Loading....
   


                     ''ახალი თაობა   რობერტ სტურუას   შესახებ''
     
                                 
                                         გაგრძელება..........
 


   როდესაც    ამ პროექტის    შესახებ    გავიგე  ძალიან  მოხიბლულუ დავრჩი და  დაუფიქრებლად გადავწყვიტე,რომ ჩავწერილიყავი და მეც ვზიარებულიყავი სტურუას სამყაროს.სპექტაკლებამდე როგორც გაგვაფრთხილეს,მისი  შემოქმედება არც თუ  ისე ადვილი გასაგები  იქნებოდა,ამიტომ  თავიდანვე  დიდი ინტერესითა   და ყურადღებით განვეწყვე.პირველივე  სპექტქკლის დაწყებიდან  ძალიან   მცირე დროში  უკვე ზედმეტად  დაძაბული ვიჯექი და ისე ვუყურებდი.ცოტა რთული  აღსაქმელი იყო,რისი თქმა სურდა ამით სტურუას.ისეთი შეგრძნება დამეუფლა  თითქოს  ჩემს გარშემო დიდი გაუგებრობა იყო. ვცდილობდი არცერთი მომენტი არ გამომეტოვებინა და თითოეული ფრაზა და სიტყვა დამეჭირა,ჩავღვრმავებოდი და გამეგო თითოეულის  აზრი და მნიშვნელობა,შემდეგ დამეკავშირებინა ერთმანეთთან  და ასე მაინც გამეგო სტურუას მიერ დანახული სამყარო.
   
შემდეგ სპექტაკლებზე  გადავწყვიტე უფრო დამშვიდებულად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მეყურებინა,რადგან ვიფიქრე ასე  უფრო კარგად გავიგებდი და შეკითხვებიც აღარ დამრჩებოდა,მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა.
 თითქოს ვიგებდი, მაგრამ ბოლომდე აზრის გამოტანა მიჭირდა.
    ერთადერთი  სპექტაკლი, რომლის იდეაც მომეწონა ეს იყო ''დაკანონებული უკანონობა'' რადგან ის სწორედ დღევანდელობასა და რეალობას შეესაბამებოდა.
ამ სპექტაკლში სტურუამ  წინა პლანზე წამოწია ,როგორც პოლიტიკა    ისე სპორტი.მას უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა  თუ რამდენ რამეზეა წამსვლელი ადამიანი ძალაუფლების  დასაუფლებლად,თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამის გამო ერთმანეთის ჩაგვრა და ერთმანეთზე  ძალადობა. სპექტაკლის დასასრულს გამოაცხადეს,რომ ''ბარსამ'' გაიმარჯვა, ამით კი სტურუას სურდა ეთქვა,რომ დღევანდელობაში ადამიანის ღირებულებები ისე შეილახა,რომ იგი ხშირად რეალურ პრობლემებს  ვერ ხედავს და მთავარ პრობლემად შესაძლოა,სწორედ სპორტს აღიქვამდეს და მნიშვნელობას იმას ანიჭებდეს,თუ ფეხბურთის რომელი გუნდი გაიმარჯვებს.

                                           თბილისის კლასიკური გიმნაზიის
                                   
                                                           X  კლასი  -   ელენე ბერძენიშვილი


         
რობერტ სტურუას დადგმები  ყოველთვის განხილვის საგანია და  არ შემიძლია  მეც არ ვთქვა თუნდაც ორიოდე სიტყვა მის შემოქმედებაზე.მან იცის ,როგორ გადმოსცეს ამა თუ იმ ეპოქის პრობლემა,მიანიჭოს საგნებს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა.მიუსადაგოს  ეპიზოდს დეკორაცია და მუსიკა ისე, რომ  მაყურებლისთვის მიმზიდველი და რაც მთავარია საინტერესო გახადოს.რეჟისორი   ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს,როგორიცაა ადამიანებს შორის ნდობის  დაკარგვა,მეგობრისა და სამშობლოს ღალატი,ეგოიზმი, ძალაუფლებისთვის  ბრძოლა და პოლიტიკური ვითარება.

''დაკანონებული  უკანონობა'' ჩემი ერთერთი ფავორიტია. აქ    გადმოცემული  იყო  თუ  როგორ უსამართლოა ცხოვრება და  იმისთვის რომ  დაუნდობლობას გადაურჩე  თავად უნდა იყო ასეთი;''მხოლოდ ძლიერს, ულმობელს  უღიმის  ბედი''.ასევე გამოკვეთილია ხალხის უნდობლობა და ადამიანის,როგორც  ცოცხალი არსების,დაუფასებლობა;თუ საჭირო ხარ გადაგარჩენენ''. ამ ყველაფერს არც სიკეთის კეთება შველის,პირიქით კეთილი ადამიანი ორმაგად ისჯება;''სიკათის მთესველს სიკეთე ღუპავს''.
  სპექტაკლის დეკორაცია  მინიმალისტური   იყო,რაც წარმოდგენილ სიტუაციებს ემოციურად ამძაფრებდა.სამაგიეროდ მუსიკა იყო ამყოლი,რომელიც სიმძაფრეს ანეიტრალებდა და ვფიქრობ ცოტა ცინიზმსაც გადმოსცემდა თავისი მხიარული ჰანგებით.
                                     

