Loading....
„…მან დროს გაუსწრო, რომელიც სამყაროში ყველასთვის ერთნაირად მიედინება…”

ბავშვობაში, როცა თეატრი მაინცდამაინც არ ხიბლავდა, ამ ჯადოსნური სამყაროს კარი ელენე ახვლედიანის მონდომებით შეაღო. ელენე ახვლედიანმა მომავალი რეჟისორი მის მიერ დადგმულ სპექტაკლში, მარშაკის "მისტერ ტვიტერი" მთხრობელის როლზე ათამაშა, წარმოდგენამ საქალაქო ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა.


სკოლის დამთავრებისთანავე კინო რეჟისორობა გადაწყვიტა, ოცნებობდა მოსკოვში „ვგიკში“ ესწავლა, თუმცა მშობლებმა არ გაუშვეს. ერთმა შემთხვევითმა წამმა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემათიკურზე ჩაბარება გაადააფიქრებინა და ცხოვრება სამუდამოდ  თეატრს დაუკავშირა.



თეატრალურ ინსტიტუტში რობერტ სტურუას ბევრ   პედაგოგთან მოუწია ურთიერთობა, თუმცა დღემდე მიხეილ თუმანიშვილის ჭეშმარიტ მოწაფედ მიიჩნევს თავს. თუმანიშვილი იხსენებდა „ეს ის რობიკოა, ერთხელ თავის მეგობრებთან ერთად ფეხზე რომ ადგა, როდესაც აუდიტორიაში შევედი და ყურადღებით დამიგდო ყური, რათა შეეცნო სასცენო ოსტატობის საიდუმლო. ეს ის სტურუაა, რომელიც ჩემი ყურადღების და მოვლის ობიექტი გახდა ( კურსზე ყოველთვის არის ის ერთი სტუდენტი, რომელსაც მთელ სიყვარულსა და ცოდნას გადასცემ). მან თავისი ნიჭით, რომელიც სხვისას არ ჰგავს, ჩემში ცნობისმოყვარეობა, ინტერესი გააღვიძა და მეც უყოყმანოდ ჩავრიცხე იგი ჩემი თეატრალური შვილების სიაში. გავიდა წლები, თეატრიდან წავედი და ჩემი ადგილი ჩემმა უსაყვარლესმა მოწაფემ დაიკავა.“
ინსტიტუტში ორი სპექტაკლი დადგა, თავად იყო მხატვარი, მუსიკაც თავად შეარჩია. როგორც რეჟისორი ამბობს სწორედ ეს ორი სპექტაკლი გახდა დასაბამი იმ მიმართულების, რომელსაც დღემდე მიჰყვება - ტრაგიკული ფარსი და მწარე იუმორით შეზავებული ფსიქოლოგიური დრამა.
პირველი წარმატება არტურ მილერისსეილემის პროცესისდადგმამ მოუტანა ( 1965 ), შემდეგ იყო .ცაგარელი - „ხანუმა“ .ბრეხტი-„სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, .კლდიაშვილი- ("სამანიშვილის დედინაცვალი“. .კაკაბაძისყვარყვარე“, .ბრეხტისკავკასიური ცარცის წრე“ (სპექტაკლი მე-20 საუკუნის მსოფლიო საუკეთესო სპექტაკლებშია შესული), “რიჩარდ III“, რომლის შემდეგაც ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ სტურუამ მათ შექსპირის დადგმა ასწავლა. “მეფე ლირი”, “ჰამლეტი”, “მაკბეტი”, “როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”. კალდერონისცხოვრება სიზმარია“ „იაკობის სახარება“, გრ.რობაქიძისლამარა“ „სტიქსი“, . ბეკეტისგოდოს მოლოდინში“.... ყველა დადგმამ რობერტ სტურუას მრავალი საერთაშორისო, თეატრალური და სახელმწიფო მნიშვნელობის ჯილდო და პრემია მოუტანა, თეატრს კი მსოფლიო აღიარება.
რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში,მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.

სტურუას დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. არ დარჩენილა არც ერთი ფესტივალი სადაც მისი სპექტაკლები არ ყოფილიყოს წარმოდგენილი. ქართველი მსახიობების შეუდარებელი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა .


მსოფლიო პრესა წერდა: 
"...რუსთაველელები ავითარებენ სტიქიური თეატრის 
ტრადიციებს და აქ ბობოქრობს ქართული ტემპერამენტიოღონდ ყველაფერი 
ემორჩილება .სტურუას ნებასგადატანილია დახვეწილი სცენური ხერხებისა და 
მსახიობთა უშეცდომო თამაშის ენაზე...

