Loading....
 |ნანუკა სეფაშვილი|

      უილიამ შექსპირის პიესა "რიჩარდ III" რუსთაველის თეატრის სცენაზე 1979 წელს დაიდგა. რობერტ სტურუას ეს ნამუშევარი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
    2012 წელს მოსკოვში, ჟურნალ "თეატრში" გამოქვეყნდა მსოფლიოს საუკეთესო პოლიტიკურ სპექტაკლთა ათეული, რომელშიც რობერტ სტურუას "რიჩარდ III"-მ საპატიო ადგილი დაიკავა. ათეული შედგენილია მსოფლიოში ცნობილი ხელოვნებათმცოდნეების შეფასებების საფუძველზე.

1. ბერტოლდ ბრეხტი, "დედილო კურაჟი და მისი ბავშვები". Deutsche theatre, ბერლინი, 1949
2. ჯუდიტ მალინა და ჯულიან ბეკი `Brig Living theatre, ნიუ-იორკი 1963
3. პიტერ ბრუკი "მარატ" RSC ლონდონი 1964
4. იური ლუბიმოვი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" Театр на таганке, მოსკოვი 1964
5. ერვინ პისკატორი "მოკვლევა" Volksbuhne, ბერილნი, 1965
6. პეტერ ცადეკი "ყაჩაღები" Theater Bremen, ბრემენი 1966
7. არიანა მნუშკინა "1789" theatre du soleil პარიზი, 1970
8. რობერტ სტურუა "რიჩარდ III" შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრითბილისი, 1978
9. ფრანკ კასტორფი "შილერის ყაჩაღები" Volksbuhne, ბერილნი, 1990
10. კრისტოფ მარტარელი "მოკალი ევროპელი!" Volksbuhne, ბერილნი, 1993



ცნობილი ინგლისელი რეჟისორი პიტერ ბრუკი რუსთაველის თეატრის "რიჩარდ III"-ის შესახებ :

      "მართლაც დიდი სიამოვნებაა ამ წარმოდგენის ნახვა. რამდენიმე წლის წინ ჩვენი დასი ძალზე გულთბილად მიიღეს საბჭოთა კავშირში; მაშინ მივხვდით, რომ შექსპირის ჰუმანიზმი იმდენად საყოველთაოა, შეუძლია გადალახოს ნებისმიერი ენობრივი ბარიერი. თქვენი სპექტაკლიც ამას ამტკიცებს იმის წყალობით, რომ ბრმად არ მისდევს შექსპირის შესრულების ტრადიციას. თქვენი წარმოდგენა დაფუძნებულია შინაგან ადამიანურ ღირებულებათა ძიებაზე და აბსოლუტურად თავისუფალი თეატრალური სტილის მატარებელია. სწორედ ეს იყო ელიზაბეტის დროინდელი თეატრის არსიც.
      ეს არის სრული თავისუფლება, რომელიც ყოველგვარ თეატრალურ ტექნიკას მოიცავს. სწორედ ამიტომ თქვენი სპექტაკლი ასე პირდაპირ და შექსპირისეულად ეუბნება თავის სათქმელს ინგლისელ მაყურებლეს.
    საინტერესოა, რომ ეს უცხო ენაზე გათამაშებული წარმოდგენა, მთლიანად შექსპირისეულია და მისი ნახვა მართლაც დიდი სიამოვნებაა".





     "სტურუამ წარბშეუხრელად გადააკეთა პერსონაჟები, შეცვალა ტექსტი, აქცენტები. მერე რა! შექსპირის არსი, მისი სული არ დაუკარგავს. ის აქვეა, ამ ტრაგიკულ და დიდებულ ცირკში."

                                                                            ნიკოლ ზანდი, 1981წ, ავინიონის ფესტივალი

   
                    



    "ქართველების სასწაული ავინიონის ფესტივალზე. ასეთ აპლოდისმენტები პაპების სასახლეში არავის ახსოვს... რამაზ ჩხიკვაძე... დიდიებული მსახიობი, რომელსაც გვერდს უმშვენებს არა ნაკლებ დიდებული მიჭიერების დასი"

                                                                      "მერიდიონალი", ავინიონის ფესტივალი, 1981წ



Comments/disqusion
No comments