Loading....
დღეს მიხეილ თუმანიშვილს 96 წელი შეუსრულდებოდა...

"როდესაც რაღაც მტანჯავს, როდესაც ვეძებ, ეს როგორ გამოვხატო, მაშინ მჭირდება პიესა. მაგრამ, სად არის, სად ვეძებო? ეს ტანჯვა სიყვარულს ჰგავს, შიგნით დაგროვებული, დაბერილი, აფეთქებული გარეთ გამოსვლას ლამობს. ეს მინდა გამოვხატო. ამისთვის მჭირდება დრამა, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, რომლებსაც საკუთარი შინაარსით, ემოციებითა და შთაგონებით ავავსებ. ამისთვის საჭიროა, ეს მოგენიჭოს (და თუკი არ გაქვს მონიჭებული, საიდან გააჩენ?). ამისთვის საჭიროა თეატრი, საკუთარი თეატრი, არა სამსახურეობრივი, არა აკადემიური, არამედ სახელოსნო, რომელიც ესოდენ მჭირდება ცხოვრებისათვის: 1. სცენა – სივრცე, 2. ჯგუფი მსახიობებისა, რომლებიც არსად იჩქარებენ და ბრმად მომყვებიან და 3. პიესა. თეატრი, სადაც არ იტყუებიან, არაფერს მოგაჩვენებენ; სადაც კი არ იმალებიან, არამედ ისეთები ჩანან, როგორებიც არიან; არაფერზე თამაშობენ, თავი არ მოაქვთ, ვითომდა, გატაცებული ვართო; თეატრი, სადაც ვისწავლით მთლიანად, მთელი არსებით როგორ შევასრულოთ ქმედება, ისე, როგორც ცხოვრებაში არაჩვეულებრივი სიყვარულის წუთებში ხდება, როდესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, ცნობიერად ვმოქმედებთ თუ არაცნობიერად; როდესაც ჩვენ თვითონ კი არ ვმართებთ თავს რაღაცას, არამედ რაღაც გვემართება; როდესაც ურთიერთობა თავისთავად, ძებნის გარეშე აღმოცენდება, როდესაც ის აქ არის, როდესაც გრძნობები უკიდურესად გაშიშვლებულია და არ არის მოტყუება. აი, სწორედ ეს არის თეატრი, რომელიც მსახურების, ლოცვის ღირსია.
ჩემი თეატრი – რიტუალის, აღსარების თეატრია, სადაც მსახიობებმა და მაყურებელმა უკიდურესი თვითგახსნის, სულიერი თვითგაშიშვლების რიტუალი უნდა გამოიარონ."
მიხეილ თუმანიშვილი


Comments/disqusion
No comments