Loading....
|ნანუკა სეფაშვილი|



"ჭინჭრაქა"
რეჟისორი- მ. თუმანიშვილი
მხატვრები- ო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი, ი. ჩიკვაიძე
ქორეოგრაფი- ი. ზარეცკი


 "ჭინჭრაქა" ბერიკაობის რეკონსტრუქცია არ ყოფილა, მაგრამ თავისი ფორმით ძალზე ახლო იდგა ამ თეატრალურ ფორმასთან... ჩვენ ერთი შეხედვით საბავშვო ზღაპარს ვყვებოდით, მაგრამ სინამდვილეში დღევანდელ  დღეზე ვსაუბრობდით, ამიტომ სპექტაკლს დიდებიც სიამოვნებით უყურებდნენ და პატარებიც."
                                                                                                            მიხეილ თუმანიშვილი, 1983.

                     



       "დიდია ცდუნება, გიამბოთ სპექტაკლ  "ჭინჭრაქას" ყველა დეტალზე -  დეკორაციის ყველა წვრილმანით დაწყებული, მსახიობთა მრავალრიცხოვან მიგნებამდე, რომლებმაც თავისი თეატრის ნაქები პლასტიკური ხელოვნება ადვილად მიუსადაგეს პაროდიულ-ზღაპრულ სამყაროს.
      ..."ჭინჭრაქაში", როგორც მ. თუმანიშვილის სხვა დადგმებში, ყველაფერს ზომიერების გრძნობა და გემოვნება წყვეტს, ის, რაც შესაძლოა, მისი ნიჭიერების მთავარ ნიშანს წარმოადგენს... მ. თუმანიშვილის სხვა წარმოდგენების დარად, აქაც თითქოს კარგი ზამბარა აქვს ჩატანებული წარმოდგენის შუაგულს. მსახიობების ყველაზე უფრო მომხიბლავ თავისაწყვეტას, ყველაზე უფრო თამამ იმპროვიზაციას იგი მტკიცე, თუმცა კი უჩინარ ჩარჩოებს უქმნის. "
                                                                                          ნატალია კრიმოვა (თეატრმცოდნე)



       "მცირე სცენის გახსნის იდეას ვერ ვთმობდით... ერთი რამ თუ არ დაგვანებეს (მარსელ კარნეს "მატყუარები"), მეორე უნდა ვცადოთ. და მეც საწინააღმდეგო მხარეს მივაწყდი. ავიღე გ. ნახუცრიშვილის ზღაპარი "ჭინჭრაქა" და ფანტაზიორობა დავიწყე. ძნელია სოლიდური მსახიობები დაიყოლიო მგლების, დათვების, ზღაპრული გოლიათების და ჯადოქრების თამაშზე, მაგრამ მათ ჩემი თხოვნა გულთან მიიტანეს და... ზღაპარივით დავამთავრეთ."
                                                                                                                   მიხეილ თუმანიშვილი




        "ამ ბრწყინვალე ანსამბლის გვირგვინი რამაზ ჩხიკვაძე აღმოჩნდა...  მსახიობს ბუნებისაგან მომადლებული აქვს უმდიდრესი წარმოსახვა, ინტუიცია და ყველაზე წარმოუდგენელი აქტიორული სვლების შეთხზვის უნარი. იმპროვიზაცია მისი სტიქიაა... რამაზი  ნაირნაირ სახეებს ხარბი, გაუმაძღარი კმაყოფილებით ძერწავს. იგი ყველაფერს თავისუფლად იყენებს: თემასაც, ტექსტსაც, მელოდიასაც, ხუმრობასაც, ოხუნჯობასაც."
                                                                                                                         მიხეილ თუმანიშვილი







                                 

Comments/disqusion
No comments