„ ამას ქვია თანამედროვე თეატრი. თქვენ ერთგული ხართ ტრადიციისა,
 რომელიც არ კვდება და ძალას  გაძლევთ...

სამი ათასი კაცი აღტაცებას გამოხატავადა მხურვალე ტაშითგანუწყვეტელი "ბრავოს" 
ძახილით და ფეხების ბრახუნით.... დღეს სასწაულის მოწმენი გავხდით. 35 წლის მანძილზერაც ჩვენი ფესტივალი ეწყობაამ სცენაზე პირველად გამოვიდა 
უცხოური დასი და თანაც ასეთი ტრიუმფით..

გეგონებოდათსადაცაა სუარესის თეატრი დაინგრევაოფეხზე მდგომი მაყურებელი 20 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს... სერვანტესის სახელობის საერთაშორისო 
ფესტივალს არ ახსოვს მაყურებელთა ამგვარი აღრფთოვანება...

ლონდონელებმა აუცილებლად უნდა ნახონ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი 
თეატრალური დასის მიერ განხორციელებული ეს სპექტაკლი

საოცარია ის ფაქტირომ რამდენიმე წლის მანძილზერობერტ სტურუას ხელმძღვანელობითსაქართველოს   ეს წამყვანი თეატრი მსოფლიოს მოწინავე თეატრად იქცა.. დღეს 
მსოფლიოში არ არსებობს მსახიობთა უკეთესი დასი.

წელს ედინბურგის ფესტივალზე რუსთაველის თეატრის გარდა სხვა რომ არაფერი 
ყოფილიყო  წარმოდგენილიიგი მაინც გაამართლებდა თავის არსებობას

"…რობერტ სტურუამ, რუსთაველის თეატრის მთელმა კოლექტივმა დაგვიმტკიცა, რომ ქართველი თეატრალური ხელოვნების ოსტატებისაგან შეიძლება ვისწავლოთ, როგორ დავდგათ შექსპირი“.


დღეს მსოფლიო რეჟისორს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს  79 წელი შეუსრულდა.  








ჟანრი ლოლაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1966 წლიდან.


