვიტყვი  მხატვრულ  განათებაზე,რომელიცსპექტაკლის ვიზუალური ნაწილისგან  ყველაზე    ეფექტური,დინამიკური და კონცეფტუალურია.განათება სპექტაკლში მთავარი მოქმედი  პირია,რომელიც თანამედროვე ,  ვიზუალით გატაცებული, ევროპული თეატრის პრინციპებში თავსდება. ..საბოოლოოდ მე ვფიქრობ,რომ არავის სჯერა ნოკოს გავანოების,ასეთი ბუნებაში არ არსებობს.ეს რომ ასეა გადასარევად იცის თავად სპექტაკლის ავტორმაც,მაგრამ პოზიტიური ფინალით ცხოვრება''გაგვილამაზა'' და თავიც მოიტყუა.
                                                                                             
                                                                                                     გვარი უცნობია.     
        ქ. თბილისის   სსიპ მე-2 საჯარო სკოლის დირექცი,   პედ. კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ,მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრს.                                         
         უდიდესი აპლოდისმენტები  მის ხელმძღვანელობას, მთელ შემოქმედებით კოლექტივს,განსაკუთრებით    კი რობერტ სტურუას იმ უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის,ყველა იმ საიტერესო და   შთამბეჭდავი სპექტაკლისთვის.რისი ხილვის საშუალებაც მიეცათ  IX-XII   კლასის მოსწავლეებს.

                             
    გაგაცანით ბავშვების დამოკიდებულება, მათი ემოციები,   რომელსაც.სპექტაკლიდან დაბრუნებულები  ვერ მალავდნენ ,პედაგოგებთან ერთად განიხილავდნენ თითოეულ წარმოდგენას. ჩვენ ვერ შევძლებდით  ფურცელზე გადატანილი  ყველა შთაბეჭდილებები  გაგვეცნო მკითხველისთვის. ეს არის   ბავშვების თვალით  დანახული  და აღქმული, მსოფლიოში აღიარებული  დიდი რეჟისორის ბატონ რობერტ სტურუას შემოქმედება.                                 
                                                                         


no image
   


         მადლობას  გიხდით მომავალ თაობასთან თანამშრომლობისთვის........
 

ასე მიმართავს  სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ  თბილისის N51 საჯარო სკოლა, შოთა რუსთაველის   სახელობის აკადემიური თეატრის ადმინისტრაციას,რომლის ინციატივითაც   სკოლის უფროსკლასელებიი დაესწრნენ       რობერტ    სტურუას სპექტაკლებს.
 


   შთაბეჭდილებები  და ემოცია, მოსწავლეებმა  ფურცელზე გადმოიტანეს. ბავშვის თვალით დანახული და აღქმული სტურუას სამყაროს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.....
   
ეტაპობრივად და უცვლელად მოგაწვდით მათ...


 ''   სტურუას რამოდენიმე სპექტაკლის ნახვის შემდეგ იმ აზრამდე მივედი,რომ  სპექტაკლების
     
უმეტესობაში არ დევს ერთი მამოძრავებელი დედააზრი,რომლის ირგვლივ ვითარდება  მოქმედება და ამიტომაც,ჩემი აზრით,მათგან   ყველას    სხვადასხვა აზრი გამოაქვს.
 
მისი სპექტაკლებიდან განსაკუთრებით  მომეწონა  ''12  განრისხებული მამაკაცი''.
  ამ სპეტაკლის ყურება ერთი სიამოვნება იყო და  მისი დასრულებისას საოცარი  ენერგიით დამუხტული დავტოვე დარბაზი. თითქოს შეუძლებელი  იყო ასეთი კარგი შინაარსის  მქონე სიუჟეტი   ვინმეს გაეფუჭებინა,მაგრამ დადგმა ძალიან კარგი იყო,გარდა  ამისა ყოველთვის სასიამოვნო საყურებელია ამდენი ნიჭიერი  ადამიანის სცენაზე  ერთად  ყურება.
 მ.ჯინორიას შესრულება კი უდავოდ  გამოსარჩევი   იყო! მუსიკასთან  ერთად სპეკტაკლი მთლიანობაში მართლაც შესანიშნავია. სწორედ ამ დადგმაზე შეიძლება გამოვიყენოთ
  გამოთქმა''თეატრი  მაინც სხვააა''