                                           ქ. თბილისის 47-ე   საჯარო   სკოლა
                             
                                                              ლეილა ჩერქეზიშვილი
                             

                                                           
  უპირველეს ყოვლისა  მინდა მადლობით დავიწყო ჩემი წერილი,რადგან საშუალება მომეცა დავსწრებოდი უნიჭიერესი ქართველი   რეჟისორის  ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლებს. თითოეულმა  მათგანმა  წარუშლელი შთაბეჭდილება და ემოცია დატოვა ჩემში.გახსნა ახალი სარკმელი  ხელოვნების იდუმალ და ამაღელვებელ სამყაროში,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე მინდა შევაჩერო ყურადღება და ვისაუბრო ''იულიუს კეისარზე''. რომელიც გამორჩეულად მომეწონა.
  რეჟისორმა  არაერთგზის გააცოცხლა გენიოსი შექსპირის  უკვდავი პერსონაჟები სცენაზე და თავად მწერლის   სამშობლოშიც კი, ინგლისშიც    გაითქვა   სახელი შექსპირის ახლებური,სრულიად განსხვავებული ხედვისა და  გენიალური  მიზანსცენების დადგმით.ამჯერად იგი დგამს ერთ მოქმედებიან სპექტაკლს.ის  შექსპირის  ხუთი მოქმედებიდან ირჩევს იმ ნაწილს, სადაც კეისრის წინააღმდეგ   პირს კრავენ    რომის სენატის წევრები და დიქტატორი   შეთქმულების მსხვერპლი ხდება.  ჩემი აზრით რეჟისორმა  ყველაზე საინტერესო და მძაფრი ეპიზოდი შეარჩია. თვითონ პიესის მორალი გახლავთ  ის რომ,ვინც    დანაუშალს ჩადის  ,ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება. მთავარი სათქმელი ძალიან საინტერესო   ფორმით არის გადაწყვეტეილი.
  მსახიობების მინდა ავრნიშნო.ძალიან კარგად  იყვნენ არჩეულები პროფესიონალურად და ოსტატურად გადმოსცემდნენ რეჟისორის  ჩანაფიქრს. გასაოცარი მოულედნელობა და ინტერესი გამოიწვია ჩემში დეკორაციებმა და მსახიობების  ჩაცმულობამ. სპექტქკლის დაწღებამდე  ველოდებოდი ძველ რომაულ   ტანისამოსს,სანაცვლოდ კი ოცდაათიანების ,კერძოდკი,იტალიური მაფიის ტანისამოსი დამხვდა. ჩემი აზრით ამიტ რობერტ სტურუამ გვით,რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი დროის,ერთი ეპოქის პრობლემა,იგი ყველა  დროში იჩენს თავს,ადამიანთა ბუნება უცვლელია.
    ძალიან მომეწონა სპექტაკლი. ყოველი წუთი დატვირთუილია  და საინტერესო.
 

                                                                                            მარიამ   ჯანაშვილი



      ''ვანო და  ნიკო''-ორი მეგობრის ვანოს და ნიკოს ურთიერთობის მაგალითზე რობერტ სტურუა  ხატავს  ადამიანის ორ ტიპს,ორ განსხვავებულ სახეს. მათი  მეტამორფოზებით,ხასიათის განვითარების სხვადასხვა საფეხურებით და მდგომარეობით,რომელშიც ისინი სხვადასხვა  ვითარებაში ექცევიან.სპექტაკლი   ვერც''ვიზუალურ ემოციურობას იწვევს,რომელიც   თანამედროვე  თეატრის მთავარი და წამყვანი ხერხია.ამ სპექტაკლში ისევ  ვხვდებით უკვე მრავალგზის  აპრობირებულ,ნანახ და  გაშიფრულ ფუნქციაშეუცვლელ მეტაფორებს;-ბანერზე დაბეჭდილ შედევრთა რეპროდუქციებს,სკამებს ადამიანთა სტატიკურ ფიგურებს,კიბეს....რომელიცუბრალოდ სივრცეს ავსებს. იგივეს ვერ ვიტყვი  მხატვრულ  განათებაზე,რომელიცსპექტაკლის ვიზუალური ნაწილისგან  ყველაზე    ეფექტური,დინამიკური და კონცეფტუალურია.განათება სპექტაკლში მთავარი მოქმედი  პირია,რომელიც თანამედროვე ,  ვიზუალით გატაცებული, ევროპული თეატრის პრინციპებში თავსდება. ..საბოოლოოდ მე ვფიქრობ,რომ არავის სჯერა ნოკოს გავანოების,ასეთი ბუნებაში არ არსებობს.ეს რომ ასეა გადასარევად იცის თავად სპექტაკლის ავტორმაც,მაგრამ პოზიტიური ფინალით ცხოვრება''გაგვილამაზა'' და თავიც მოიტყუა.
                                                                                             
                                                                                                     გვარი უცნობია.     
        ქ. თბილისის   სსიპ მე-2 საჯარო სკოლის დირექცი,   პედ. კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ,მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრს.                                         
         უდიდესი აპლოდისმენტები  მის ხელმძღვანელობას, მთელ შემოქმედებით კოლექტივს,განსაკუთრებით    კი რობერტ სტურუას იმ უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის,ყველა იმ საიტერესო და   შთამბეჭდავი სპექტაკლისთვის.რისი ხილვის საშუალებაც მიეცათ  IX-XII   კლასის მოსწავლეებს.

                             
    გაგაცანით ბავშვების დამოკიდებულება, მათი ემოციები,   რომელსაც.სპექტაკლიდან დაბრუნებულები  ვერ მალავდნენ ,პედაგოგებთან ერთად განიხილავდნენ თითოეულ წარმოდგენას. ჩვენ ვერ შევძლებდით  ფურცელზე გადატანილი  ყველა შთაბეჭდილებები  გაგვეცნო მკითხველისთვის. ეს არის   ბავშვების თვალით  დანახული  და აღქმული, მსოფლიოში აღიარებული  დიდი რეჟისორის ბატონ რობერტ სტურუას შემოქმედება.                                 
                                                                         


Comments/disqusion
No comments