Loading....
მაკო გოჩაშვილი

ადამიანის პირადი სამყარო, პირადი სიამოვნებები, ოჯახი, მეგობრობა, ღალატი, რელიგია, ქართველი ხალხის მენტალიტეტი, დავით საყვარელიძის სპექტაკლშისულიერი არსებებიეს ყველაფერი გადმოცემულია ორი ოჯახის ცხოვრების მაგალითზე, რომელთა დაპირისპირებაც თაობიდან თაობაზე გადადის. ყველაფერი თავდაყირაა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ხოლმე გამოსავალი. ამ შემთხვევაში კი ამოსავალი წერტილი მოსისხლე მტრების შვილების სიყვარულია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად თავის ადგილს პოულობს


მოქმედება გარეგნულად ერთ სივრცეში მიმდინარეობს, რომელიც სისადავითაა სავსე. სცენოგრაფიის ძირითადი ფერი მუქი წითელია, რაც არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნის მსახიობების შავ სამოსთან. მოქმედების ადგილის ხშირი ცვალებადობის მიუხედავად, სცენოგრაფია არ იცვლება. იცვლებიან მხოლოდ გმირები და მათი ხასიათები.
ერთი შეხედვით, სპექტაკლი თითქოს სასიყვარულო თემაზე უნდა იყოს აგებული. რუსკა მაყაშვილისა და დათო დარჩიას გმირებიმაიკო და თემიკო საკუთარი სიყვარულისთვის იბრძვიან. ისინი თავიანთი ოჯახების ცოდვებისა და შეცდომების მსხვერპლნი ხდებიან, მაგრამ მაინც ახერხებენ თავისი სიყვარულის დაცვას.
სპექტაკლში თავს იყრიან თანამედროვე ქართული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შექმნან განსხვავებული ხასიათისა და სტილის სცენური სახეები. ესენი არიან: მარინა კახიანი, თათული დოლიძე, დავით კვირცხალია, დავით უფლისაშვილი, მურმან ჯინორია. სპექტაკლში პატარა, მაგრამ სახასიათო როლებს ასრულებენ მსახიობები: ნინო თარხან-მოურავი, ქეთი ხიტირი და თემიკო ჭიჭინაძე. ზოგიერთ მათგანს რამდენიმე როლის თამაშიც კი უწევს, რადგან სპექტაკლში გაცოცხლებული საგნები გვევლინებიან.


სპექტაკლისულიერი არსებებიარ არის მაღალმხატვრული ხელოვნების ნიმუში, მაგრამ თეატრში გართობის მიზნით მისული მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო შეიძლება იყოს. მართალია, წარმოდგენის მსვლელობისას თანდათან მატულობს ახალი დეტალები და ინტრიგა, მაგრამ საკითხავია რამდენად ემთხვევა მსახიობების გრძნობები და ქმედებები ერთმანეთს და რამდენადაა დამაჯერებელი მათი შესრულების მანერა. სპექტაკლი მთავრდება მსახიობთა ერთნაირი ქორეოგრაფიული მოძრაობებით და განცდით, რომ მათი გმირების ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. ისინი ისევ ისეთ სულიერ არსებებად დარჩებიან, როგორებიც მაყურებელმა იხილა რუსთაველის თეატრის დასის მსახიობთა შესრულებით.



P.. არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა 2008 წლის იანვარში მარიამ ჩუბინიძის მიერ გამოქვეყნებული სტატიასულიერი არსებებისშესახებ. ის წერს:
რომეოსა და ჯულიეტას აშკარად გაუმართლათ: ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ (და არა 21- საუკუნეში), მერე მეორეც ვერონაში (და არა საქართველოში) და მესამე, ცოტა უხერხული სათქმელი კია, მაგრამ შეუღლების შემდეგ რომ ძალიან მალე დატოვეს ეს ქვეყანა და ვერ მოასწრეს ერთმანეთი ყელში ამოსვლოდათ, ესეც თავისებური გამართლებაა.“
----------

და მე ისევ ვფიქრობ, რომ რომეოსა და ჯულიეტას მართლაც გაუმართლათ იმიტომ, რომ მაიკოსა და თემიკოსგან განსხვავებით მათმა სევდიანმა ისტორიამ უპრეტენზიოდ გაუძლო დროს.

Comments/disqusion
No comments