                                                                                                                                 ანი კაკაჩია

   

 ''ამ სპექტაკლებით დიდათ ვისიამოვნე.პირველ რიგში უნდა ავღნიშნო  მსახიობების პროფესიონალიზმი.განსაკუთრებით მომხიბლა   აუდიოეფექტებმა.ამ ყოველივეს სრულ დაძაბულობაში  ჰყავდი  და მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. დეკორაციებს დიდი შთაბეჭდილება  არ მოუხდენია  ჩემზე, თუმცა გარემოებების განსაზღვრისთვის ნამდვილად აუცილებელი იყო.
  იმდენად რეალური იყო  ეს ისტორიები, რომ   თავს შენც მისი თანამონაწილედ აღიქვამდი.
 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თეატრი ნამდვილად არარის ერთ-ერთი  საუკეთესო ადგილი  განვითარებისთვის, სადაც შესაძლებელია შენი ყოველდღიური,შავ-თეთრი ყოფა გაიფერადო''

                                                                                                                     ლუკა ნინიძე



''ყოველთვის ვფიქრობდი,  რომ  თეატრი   უმნიშვნელოვანესი  ინსტიტუტია ადამიანის  კულტურული  განვითარებისთვის. სპექტაკლების  ყურებისას   ყოველთვის  ვგრძნობდი,რომ ამ სამყაროს არ ვეკუთვნი. ეს  სულ არ  შეედრება  ფილმის ყურებას, ან თუნდაც მუსიკით ტკბობას. ცოცხალი შესრულების  დროს ყოველთვის ივსები იმ დიდი და მრავალფეროვანი ენერგეტიკით,რომელსაც   მსახიობები  გადმოსცემენ.
  ნანახ სპექტაკლებს შორის  მაქვს რამოდენიმე   ფავორიტი,თუმცა აუცილებლად  უნდა გამოვყო''სადღაც   ცისარტყელას  მიღმა''.განსაკუთრებით  კი  მისი   ბოლო   მოქმედება,რომლის    ზეგავლენისგანაც თავის   დაღწევას  დიდი დრო მოვანდომე.
  თეატრში  ყოფნისას ხშირად მომდგომია  თვალებზე   ცრემლი.ძალიან მომწონებია   კონკრეტული  სცენა,მაგრამ ამ მოქმედების და მისგან მიღებული ემოციის დავიწყება
 უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა    ჩემთვის.''
                                   
                                                                                          ანზორ   გოგრიაშვილი

   

''თეატრი    ხელოვნების  ეს დიდებული დარგი,ყველაზე ნათლად და მკაფიოდ  გადმოსცემს  ადამიანურ ემოციებს და  ჩვენამდე   ხელუხლებლად მოაქვს. რობერტ სტურუას  ''ელექტრა''   ერთ-ერთი   მაგალითია ადამიანური  ინსტიქტის, დედ-მამაშვილური  სიყვარულისა.

  ეს  ერთმოქმედებიანი   დადგმა  თუმცა  მცირე  ხანგრძივლობისაა.ჩვენში  აღვიძებს   თანაგრძნობის  უნარს,რომელიც  დღეს  ადამიანებმა  ასე დაკარგეს. ელექტრას განუზომელი   სიყვარული   გააჩნია  მამისა და საყვარელი ძმის მიმართ.მათი   დაკარგვა   კი იმდენად ტრაგიკულადაა გადმოცემული,რომ მნახველში  უთუოდ   აღძრავს ტკივილის    შემსუბუქების   სურვილს.ეს კი იყო მიზეზი  იმისა,რომ  მთელი სპექტაკლის   განმავლობაში ჩვენ სუნთქვაშეკრულები არა ელექტრას,არამედ ჩვენს  თავებს  ჩავკირკიტებდით და წამით ისევ ის ადამიანები ვიყავით- ბუნებრივები,ჰუმანურები და თავისულები   ყველა ბოროტებისგან!!
იმდენად დავიკარგე   ამ სპექტაკლებში და ამავდროულად  ვიპოვე საკუთარი თავი,რომ  გასაკვირი არც არის, ცრემლნარევი რომ ვტკბებოდი იქაური ყოფით.''