"ჟანრი ლოლაშვილის ინდივიდუალობას ახასიათებს შეუპოვრობა და დამაჯერებლობა, ენერგია, მიზანსწრაფულობა. სწორედ ეს პირადი თვისებები ბევრს განმარტავს ჟ.ლოლაშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში.
იგი მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შემდგომში, მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მხატვარ - მულტიპლიკატორის ფაკულტეტზე სწავლისას, (მას კი იღბლიან მომავალს უქადდნენ) სხვა საგნებთან ერთად გადიოდა მსახიობის ოსტატობის კურსს პედაგოგ ი. სტაბილინის ხელმძღვანელობით ჟ.ლოლაშვილი სერიოზულად გაიტაცა სასცენო ხელოვნებამ. ამგვარად ეზიარა იგი თეატრს.
შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი ჟ.ლოლაშვილმა დაამთავრა 1965 წელს და მასავით გატაცებულ ახალგაზრდებთან ერთად გაემგზავრა ქ. ზუგდიდში.
ამით ისინი საკუთარ სიმტკიცეს ცდიდნენ.
სწორედ შემართებების , აქტიორული შრომისმოყვარეობის თეატრით გატაცების ამ ერთმა წელმა შემდგომში უდაოდ ხელი შეუწყო ოსტატობის იმ დონის მიღწევას, რომელიც ბევრს აიძულებს ყურადღებით ადევნოს თვალი ლოლაშვილისეულ გმირებს შ.რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე.
მისი სცენური სახეების გახსენებისას მეხსიერებაში ამოტივტივდება არა მარტო ის, რომ იგი თამაშობდა ორგანულად ბუნებრივად, ძალდაუტანებლად. ჟ.ლოლაშვილის მიერ ნათამაშებ როლებში ამით აიხსნება ის, რომ მაყურებელს ახსოვს ტიმოთე გრენგოლმი, მერკუციო, ავშაროვი და ბევრი სხვა.
რეჟისორ რ.სტურუას სპექტაკლში „ხანუმა“ ჟ.ლოლაშვილმა შეასრულა მსახური ტიმოთეს როლი. მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგი სულ ორ-სამ სიტყვას წარმოთქვამდა, მაგრამ, ქმნიდა ცხოვრებისეული ადამიანის ტიპს, რომელიც ყველგან და ყველაფერს ესწრება და თან ყველასაგან შეუმჩნევლად რჩება. ხელოვნურ მორჩილებას იქვე ცვლიდა მხიარულება და ეს ორივე მდგომარეობა თანდაცვის ინსტინქტით იყო ნაკარნახევი.
შ.დადიანის  პიესაში „გუშინდელნი“ ჟ.ლოლაშვილმა გრენგოლმის თამაშით მოქალაქეობრივი სიმწიფის, პროფესიული ოსტატობის დონე უჩვენა. ეს როლი არა მარტო შთაგონებით იყო ნათამაშევი, არამედ ფილიგრანულად დახვეწილი. რეჟისორი თ.ჩხეიძე სიფრთხილით მიუდგა შ.დადიანის ტექსტს და რაც შეეხება სპექტაკლის  გარეგნულ სახეს. წარმატების საიდუმლოების ერთ-ერთი პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ მსახიობები კომედიის სიტყვებს წარმოთქვამდნენ, როგორც დღევანდელი ცხოვრებიდან აღებულს.
გრენგოლმი - ლოლაშვილი ელეგანტურია, მოხდენილი, მაგრამ სწორედ ამ პეწის უკან იმალება მისი არსის მთელი საშინელება. გრენგოლმის ყალბი ღიმილი მთელი უფლებამოსილებით იყვანს თავის ტყვეობაში თითოეულს და ეს უკანასკნელიც უცილობლად ხდება მისი ცხოვრებისეული მოვალე. დაჩაჩანაკებულ, ნაღვლიან, უმოქმედო, საკუთარი ვიწრო ინტერესებით შემოფარგლულ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საქეიფოდ გაწყობილი სუფრა თუ გამოაცოცხლებს, გრენგოლმი „მხსნელად“ ესახებათ. ეს არის მოხელე, რომელსაც არც სამსახურებრივი მოვალეობის გრძნობა გააჩნია, არც ზნეობრივი საფუძველი. თამაშის მანერით ჟ.ლოლაშვილი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს „გუშინდელების“ ზნეობრივ დეგრადაციას. დიახ ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ხალხის უმოქმედობა ყველაფრის დასასრულს მოასწავებს.
რეჟისორ გ.ქავთარაძის „რომეო და ჯულიეტას“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ბერკეტი იყო მერკუციო. ბავშვური უშუალობა, ღრმა ინტელექტი, დაღლილობა და ენერგია, ირონია და იუმორი - აი თვისებები, რომელთაგანაც იქმნებოდა მერკუციოს იერსახე.
ჟ. ლოლაშვილის თამაშს რომ აკვირდები, აშკარა ხდება, მის ხელოვნებაში უპირველეს ყოვლისა გაოცებს იერსახის ინტერპრეტაციით სითამამე და ორიგინალობა.
თავისი გმირების დრამატურგიული ბედის გააზრებისას მსახიობი ცდილობს ჩაგაფიქროს, მიგიყვანოს დასკვნამდე, გეკამათოს.
პლასტიკა, მუსიკა, ასახულის შთაგონებული განცდა იმპროვიზაციულობა ჟ. ლოლაშვილისათვის განუყოფელ ერთიანობაშია სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ (ბ. ბრეხტი). რეჟისორმა რ.სტურუამ წამყვანი - ჟ.ლოლაშვილი გაიაზრა, როგორც მთხრობელი რომელიც თავისუფლად, თამამად და ბრეხტის თეატრის მანერაში წარუძღვა მთელი სპექტაკლის რიტმს. აქტიორი ერთის მხრივ გვაზიარებს თეატრის დამატყვევებელ ძალას, მეორეს მხრივ კი კომენტატორია მოვლენებისა სცენაზე. მათი შეფასებით იგი ხელს უწყობს მაყურებელში კრიტიკული მსჯელობის წარმოშობას.
წამყვანი - ლოლაშვილი მუსიკისა და სიტყვების მეშვეობით სწორად წარმართავს მაყურებელს. მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ზუსტად ხვდება მიზანს. და ჩვენ მსახიობის საშუალებით აღვიქვამთ ბრეხტის მახვილი თვალით დანახულ სამყაროს.
მსახიობ ჟ.ლოლაშვილს შესწევს უნარი თავის გმირებში დაინახოს და ხაზგასმით გამოკვეთოს ზნეობრივი მოვალეობის გრძნობა.



