Loading....
ყველაფერი რომ დასრულდება, აპლოდისმენტები შეწყდება და განათებაც ჩაქრება, ძველ, მყუდრო გარდერობში ისინი თავის ადგილს უბრუნდებიანიქ ყველა მათგანი განსაკუთრებულია, ყველას თავისი ისტორია და საოცარი აურა აქვს. რუსთაველის თეატრში უამრავი ძველი თუ ახალი კოსტიუმი ინახება. ისინი ლეგენდარული ქართველი მსახიობებისთვის იქმნებოდა. ზოგიერთმა მათგანმა საუკუნეზე მეტი გამოიარა და ახლა ისტორიის ნაწილია.

რუსთაველის თეატრიდან, დახმარების მიზნით კოსტიუმები ხშირად იგზავნებოდა სხვა  თეატრებში,ზოგჯერ მათი გადაკეთებაც ხდებოდა, თუმცა თეატრის მუზეუმის საცავში დაცული კოსტიუმები დღეს უკვე ექსპონატებია და მათი შეცვლა არ შეიძლება.  ბატონი გოგი ალექსი- მესხიშვილის ინიციატივით მათი ნაწილი თეატრის მუზეუმში გადაიტანეს, რომლის  დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ცოტა ხნის წინ,  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ, რუთაველისა და მარჯანიშვილის  თეატრების გარდერობებიდან კოსტიუმების იდენტიფიკცია და მათი გამოფენა მოხდა. რუსთაველის თეატრი მუზეუმის გამგე, ქალბატონი ბელა ჭმბურიძე გვიყვება, რომ მუშაობის პროცესში  საინტერესო აღმოჩენას ჰქონდა ადგილი: სოლიკო ვირსალაძის მიერდიდი ხელმწიფისთვისშექმნილი ერთ-ერთი ისტორიული კოსტიუმი, რომელიც რუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება, არსებულ ფოტომასალას შეადარეს (რომელზეც აკაკი ხორავაა გამოსახული). როგორც აღმოჩნდა, ფოტოზე აღბეჭდილი კოსტიუმის ორნამენტები განსხვავდება მუზეუმში დაცული კოსტიუმის ორნამენტებისაგან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსტიუმი, რომელიც რუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება, ბატონ აკაკი ხორავას კი არა, ეროსი მანჯგალაძეს ეკუთვნოდა, რომელიც აკაკი ხორავას დუბლი გახლდათ (ამ ყველაფრის დამამტკიცებელი ვიდეომასალაც არსებობს). თავად აკაკი ხორავას კოსტიუმი კი, თატრის გარდერობშია დაცული.





სპექტაკლშიდიდი ხელმწიფეასევე ულამაზესი კოსტიუმი ეცვა ალექსანდრა თოიძეს, რომელიც  ირინა გოდუნოვას თამაშობდა. 1957 წელსბორის გოდუნოვი  დაიდგა, სადაც ქსენია გოდუნოვას როლში ლიკა ჭავჭავაძე გახლდათ. ალექსანდრა თოიძის კოსტიუმი პირდაპირ გადაიტანეს ამ სპექტაკლში და ქალბატონ ლიკას მოარგეს. ბატონი სოლიკო ვირსალაძის კოსტუმები დღეს, სცენის მიღმაც ისეთივე დიდებული და შთამბეჭდავია, როგორც წლების წინ




ამბობენ, რომ კოსტიუმები სუნთქავენ, რომ მათ საოცარი მისტიკა აქვთ... მართლაც, კოსტიუმი უდიდეს გავლენას ახდენს მსახიობის განწყობაზე, ეხმარება მას როლში შესვლაში.  მსახიობი და კოსტიუმი ერთად ქმნიან იმ საოცრებას, რასაც შემდგომ სცენაზე ვხედავთ. ამ მხრივ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ სპექტაკლიქალი-გველი“, რომელიც 1998 წელს რეჟისორებმა რობერტ სტურუამ და დავით საყვარელიძემ დადგეს, მხატვარი კი, გოგი ალექსი-მესხიშვილი გახლდათ

       
(ესკიზის ელექტრონული ვერსია დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში)


სპექტაკლში მოქმედება არ გაცდენია ზღაპრული სამყაროს ფარგლებს. ეს გახლდათ  რეჟისორისა და მხატვრის არაჩვეულებრივი დუეტი, სადაც ყოველი ფერი მნიშვნელოვანი, ჟღერადი და მოქმედი იყო. ბატონი გოგის მიერ "ქალი-გველისთვის" შექმნილი კოსტიუმები ფერადოვანი და შთამბეჭდავია. ირანული ფერწერის გავლენა კიდევ უფრო ზღაპრულსა და მისტიურს ხდის ყველაფერს.





                 (ესკიზის ელექტრონული ვერსია დაცულია რუსთაველის თატრის მუზეუმში)


ყველა კოსტიუმი ისეთი გემოვნებითაა შესრულებული, ისე ზუსტადაა გმირზე მორგებული, რომ შეუძლებელია, გულგრილად ჩაუარო რომელიმე მათგანს. შეუძლებელია, არ გაჩერდე და სასიამოვნო გრძნობამ არ შეგიბყროს როდესაც ხედავ გველის კოსტიუმს, რომელიც მსახიობ ნინო კასრაძეს ეცვა. ეს არის  ფრადი თვლებით გაწყობილი ულამაზესი შავი ხავერდის  კოსტიუმი, რომელიც დღეს თეატრის მუზეუმში ინახება.



ალბათ შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ყველა ის ემოცია, რომელიც ძველი კოსტიუმების ხილვისას გეუფლება. ის, რაც დღეს რუსთაველის თეატრის მუზეუმსა და საცავებში ინახება, შრომისა და ფანტაზიის ერთობლიობის ულამაზესი შედეგია... ისტორიაა, რომელსაც შეგიძლია შეეხო.




Comments/disqusion
No comments