                                                                                                       
                                                                                                         თამარ ზვიადაური

'' რობერტ სტურუა  ჩვენი დროის   ერთ- ერთი   საუკეთესო   რეჟისორია. ამ სიტყვების  სისწორეში   ცოტა ხნის წინ დავრწმუნდი. როცა  გავეცანი  მის შემოქმედებას. სპექტქკლი  ''ელექტრა'', '' ასულნი''.

თეატრის მიმართ  ცუდათ ვიყავი  განწყობილი,დროის  ფუჭად კარგვად  მიმაჩნდა  და მეგონა  ვერასდროს  შევიგრძნობდი  იმ  ემოციებს, რაც მას უნდა  გადმოეცა   ჩემთვის  ცოცხლად შესრულების დროს. თუმცა     რათქმაუნდა     ერთი ასეთი სპექტაკლის   ნახვაც საკმარისია  იყო   ჩემი აზრის შესაცვლელად.რობერტ  სტურუას  დიდებულებაში   ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ამდენ ემოციას,რომელიც    ჩემში გამოიწვია   არ ველოდი და არც იმას  ,რომ   როდესმე    სერიოზულად  მივიღებდი   სცენაზე   თამაშს''
სპექტაკლებს  იმდენად  საოცარი  მუსიკა ახლდა,   რომ ის არა მხოლოდ ამძაფრებდა სიუჟეტს   ყურების გარეშეც კი იწვევდა ემოციებს.
  სპექტაკლი''ასულნი''   უფრო მეტი საფიქრალი გამოიწვია, ვიდრე ''ელექრამ''. მის გასაგებად საჭირო იყო  ცოდნა იმ დეტალების,  რომელიც   ჩვენი ქვეყნის ისტორიაში   დევს,რაც ჩვენთვის 16-17 წლის ასაკის ბავშვებისთვის ცოტა  ძნელი გახადა მისი გაგება
  საერთო ჯამში ჩემთვის  ეს ორი სპექტაკლი  ნამდვილი საჩუქარი იყო.
  მადლიერი ვარ  იმ შეგრძნებებისა და ემოციებისთვის რაც ამ პროექტმა  მოახდინა  ჩემზე.''
                                                                                                                         
                                                                                           სახელი და გვარი უცნობია....                                                                                                   


''ამ სპექტაკლებზე დაყრდნობით  შემიძლია   ვთქვა,რომ ბ-ნი რობერტ სტურუას  კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია.მის სპექტაკლებში  ჰარმონიულად  თანაარსებობს   ტრაგედია   და  კომედია.პოლიტიკური ფარსი და  მელოდრამა.რეჟისორი
 მსუბუქად   და ელეგანტურად მართავს სცენას და მსახიობებს. მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.
 რობერტ სტურუასათვის ყოველთვის პრიორიტეტულია პოლიტიკა,ამას მივხვდი მისი სპექტაკლების ნახვისას,მაგრამ ყველაზე განსხვავებული იყო ''ვანო და ნიკო''. ის ამ სპეკტაკლშიც არ უვლის   გვერდს პოლიტიკას და ქვეყანაში  შექმნილ ვითარებას,რომელიც  უკვე მარადიულ პრობლემებშია გადაზრდილი,მაგრამ პრიორიტეტული   სტურუასთვის ამჯერად ადამიანია,მისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
 ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთირთობის მაგალითზე რობერტ სტურუა ხატავს ადამიანის ორ ტიპს  ,ორ განსხვავებულ სახეს   თავიანთი  მეტამორფოზებითა და მდგომარეობით     რომელშიც ისინი სხვადასხვა ვითარებაში იქცევიან.ამ ისტორიას  . სტურუა  სევდით,იუმორით და ირონიით გვიყვება.


