Loading....
მაკო გოჩაშვილი

გასული საუკუნის მიწურულს, 1998 წელს რეჟისორებმა რობერტ სტურუამ და დავით საყვარელიძემ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში კარლო გოცის ორმოქმედებიანი ფეერიაქალი-გველიდადგეს. სპექტაკლი იმდენად სრულყოფილი გამოვიდა, რომ მას რობერტ სტურუას საუკეთესო ნამუშევრების სიაში მიუჩინეს ადგილი. რობერტ სტურუასა და დავით საყვარელიძის რეჟისურამ, გოგი-ალექსი მესხიშვილის მხატვრობამ, გია ყანჩელის მუსიკამ და გია მარღანიას ქორეოგრაფიამ არაჩვეულებრივი სინთეზი შექმნა. სპექტაკლში ერთმანეთს შეერწყა იტალიური და ქართული ტრადიციები და მთლიანობაში ოთხ საათიანი ზღაპრული, მომაჯადოვებელი წარმოდგენა შედგა.


კარლო გოციმ 1762 წელს თავისი მეხუთე ფიაბაქალი-გველიდაწერა, რომლის მოქმედების ადგილად, რაც არ უნდა გასაკვირის იყოს, თბილისი, თბილისის შემოგარენი და ზღაპრული უდაბნო შეარჩია. სიუჟეტი უკვდავი ქერესტანისა და თბილისის მეფის, ფარუსკადის სიყვარულის თემაზე ააგო. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ზღაპარს ტრადიციულად ბედნიერი დასასრული აქვს. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმულიქალი-გველისმთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები დავით დარჩია და ნინო კასრაძე არიან. სპექტაკლში მონაწილე ყველა მსახიობი უდიდესი გატაცებით ასრულებს თავის როლს. ისინი მრავალგზის გვახსენებნენ, რომ სცენაზე თამაშობენ და წარმოდგენა, რომელიც ასე გვატყვევებს, იმ თეატრალური სამყაროს ნაწილია, რომელიც კარლო გოციმ შექმნა კომედია დელ არტეს კანონებზე დაყრდნობით.
განსაკუთებული აღნიშვნის ღირსნი კარლო გოცის დრამატურგიის უკვდავი პერსონაჟები, კომედია დელ არტეს ნიღბები არიან, რომლებსაც ტრადიციული სამოსი აცვიათ და სპექტაკლს  განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებენ. გამორჩეულ სახეს ჰქმნის ზაზა პაპუაშვილი, რომლის შესახებაც ერთ-ერთ გაზეთში ვკითხულობთ: “ზაზა პაპუაშვილის გმირი სპექტაკლის ღერძად იქცა, პაპუაშვილის პანტალონე მართლაც სადღაც ვენეციის ქუჩიდან ადევნებული პანტალონეს ნიღაბია.”


სპექტაკლიქალი-გველიიტალიელი რეჟისორის ჯორჯო სტრელერის ხსოვნას მიეძღვნა. მის შესახებ უამრავი რეცენზია დაიბეჭდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე. პიესამ, რომელსაც თვითონ ავტორი თავისისულელურინაწარმოებების რიცხვს მიაკუთვნებდა, ქართული თეატრის ისტორიაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა.
თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავას მიერ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ: “რეალობის საკითხიც ძალზედ საინტერესოდ დგას სპექტაკლშიქალი-გველი”. აქ პირობითი ხდება როგორც რეალურის, ისე არარეალურის ცნება. აქ ყველა რეალობა არარეალურია და ყოველი არარეალური რეალური. რეალობის გასაღები, არარეალურის რეალიზაციის წყარო ადამიანის სულში, გონებაში და სიცოცხლეშია მოქცეული.”
ქალი-გველისპრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში წერია: “სპექტაკლში ბევრი, ერთი შეხედვით შეუთავსებელი ესთეტიკა იყრის თავს და ჰარმონიულ ერთობლიობას ქმნის. აქ შეხვდებით ფარსის, ტრაგედიის, დრამის, კომედიის, ბუფონადის ელემენტებს. ყველა ჟანრს თავისი ადგილი ეთმობა რუსთაველელთა სპექტაკლში და ეს ყველაფერი ისე ბუნებრიად და ძალდაუტანებლად ხდება, თითქოს ახლა, ამ წუთას იბადება ყოველივე ეს.”


სპექტაკლმაქალი-გველიაუდიტორიის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის რეპერტუარში რჩებოდა. რაც შეეხება თვითონ პიესას, ის სრულიად ამართლებს ავტორის სიტყვებს: “ახალ ზღაპრულ სანახაობათა სირთულე ის არის, რომ თავიდან ავიცილოთ ერთფეროვნება და მოვიგონოთ ახალი, ძლიერი სიტუაციები...”

Comments/disqusion
No comments