რეჟისორ რ.სტურუას სპექტაკლი ა.გელმანის პიესის „პარტკომის სხდომის“ მიხედვით შ.რუსთაველის სახ. თეატრში გადიოდა სათაურით „დასაწყისი“. მართლაც, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მორალურ და ზნეობრივ ფასეულობათა გადაფასების დასაწყისს. თანდათანობით, ბრძნულად, საქმის ცოდნით უხსნის მსახიობი პარტბიუროს წევრებს პრემიაზე უარის თქმის მიზეზს. აქ ლაპარაკია არა პრემიის ფულად რაოდენობაზე. სხვა რამეს ეხება საქმე - შრომის არსს, მშრომელი ადამიანის ადგილს ჩვენს სინამდვილეში. დარბაზი გრძნობდა, რომ ეს პოზა კი არა, არამედ რწმენა იყო ისეთებისა, როგორიც პოტაპოვია.
თუ ამ როლში ჟ.ლოლაშვილი ერთი ბრიგადის საკითხს წყვეტდა მ. შატროვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ ლენინის როლის შესრულებისას მსახიობს შევყავართ იმ რთული პრობლემებისა და ამოცანების ორბიტაში, რომლებიც წამოიჭრა მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს წინაშე. მსახიობ ჟ.ლოლაშვილის თამაშის მიღმა ჩვენ ვაკვირდებით ბელადის ცოცხალ აზროვნებას და თითქოს თანამონაწილენი ვხდებით იმ ისტორიული მოვნელებისა, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრავენ ჩვენი სინამდვილის ცხოვრებისეულ ნორმებს.
ძირითადი როლის გარდა ჟ.ლოლაშვილი სპექტაკლში თამაშობს ექიმი ობუხისა და ტიხონოვ-ლუგოვოის როლებს. ამ როლების განსახიერებით მსახიობი ზუსტად გადმოსცემს იმ ეპოქის ადამიანთა შინაგან სამყაროს. ლოლაშვილის მიერ შემოთავაზებული სცენური პირობითობა ტიხონოვ-ლუგოვოის როლის შესრულებისას მაქსიმალურ გროტესკულობას აღწევს. ზნეობრივი თავისუფლების ეს „მქადაგებელი“ უკვე წინასწარ და დიდი ხნითაა შეპყრობილი თავისი ერთხელ და  სამუდამოდ შემუშავებული სისტემით. მსახიობი უკიდურესად აშიშვლებს „ჭიქა წყლის“ თეორიის მატარებელთა უბადრუკობას. ტიხონოვ-ლუგოვოის სახეში ჟ.ლოლაშვილი გამოკვეთს მისი თანამოაზრეებისა და მიმდევრების ტიპს, განაზოგაბებს მათი ნააზრევის სიმდაბლეს ამაზე იტყვიან, სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ იყოსო.
ერთი იერსახიდან მეორეში სწრაფი და მსუბუქი გარდასახვა იგივე სპექტაკლში ნათელყოფს ჟ.ლოლაშვილის უნარს მოახდინოს განსახირებული გმირის როგორც გარეგნული მონახაზის, ისე მისი შინაგანი განწყობის წამიერი ტრასფორმაცია.
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტისა და სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა ლაპარაკობს აქტიორის ოსტატობაზე. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ დაჩრდილა მისი თავდაპირველი სურვილი გამხდარიყო მხატვარი. ჟ.ლოლაშვილი დღესაც მისდევს ფერწერას და დროდადრო გვეძლევს საისამოვნო საშუალებას გამოფენაზე ვიხილოთ მისი ტილოები."

მნიშვნელოვანი როლები:
მგელი, ბიჭი („სიბრძნე სიცრუისა“), ტიმოთე („ხანუმა“), გრენგოლი („გუშნდელნი“), მეორე ვეზირი („სალამურა“), მწერალი („ყვარყვარე“), მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“), თედორე („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), მთხრობელი („კავკასიური ცარცის წრე“), გიორგი („თუთარჩელა“), ავშაროვი („ქალის ტვირთი“), ვარსქენი („შუშანიკის მარტვილობა“), ბრიგადირი („დასაწყისი“), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ ლუგოვოი („ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“), გოგი, ბანდიტი, დავითი („ვარიაციები თანამედროვე თემაზე“), იონა („ათვინიერებენ მიმინოს“), მასხარა („მეფე ლირი“), ლუარსაბი („კაცია-ადამიანი?!“)

ჯილდოები:
1976წ - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979წ - სსრკ სახელმწიფო პრემია
1981წ - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
2000წ - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის („კაცია-ადამიანი?!“), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“)