მისი მორიგი სპექტაკლი, რომელიც ძალიან საინტერესო  იყო ,არის ''დაკანონებული  უკანონობა''.  სპექტაკლში   ბიზნესმენ კარლ  ლანგმანის მოგზაურობა უდაბნოში,ნავთობის საბადოს დასაპატრონებლად კიდევ უფრო გასამდიდრებლად.,ადამიანის  მიერ  ადამიანის   ჩაგვრაზე, მის სწრაფვაზე   გამდიდრებასა და  ძალაუფლების მოპოვებისთვის,სიკეთის დაუფასებლობაზე, ადამიანის მორალურ და  ფიზიკურ განადგურებაზე.,რომ ''კეთილ კაცს სიკეთე ღუპავს''-  რეჟისორმა იუმორით, იროონიით  და სიმსუბუქით გადმოქვცა.

                                                                                                                     ნინო რობაქიძე


''მე დავესწარი სამ სპექტაკლს ესენი იყო-''ვანო და ნიკო',''დაკანონებული უკანონობა'' და ''ნადირობის სეზონი''.
 ყველაზე მეტად გასაგები იყო''ვანო და  ნიკო'. ამ სპექტაკლში იყო მომენტი,როდესაც ვანო ადის კიბეზე. თავიდან  არის სამი საფეხური და ვანო ცოტათიც კმაყოფილდება,მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო მაღლა  ადის და რაც უფრო მაღლა ადის,ნაკლებად უხარია ეს ყველაფერი. ეს იმის მაგალითია,თუ როგორ აფუჭებს ადამიანს ძალაუფლება.
   ''დაკანონებული უკანონობა''და ''ნადირობის სეზონი'',ამ ორი სპექტაკლიდან ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე.ალბათ   სანამ   ვნახავდი   ნაწარმოები უნდა წამეკითხა, რომლის მიხედვითაც იყო დადგმული.არ ვიცი რისი ბრალია.შეიძლება არ ვარ იმდენად დაკვირვებული,რომ პარალელი გავავლო ამ ორ სპექტაკლსა და რეალობას შორის, შეიძლება არ ვარ საკმარისად ნაკითხი ან ჩემი ასაკი არ შეესაბამება ამ სპექტაკლებს.
                                                                                                     
                                                                                                   თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                 
                                                                                                     X  კლასი-. საბა უკლება       
                                                                                           

                                                                                                           

რობერტ სტურუას შესახებ ისევე,როგორც  ალბათ,  ყველა ქართველს,ბევრი რამ მქონდა გაგონილი,თუმცაღა მის შემოქმედებას პირადად არ ვიცნობდი.როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ  ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე, რატომაც არა?
ასე აღმოვჩნდი რუსთაველის  თეატრში.

პირველი სპექტაკლი,რომელიც ჩვენ ვიხილეთ,იყო''ვანო და ნიკო''.სპექტაკლის  დასრულების შემდეგ  დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ვანო და ნიკო იყვნენ მეგობრები,რომელთა ხასიათებიც  სრულიად განსხვავდება  ერთმანეთისგან.
ვანო  იყო გულკეთილი  ადამიანი,რომლისთვისაც  მისი და ნიკოს მეგობრობა პირველ ადგილზე    იდგა  და მის შესანარჩუნებლად  ყველაფერს    უსრულებდა ნიკოს.
ნიკო კი ბოროტ    მხარეს   წარმოადგენს  და ვანოს   გულკეთილობას  თავის  სასარგებლოდ იყენებს. ის სულ უფრო და უფრო მეტს სთხოვს  ვანოს და თან ახსენებს,რომ
ვანომ ეს მათი მეგობრობის  გამო უნდა გააკეთოს.მთელი სპექტაკლის მანძილზე არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას-ვანოსა და ნიკოს   შორის. სპექტაკლი ''ჰეფი ენდით'' მთავრდება ვანოც და ნიკოც ვანოდ გადაიქცევა.
 ჩემი აზრით ეს სპექტაკლი თითოეულ ჩვენგანში  საკუთარ  თავებთან არსებულ ბრძოლას ასახავს,თუმცა ნამდვილად  არ ვფიქრიბ,რომ ამ ბრძოლაში ყოველთვის ჩვენი კეთილი   მხარე  იმარჯვებს.
 კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ''დაკანონებული უკანონობა''.
ამ სპექტაკლში მთავარი ადგილი უჭირავს დღევანდელ  მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ თემებს-პოლიტიკას,სპორტსა  და ფულს.სპექტაკლში ნაჩვენებია თუ რა ხერხებს მიმართავს ადამიანი    ძალაუფლების მოსაპოვებლად;მუქარა,ძალადობა.
 მთელი წარმოდგენის მანძილზე  არის  დავა, კამათი ამა თუ იმ თემაზე. მოსამართლე კი ბუდააა.  თუმცა სპექტაკლის  ფინალი (სპექტაკლი მთავრდება ფრაზით''ბარსა  ჩემპიონია,
თავისუფლება კატალონიას.'')გვიჩვენებს, რომ   დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები იმდენად   ზედაპირულები გახდნენდა მათთვის, იმდენად   შეიცვალა ფასეულობები, რომ რეალურ პრობლემებზე  მნიშვნელოვანად  შესაძლოა,   რომელიღაც    ფეხბურთის გუნდის ჩემპიონობის საკითხს  თვლიდნენ.სპექტაკლი   გვეუბნება,რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარ  კეთილდღეობაზე ზრუნვით  და ფიქრით    არიან დაკავებულნი და არაფრად აგდებენ სხვების აზრებს, გრძნობებს და სიცოცხლეს.
 საბოლოოდ ვიტყოდი,რომ ჩემი აზრით  ,რობერტ სტურუა ცდილობს თავისი შემოქმედებით  გადმოქვცეს ის პრობლემები,რომლებიც დღევანდელ  მსოფლიოში  ძალიან აქტუალურია.ის ცდილობს გვიჩვენოს,რომ სამყაროში  უფრო დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე ჩვენ გვგონია და ჩემი აზრით ,მას    ეს კარგად  გამოსდის.
 
                                                                                                      თბილისის კლასიკური გიმნაზიის

                                                                                 X კლასი- მარიამ   აფხაზავა






                                                                       

                                                                          
მიხეილ  თუმანიშვილი დაიბადა 1921 წლის 6 თებერვალს.
  ინსტიტუსის დამთავრების  შემდეგ, 1949 წელს მივიდა რუსთაველის თეატრში.სადაც 1971 წლამდე მოღვაწეობდა.
  მის მოსვლას უკავშირდება სრულიად განსხვავებული   თეატრალური ესტეტიკის შეტანა ქართულ თეატრში,რასაც არც  ისე მშვიდათ შეხვდნენ ძველი თაობის წარმომადგენლები.
და ამ შეუთავსებლობის  ფონზე  შეიქმნა ჯგუფი  ''შვიდკაცა'',რომელსაც  თუმანიშვილი ჩაუდგა სათავეში.
  '''არცერთი მსახიობი,ცალკე არ თამაშობდა  როლს,      ცალკე    არც  რეჟისორი  რეჟისორობდა,   ჩვენ ყველა ერთად ვაშენებდით    ტაძარს-სპექტაკლს.    მთელი ჩვენ დროს და ენერგიას ვწირავდით მას ისეთი   გატაცებით  გავდიოდით   რეპეტიციებს,  რო თეატრში ჩვენს სულიერ აღმაფრენას  ყველა გრძნობდა.''შვიდკაცას''   გაფურჩქვნის ხანა ედგა.'' წერდა მიხეილ თუმანიშვილი.
   მისი თანამოაზრეები გახდნენ    მედეა  ჩახავა, სალომე ყანჩელი,ეროსი მანჯგალაძე, გიორგი  გეგეჭკორი,რამაზ  ჩხიკვაძე,გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე,მოგვიანებით მათ ახალგაზრდები და  თვით სერგო   ზაქარიაძე შეუერთდა. მათ სრულიად შეცვალეს თეატრის სახე. ისინი ცდილობდნენ     შეექმნათ  ანსამბლის თეატრი,ნაცვლად პათოსის და გმირულ-რომანტიკულისა; მიშას  თეატრში  ნაწარმოების დედააზრი  ყველა მონაწილეებზე   ნაწილდებოდა.იგი ცდილობდა რაც შეიძლება  ახლოს ყოფილოყო  მსახიობი  მაყურებელთან.ეს იყო ის  რაც მიშა თუმანიშვილმა დაამკვიდრა.
  1949 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა თეატრალურ უნივერსიტეტში.უამრავი საინტერესო და წარმატებული რეჟისორი  აღუზარდა ქართულ თეატრს..მარტო რობერტ სტურუა  და თემურ ჩხეიძის ხსენება არის საკმარისი,თუმცა პედაგოგოსგან განსხვავებიტ რობერტ სტურუამაც თავისი ,საკუთარი ხედვა დაამკვიდრა ქართულ სცენაზე.
  ''სცენის  ფიცარნაგი ყოველთვის, როდესაც მას პარტერიდან ვუახლოვდები,სრულიად განსაკუთრებული   ,არაჩეულებრივი    გრძნობა მეუფლება.ლოყა მივადო,მოვეფერო და არავის დაუთმო.ეს ამაღლებული  ფიცრული იატაკი  იმისთვის არსებობს,რო მასზე ცხოვრება გათამაშდეს''. (მიშა თუმანიშვილი)
   მიშა თუმანიშვილისთვის     თეატრი იყო მთელი ცხოვრება,პირადი ცხოვრებაც. ასეთ    თავდადებას  და თვით  შეწირვას მოითხოვდა ის თავის მოწაფეებისგანაც.
  თეატრალურ ინსტიტუტში  მისივე   მსახიობებითა  და რეჟისორების ექსპერიმენტულ ჯგუფის  ბაზაზე  შეიქმნა   თანამოაზრეთა ჯგუფი ''კინო მსახიობთა ''  თეატრი.
   ''ეხლა ვხვდები, რო ჩემი ცხოვრება   მაინც ორ ნაწილად    გაიყო.ერთი ცხოვრებით  მე რუსთაველის    თეატრში  ვიცხოვრე  და მეორე აქ ''კინომსახიობთა'' თეატრში.   .რუსთაველში ჩემი მუშაობა არ ჰგავს დღევანდელს  ,ალბათ იმიტომ ,რომ იქ ჩემს თაობასთან   ვმუშაობდი,აქ კი   ყველასთვის უფროსი მეგობარი ვარ.და შეიქმნა დაუვიწყარი   სპექტაკლები.  უკანასკნელი წლები დაუთმო ამ პატარა   მაგრამ,ყველასთვის საყვარელ თეატრს.  
 ''ძალიან ცუდია სიბერე  ,ცუდია იმით,რომ ამ დროისთვის გამოცდილებაც  გაქვს  გეგმებიც ,ფიზიკური ძალა   კი აღარ შეგწევს  გააკეთო ის ,რაც გინდა.

 1986  წელს მიხეილ თუმანიშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება  მიენიჭა.

  ''გუშინ  სასაფლაოზე ვიყავი და კვლავ ამა სოფლის   წარმავლობაზე  წამომეშალა   ფიქრები;ჩვენ არარაობიდან ვჩნდებით და არარაობაში მივდივართ. დასაწყისი და დასასრული , მათ შუა კი ამაო ფაციფუცი,რისი  გულისთვისაც ვევლინებით ამ ქვეყანას.ისე, კაცმა რომ თქვას,სასაცილოა- მოხვიდე იმისთვის  ,რო წახვიდე!მაგრამ ,მაშინ შენი კვალი უნდა დატოვო!!!''(მიხეილ თუმანიშვილი)
  მან შეძლო ამ კვალის დატოვები , წარუშლელი კვალის თეატრალურ  სამყაროშიც    და იმ ადამიანების გულში  ,ვისთანაც მას შეხება ქონია.
''ვინც  1996   წლის    11 მაისს , უიმისოდ დარჩენილ პატარა ოთახში შევიდა საწერ მაგიდაზე  დაინახა მცირე   ზომის   ქაღალდი   ზედ   წარწერით- 'ჩემი  მესამი წიგნის  სათაური და ბოლო სიტყვები-''ა ხ ლ ა  კ ი   ფ ა რ დ ა !......'(ნათელა ურუშაძე)
    მიხეილ  თუმანიშვილი 1997 წლის  მაისში გარდაიცვალა.........
  

       შობა  ტიფლისში

დადგმა   რობერტ  სტურუა და     
                  ნიკოლოზ  ჰაინე-შველიძე
მხატვარი   მირიან     შველიძე
კომპოზიტორი   მიშა მდინარაძე
  მუსიკალური  ხელმძღვანელი
                    ია   საკანდელიძე
 ქორეგრაფი   კოტე ფურცელსძე




 შემოქმედი დღესასწაული,რომელიც ყოველ ახალ წელს ჩუქნის წარმოდგენას მაყურებელს.
 
20019- ''შობა ტიფლისში.'   დადებითი
  ემოციები,გაცოცხლებული  საყვარელი მონატრებული პერსონაჟები,მომლხენი ყარაჩოღლები, ძველი თბილისური სურათები და მივიწყებული ძველებური ჰანგები.მოფარფატე თოვლი და კეთილი  ანგელოზის   საშობაო  საჩუქარი მაყურებელს, ოქროსფრად აფეთქებული  ნაძვის ხე.

მირიან შველიძის მხატვრობა მიშა მდინარაძის  ახალი  მუსიკალური კომპოზიციები ნაცნობ  მელოდიებზე   ,რობერტ  სტურუას რეჟისურა,რომელიც თავისი ჩვეული ირონიით და ულევი ფანტაზიით თეატრს   ქმნის თეატრში.

ამ  მსუბუქი  წარმოდგენის ავტორი არის  თანამეედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორი,რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა რუსთაველის თეატრს, და საერთოდ შეცვალა  თეტრალური ესტეტიკა,
   

''რეჟისურა  არის ნიჭის ის თვისება,  რომელიც    მუსიკალურ სმენას გავს  და აქ ვერ გიშველის     ვერც    გამოცდილება   და ვერც  ერუდიცია,თუ არ შეგიძლია  იაზროვნო ვიზუალური ქმედებებით'' ეს  სიტყვები რობერტ სტურუას ეკუთვნის.

ამ აზროვნებით   შეიქმნა    საოცარი  შედევრებიც და მსუბუქი კარნავალის ტიპის  წარმოდგენებიც, რომელიც    უკვე ტრადიციად იქცა ყოველ შობა- ახალ წელს.
 



 
  გურამ   საღარაძე 1929   წლის  12 იანვარს   დაიბადა.

1951 წელს     თეატრალური   ინსტიტუტის  დამთავრების შემდეგ  ჩაირიცხა  რუსთაველის თეატრის     დასში  და  სიცოცხლის   ბოლომდე  უერთგულა   თავის  თეატრს.
გურამ    საღარაძე    იმ    თაობას  განეკუთვნება,   რომელზედაც  ხუთი   ათეული  წელიწადი იდგა    თეატრის   რეპერტუარი.    მრავალი   საინტერესო   სახე   შექმნა    სცენაზე  და   დავუიწყარი     როლები    ქართულ კინოში.
 მას    იცნობდნენ     როგორც     მხატვრული    კითხვის  ოსტატს და ბევრი ლამაზი პოეზიის საღამო    ახსოვს    თბილისს.
 ოთარ   ჭილაძე       წერდა      ''ის  ბედნიერი  შემოქმედია,რომელსაც   არა მარტო  სიტყვის      დამორჩილების    უნარი  შესწევს,არამედ   სულის  ის იდუმალი  და შეუღწეველი წიაღის    წარმოდგენა    შეუძლია    სადაც  სიტყვა იბადება.''
 თეატრისა- კინოს     უნივერსიტეტში      ბევრი    დამწყები მსახიობი გახდა ამ უნარის თანაზიარი,   სადაც   მეტყველების პედაგოგად  მუშაობდა.

   სახელმწიფო  და   შოთა    რუსთაველის   სახელობის    პრემიების   ლაურიატს,
 საპატიო  თბილისელს      2006      წლის   17 იანვარს რუსთაველის  თეატრის  წინ სახელობითი    ვარსკვლავი   გაუხსნეს.
''იცხოვრე ისე, რომ უკან მოხედვის  არ შეგეშინდეს''.   ამბობდა თავის  ინტერვიუში მსახიობი.
12      იანვარს    გურამ საღარაძე       90  წლის    გახდებოდა.